x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83574
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441503
თუ ნება იქნება, მინდორში საწვავი «აბიბინდება» (1 ჰა-ზე – 9 500 ლ. ) და ჰაერიც გაიწმინდება. კანაფი გლობალური დათბობის წინააღმდეგ

კანაფსა და გლობალურ დათბობას შორის, ბევრი რამ არის საერთო. მაგ., ერთიც და მეორეც, ბოლო დროს, კამათის თემას და დიდი პოლიტიკის დაპირისპირების საგანს წარმოადგენს.

თუმცა უმთავრესი, რაც კანაფსა და გლობალურ დათბობას აკავშირებს – ის არის, რომ მცენარეს შეუძლია პლანეტა ადამიანის გლობალური ზემოქმედებისგან იხსნას.

გლობალური დათბობა ამ სტატიის განხილვის თემა არ არის და ამიტომ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ გაეროს მთავრობათაშორისი კლიმატის ცვლილების კომისია, 2013 წლის დასკვნის მიხედვით, – გლობალური დათბობა რეალურად არსებობს დედამიწაზე და ის განვითარებადი პროცესი არის.


image


ექსპერტების 90% ამტკიცებს, რომ დათბობა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გადასვლით არის გამოწვეული. გაზის ძირითადი წყარო კი წიაღისეული საწვავის მოხმარება და ასევე, ცემენტის წარმოებაა, რომელსაც თანმდევი აირების წვაც ერთვის.
2009 წელს, აშშ-ს ეროვნულმა აკადემიამ განაცხადა, რომ СО2-ს მოქმედებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებები შეუქცევადია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრების წესს შევიცვლით და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიას შევწყვეტთ, პლანეტაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, კლიმატური მიმართულებით, მხოლოდ 1000 წლის შემდეგ მოხდება, რადგან სწორედ ეს დრო არის საჭირო ოკეანის წყლის გასაცივებლად.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ კაცობრიობა განწირულია და უნდა დავნებდეთ? არა, რა თქმა უნდა, არა – პასუხობენ ექსპერტები. შესაძლებელია, გადარჩენის საშუალება კიდევ გვქონდეს... კანაფის სახით.



საწვავი მინდორში


თუ მართლა გვინდა, ადამიანის კლიმატზე ზემოქმედების შემცირება, პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ წიაღისეული საწვავის შემცვლელი საწვავი. კანაფის თესლის ზეთი და მცენარის მწვანე მასა, ძალიან ეფექტური საშუალებაა მზის ენერგიის ბიომასად, ხოლო ბიომასის – ბიოსაწვავად (ბიოდიზელი და ბიოეთიანოლი) გარდასაქმნელად. მართალია, დღემდე ეს 2 ნივთიერება ბენზინის დანამატს წარმოადგენს, მაგრამ მათი გამოყენება დამოუკიდებელი საწვავის სახითაც არის შესაძლებელი.

ბიოდიზელის წვის შედეგად, 30% ნაკლები მავნე ნივთიერება გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივი დიზელის წვის დროს და არ ხდება გამობოლქვა, ჭვარტლის და გოგირდის სახით.

ბიოდიზელის და სხვა სახის ბიოსაწვავის წარმოება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ნავთობის, ნახშირის და ატომური საწვავის. ამასთან, ეკოლოგიური რისკები ბევრად უფრო მცირეა და ბიოდიზელზე გადასვლის შემთხვევაში, შემცირდება როგორც მჟავა წვიმები, ისე გოგირდის სმოგი ატმოსფეროში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: კანაფი, ფოტოსინთეზის გზით, მზის ენერგიას ცელულოზად უფრო სწრაფად გარდაქმნის, ვიდრე ნებისმიერი სხვა მცენარე. ის, სიმინდის ღეროზე და შაქრის ლერწამზე, რომლებსაც ტრადიციულად, ბიოსაწვავად გამოიყენება, სულ ცოტა, 4-ჯერ უფრო მდიდარია ცელულოზით. გარდა ამისა, კანაფის ღეროები იმდენად გახევებულია, რომ არ ესაჭიროება ენერგო დანახარჯი, რომელიც აუცილებელია, იგივე სიმინდის ღეროს და შაქრის ლერწმის გასაშრომად.

ბიომასის საწვავად გადაქცევის უამრავი ტექნოლოგია არსებობს, თუმცა ყველაზე მომგებიანი და პერსპექტიული, მათ შორის, ჰიდროლიზების პროცესი არის, რადგან ის 1 ტ. ბიომასიდან, მისი ცელულოზის გლუკოზად გარდაქმნის და მისი შემდგომი ფერმენტირბის გზით, 380 ლ. საწვავის მიღება შეიძლება.

