x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
სინგაპურში გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სასტუმრო
imageსინგაპურში გაიხსნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სასტუმრო. როგორც pravda.ru იტყობინება 55 სართულიანი სასტუმრო Marina Bay Sands შედგება 3 კოშკის და უზარმაზარი 3 დონიანი დასასვენებელი ზონისაგან, რომელიც 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბოლო დონეზე, რომელსაც "ციური პარკი" ეწოდება განთავსებულია 150 კვ.მ ფართობის აუზი.

კოშკებს აქვს დახრილობა, პირველი მათგანი დახრილია 26 გრადუსით, რას ამ შენობას ერთ-ერთ ყველაზე რთულად ასაშენებელ ნაგებობად აქცევს. ამასთან სასტუმროს კედლები აშენებულია სპეციალური შენადნობებისაგან და მათ აქვთ უნარი გაუძლონ ნებისმიეს შტორმს და ქარიშხალს წერს "გლობალლისტი".

სასტუმროში შეიძლება განთავსდეს უამრავი სტუმარი, აქ გათვალისიწნებულია 2, 5 ათასამდე ნომერი, ხოლო ვისაც ლუქს მომსახურება ესაჭიროება მათთვის სპეციალურად 230 აპარტამენტია მოწყობილი.

სასტუმროს ფართობი 1 ჰექტარზე მეტია და ის გაწყობილია, როგორც ტროპიკული ოაზისი, რომლის ბაღებშიც იზრდება 250-მდე ჯიშის ეკზოტიკური ხე და 650 სხვა მცენარე. ყველა მსურველისათვის იმუშავებს skypark საიდანაც სინგაპურის ულამაზესი ხედი იშლება.


სასტუმრო არის კაზინო Las Vegas Sands-ის საკუთრება და მისი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს. გარდა ნომრებისა აქ განთავსებულია უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი, სავაწრო ცენტრი, მუზეუმი, 2 დიდი თეატრი, 7 რესტორანი, 2 მცურავი პავილიონი და მსოფლიოში ყველაზე დიდი კაზინო.imageimageimageimageimageimage



4
601
9-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
601
  
2012, 19 სექტემბერი, 0:35
++++
2012, 14 ივლისი, 9:43
ღმერთო რა ლამაზია,სიამოვნებით დავისვენერბდი აქ ამ ზაფხულს
2012, 14 ივლისი, 1:20
+1 კაია ;)
2012, 9 ივლისი, 11:15
რა ლამაზია :)
0 1 4