x
image
ნათია ჩხობაძე
სიძე ჰაერში ააგდეს და დაჭერა დაავიწყდათ- რატომ ჩაიშალა ქორწილი ოზურგეთში

შემთხვევა გურიაში, ოზურგეთში მოხდა. ქორწილი სარიტუალო დარბაზ "თამარიონში" იმართებოდა, თუმცა ის ფაქტობრივად ჩაიშალა.
ინფორმაციას "გურიის მოამბე "ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ქორწილის ჩაშლის მიზეზი ნეფის საავადმყოფოში მოთავსება გახდა.

" ქორწილი ახალი დაწყებული იყო, როცა სიძეს მეგობრები მიადგნენ და გამოიყვანეს მაგიდიდან. შემდეგ წრე შეკრეს და ნეფე ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ და მესამეჯერაც, თუმცა ამჯერად მეგობრებს მისი დაჭერა დაავიწყდათ და მიბრუნდნენ მაგიდებისკენ, სიძე კი ძირს დაენარცხა და ცუდად გახდა, ვერ სუნთქავდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, იქიდან მეორე დღეს გამოწერეს."

თვითმხილველების თქმით, სიძეს და მის მეგობრებსაც მარიხუანა ჰქონდათ მოწეული. პატარძალი გორიდან იყო და სტუმრებმა მასპინძლებს გორის მარიხუანა "გაასინჯეს". სწორედ "გორის მარიხუანას" აბრალებენ ყველაფერს, რადგან ის ძლიერი იყო, ადგილობრივთან შედარებით.
image

0
662
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0