თეორიულად, როგორც ამბობენ, 1 ჰექტარ კანაფის ნათესზე, – 25 ტ. ბიომასის მიღება შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონზე, ყოველ 1 ჰა-ზე – 9 500 ლ. საწვავის მიღება არის შესაძლებელი.

კანაფის მწარმოებლურობის დონე ბევრად დაბალიც რომ იყოს, ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევს მისი ენერგორესურსად გამოყენება, რადგან წიაღისეული საწვავის ეპოქა, ადრე თუ გვიან დასრულდება.



ტყეები და მინდვრები


როგორც ექსპერტები ამბობენ, გლობალური დათბობის კიდევ ერთი მიზეზი, ტროპიკული ტყეების გაკაფვაა და რადგან ამ პროცესის შეჩერების შანსი ფაქტიურად არ არსებობს, ბუნებისადმი ამ მტაცებლური დამოკიდებულების დაბალანსება არის საჭირო და რა, თუ არა კანაფი, რომელიც სეზონზე 3-6 მ-იან ხედ იზრდება, არ ესაჭიროება სასუქი, იტანს გვალვას, ყინვას და ხანგრძლივ წვიმებს. ის ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის და გარდა ამისა, მისგან ყველა იმ ნივთის დამზადება შეიძლება, რის გამოც, საუკუნოვანი ხეების მოჭრა ხდება.


მტკიცე არგუმენტი


ჩვეულებრივ, ქალაქში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე მიმდებარე სოფელში ან იგივე ქალაქის ნაკლებად დასახლებულ გარეუბანში. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალაქის ტიპის დასახლებაში ბევრი ვერტიკალური ზედაპირია, რომელიც დიდი რაოდენობით მოკლეტალღიან ენერგიას შთანთქავს.

გარდა ამისა, ქალაქებში მუდმივად მიმდინარეობს მშენებლობა, რომელშიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს იყენებენ და ატმოსფეროშ არსებული СО2-ს 5% სწორედ ცემენტის წარმოებაზე მოდის.

აღნიშნული მასალის ჩანაცვლება, ნაწილობრივ კანაფის და კირქვის ნაერთით დამზადებული ბიოკომპოზიტებით შეიძლება, რომელიც 8 ჯერ უფრო მსუბუქიქია, ვიდრე იგივე ზომის ტრადიციული სამშენებლო მასალა (აგური, ბლოკი...). გარდა ამისა, ეს მასალა ნაკლებად მყიფეა და ჩვეულებრივ, ევროპაში, კერძო და 10 სართულამდე სიმაღლის სახლების ასაშენებლად გამოიყენება.



მიწა - კანაფს!


ოჯახური სიწმინდის და ევროპაში ნარკოპოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციის გაანგარიშებით, – კანაფი, როგორც განახლებადი ენერგიის წყარო, ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე წიაღისეული საწვავი და ატომური ენერგია. მისი მთავარი დამსახურება ის არის, რომ კანაფის მოყვანა, პრაქტიკულად ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეიძლება და დათესვიდან 4 თვეში, მცენარე უკვე მაქსიმალური ოდენობის ბიომასას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1 სეზონზე 2 მოსავლის მიღება არის შესაძლებელი.



რევოლუცია


გასული საუკუნის 30-იან წლებში, აშშ-მ კანაფი კანონგარეშედ გამოაცხადა, მაგრამ II მსოფლიო ომის დროს, იმის გამო, რომ ამერიკულ არმიას მასლაები ესაჭიროებოდა, რომლის ძირითად ნედლეულს კანაფის ბიომასა წარმოადგენდა, ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა კანონის მოქმედება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი მსოფლიოსთვის, II მსოფლიო ომზე ნაკლებად სახიფათო არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური კანაფის ლეგალიზაციის დრო დადგა.

იგივე ამერიკაში, ამას უკვე მიხვდნენ და სხვადასხვა შტატის პარლამენტში, ყოველწლიურად, ათობით ინიციატივა შედის, ტექნიკური კანაფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამჟამად, ამერიკაში მოქმედი კანონის მიხედვით, ტექნიკური კანაფის მოყვანა იმ შტატებშია დაშვებული, სადაც მარიხუანა ლეგალიზებული არის.

თუ კაცობრიობა სერიოზულად დაფიქრდება იმის თაობაზე, რომ საჭიროა რამის გაკეთება გლობალური დათბობის შესაჩერებლად, მაშინ ეს პირველი ნაბიჯი, კანაფის პოტენციალის სხვადასხვა სფეროში (მშენებლობა, წარმოება, მანქანათმშენებლობა...) გამოყენება უნდა იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «კანაფის რევოლუციის» დრო დადგა!!!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageკანაფის ისტორია: «აღზევება», «დაცემა» და «რენესანსი»
სამრეწველო (ტექნიკური) კანაფი სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მომავალია!

საით მიდიხარ საქართველო?

0
379
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0