x
image
თორ ნიკე
Mediator image
ანაკლიის პორტი და ახალი ქალაქი - ჩაყრილი საფუძველი ერთიანი საქართველოსთვის

ანაკლიის პორტი და ახალი ქალაქი - ჩაყრილი საფუძველი ერთიანი საქართველოსთვის


2018 წლის სექტემბრიდან ანაკლიის პორტში მუშაობა დაიწყო მსოლფიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გემმა მითოლოგიური სახელით - "ათენა". ეს გემი მშენებარე ქალაქში პორტისთვის ნაპირის დაღრმავების სამუშაოთი დაკავდა. "ათენას" გამოყენებით ანაკლიის პორტისთვის ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ მასალას ამოიღებენ და ნაპირზე გადმოიტანენ. ამ დიდ საზღვაო პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია "Van Oord" ატარებს. "ათენას" შეუძლია 32 კილომეტრის სიღრმემდე დააღრმაოს პორტი. ანაკლიაში მხოლოდ 16 მეტრის სიღრმეზე დააღრმავებაა საჭირო. ამ ეტაპზე 110 ჰექტარი ტერიტორიაა გასუფთავებული და მზადაა ზღვიდან ამოღებული მასალის მისაღებად. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სადრენაჟე სისტემების დიდი ქსელი და 2.5 კილომეტრის სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები. ვერტიკალური დრენაჟების საერთო სიგრძე კი 3500 კილომეტრს უტოლდება. ასევე აშენებულია 2.5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი.


გემი "ათენა"


ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ანაკლიის პორტი შეიტანს 1.2%-დან 1.5%-მდე კონტრიბუციას. პირველი ფაზის დამთავრების ინვესტიცია იქნება 600 მილიონი $, სულ დასაქმდება 1500 ადამიანი. 10 წლის განმავლობაში (2028 წლამდე) მშენებლობის პროცესშიც კი ეს პორტი მოიტანს მილიარდი $-ის მოგებას, ხოლო მთლიანად, მთელი პორტის და ქალაქის მშენებლობის ყველა ფაზის დასრულების შემდეგ მოგება მიაღწევს 60 მილიარდ $-ს.


ეს შთამბეჭდავი რიცხვებია. ის რეალობად მალე იქცევა და ამისთვის საჭიროა, რომ დასრულდეს სულ მშენებლობის 9 ფაზა. გემი "ათენა" უკვე მუშაობს. დროის ათვლა დაწყებულია.


ეს უპრეცენდენტო პროექტია. საქართველო ხსნის აზიასა და ევროპას შორის მყოფ ბოლო კარიბჭეს. ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა ავითვისოთ საკუთარი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და მივიღოთ აქედან შესაბამისი დამსახურებული მოგება. საქართველო ამ და სხვა დიდი პროექტების განხორციელებით სრულიად რეალისტურია, რომ შეძლებს გახდეს ლოჯისტიკური და ბიზნეს ჰაბი უახლოეს მომავალში.


თუ გავითვალისწინებთ პორტის და იმ გემების ზომას, რომელსაც ის მიიღებს, ამას დამატებული ეკონომიკური ღიორებულება, რომელიც აქ შეიქმნება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მეგრელებისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის. უკვე 2021 წლისთვის ანაკლიის პორტი 1 მილიონამდე კონტეინერს და 1.5 მილიონ ტონა მშრალი ტვირთის გატარებას შეძლებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლაზური არქიტექტურა

2. რამდენი არიან ლაზები?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
489
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
489
  
2018, 1 ოქტომბერი, 22:28
რომელი საქართველოსთვის???? რომლის 20 პროცენტი პუტინს ააქვს ოკუპირებული და დანარჩენი პუტინის ძმაკაც ვაჭარ ივანიშვილს?????
0 1 1