x
image
გიო თუთიაშვილი
სოინჯი - როგორ გამოვიყენოთ დღეს მცენარე, რომელსაც კლეოპატრა და ტუტანხამონი იყენებდნენ



image


ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნა ის სა­გან­ძუ­რია, რო­მელ­საც დღე­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ოჯა­ხე­ბი თუ დიდი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად იყე­ნებ­დნენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ამ­ჯე­რად სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ მცე­ნა­რეს, სო­ინჯს წარ­მო­გიდ­გენთ.

სო­ინ­ჯი ერ­თწლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა იგი თა­ვი­სი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით უფრო არის ცნო­ბი­ლი. გუ­რი­ა­ში მას შავ­კა­კა­ლას უწო­დე­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­ში - უჩა კა­კალს, ხოლო აჭა­რა­ში - სი­სამ­სა და ცი­სამს.


სო­ინ­ჯის მარ­ცვლე­ბი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ზე­თის, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ კი­დევ 2000 წლის წინ და­ი­წყეს. სო­ინ­ჯის ზეთს, რო­გორც კოს­მე­ტი­კუ­რი ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სათ­ვის იყე­ნებ­და კლე­ო­პატ­რა და ტუ­ტან­ხა­მო­ნი, რომ­ლის სა­მარხშიც კი იყო იგი აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ სო­ინ­ჯის ზეთი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და თა­ვის ტკი­ვი­ლის, კბი­ლის ტკი­ვი­ლის, გა­ჭე­დი­ლი ცხვი­რის, ას­თმის, ართრი­ტის და ნაწ­ლა­ვუ­რი ჭი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად. მას ასე­ვე იყე­ნებ­დნენ კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტის, ინ­ფექ­ცი­ის კე­რის და პა­რა­ზი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დღეს სო­ინ­ჯის ზეთი ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ას­თმის, დი­ა­ბე­ტის, ჰი­პერ­ტენ­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, ასე­ვე სპერ­მა­ტო­გე­ნე­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და მკერ­დის ტკი­ვი­ლის (მას­ტალ­გი­ის) დროს. არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სო­ინ­ჯის ზეთი ხელს უწყობს იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას, სიმ­სივ­ნის პრე­ვენ­ცი­ას და ამ­ცი­რებს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, მოქ­მე­დებს რა, რო­გორც ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ამ მცე­ნა­რეს სო­ინ­ჯის ზე­თის კაფ­სუ­ლე­ბის სა­ხით გვთა­ვა­ზობს. სო­ინ­ჯის ზეთი მი­ი­ღე­ბა ცივი წნე­ხის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც უნარ­ჩუ­ნებს მას კვე­ბით და ბი­ო­ლო­გი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

სო­ინ­ჯის ზეთი მდი­და­რია E, D, C და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. ის შე­ი­ცავს 50-მდე კა­ტა­ლი­ზა­ტორს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს უჯრე­დულ ბი­ო­სინ­თეზს და 100-მდე ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, მათ შო­რის: ნი­გე­ლონს, კა­რო­ტი­ნო­იდ A-ს, უჯერ-ცხი­მო­ვან მჟა­ვებს: ომე­გა-3, 6 და 9, ფოს­ფო­ლი­პი­დებს, ეთერ­ზე­თებს. სო­ინ­ჯის ზე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მაკ­რო და მიკ­რო ელე­მენ­ტე­ბი: კა­ლი­უ­მი, ნატ­რი­უ­მი, ფოს­ფო­რი, კალ­ცი­უ­მი, მან­გა­ნუ­მი, რკი­ნა, თუ­თია, სპი­ლენ­ძი, სე­ლე­ნი­უ­მი და სხვა.image

სო­ინ­ჯის ზე­თის კაფ­სუ­ლე­ბი რე­კო­მედ­ნი­რე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც აწუ­ხებს:

მა­ღა­ლი წნე­ვა - ფი­ტო­ტე­რო­ლი­სა და უჯე­რი ომე­გა 6&9-ით მდი­და­რი სო­ინ­ჯის ზეთი, ზრდის სის­ხლძარ­ღვე­ბის კედლბის ელას­ტი­უ­რო­ბას, ამ­ცი­რებს კა­პი­ლა­რე­ბის სი­სუს­ტეს, ხელს უშ­ლის თრომ­ბის წარ­მოქ­მნას და ამ­ცი­რებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას

მა­მა­კა­ცის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი - სო­ინ­ჯის ზეთ­ში შე­მა­ვა­ლი A და E ვი­ტა­მი­ნის, ფი­ტო­ტე­რო­ლის, თუ­თი­ის, მან­გა­ნუ­მი­სა და სე­ლე­ნის კომ­პლექ­სუ­რი მოქ­მე­დე­ბა ხელს უწყობს პო­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, აწეს­რი­გებს ტეს­ტოს­ტე­რო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და აუმ­ჯო­ბე­სებს სპერ­მა­ტო­გე­ნეზს

მკერ­დის ტკი­ვი­ლი (მას­ტალ­გია) - სო­ინ­ჯის ზეთ­ში შე­მა­ვა­ლი ესტრო­გე­ნის მსგავ­სი ფო­ტო­ტე­რო­ლი, ვი­ტა­მი­ნი E და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი, ომე­გა 6 და 9 ცხიმ-მჟა­ვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას და ამ­ცი­რე­ბენ მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დროს მკერ­დის ტკი­ვილს

ას­თმა - კველ­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ას­თმის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად სო­ინ­ჯის ზე­თის მი­ღე­ბა ამ­ცი­რებს ხვე­ლას, ქო­შინს და აუმ­ჯო­ბე­სებს ფილ­ტვე­ბის ფუქ­ცი­ას

იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა - სო­ინ­ჯის ზეთი ხელს უწყობს სის­ხლში თეთ­რი უჯრე­დე­ბის ე.წ “ბუ­ნებ­რი­ვი მკვლე­ლი უჯრე­დე­ბის” გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ზრდის ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის უნარს

დი­ა­ბე­ტი - ად­რე­უ­ლი კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სო­ინ­ჯის ზე­თის მი­ღე­ბა აბა­ლან­სებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს. ასე­ვე აბა­ლან­სებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში.


2
111
8-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
111
  
2018, 29 სექტემბერი, 11:58
მაგარია მეგობარო...
0 1 2