x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უემბლის" სტადიონი გაიყიდა-ამიერიდან მისი მფლობელი პაკისტანელი მილიარდელია

image
ამ სტადიონზე ჯოშუამ ნოკაუტში ჩააგდო კლიჩკო, აქ გამოდიოდა Queen და რომის პაპი, ამ სტადიონზე მოიგო ერთადერთხელ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო თასი.


მსოფლიოში უძველესი ფეხბურთის ასოციაციამ, რომელმაც დასაბამი დაუდო ყველაზე პოპულარული სპორტის, ფეხბურთის განვითარებას პლანეტაზე, 600 მილიონ ფუნტად ყიდის "უემბლის" სტადიონს, აღებული თანხა სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.მყიდველი არის ამერიკაში მოღვაწე პაკისტანელი მილიარდელი შაჰიდ ხანი, რომელიც ოცნებობს ინგლისში ამერიკული ფეხბურთის განვითარებაზე.


"უემბლი" ფეხბურთის აკვანია და ერთ დროს ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში, თითქმის ასწლიანი ისტორიის მანძილზე სტადიონმა დაიმკვიდრა არა მარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი არენას სახელი.მოდით გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები "უემბლის" ისტორიიდან.


ტრიუმფი

image

1966 წელს "უემბლიზე" გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ფეხბურთში, მასპინძლებმა, ინგლისის ნაკრებმა ანგარიშით 4:2 სძლია გერმანიის ნაკრებს და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

image

image



Live Aid-1985

image

უემბლი რეკონსტრუქციის შემდეგ გახდა ХХ საუკუნის როკ-კონცერტების უმსხვილესი არენა.

image

image


image

იმპერია

უემბლი აშენდა 1923 წელს, საიმპერიო თამაშებისთვის, გახსნიდან მეოთხე დღეს გაიმართა ინგლისის თასის ფინალური მატჩი, რა დროსაც მატჩზე დასწრების მსურველი ორჯერ მეტი აღმოჩნდა-300 000 გულშემატკივარი(სტადიონი 127 000 მაყურებელს იტევდა)მას შემდეგ ინგლისის თასი ფინალი ტრადიციულად მხოლოდ "უებლიზე" იმართება, სხვათა შორის გაყიდვის შემდეგ ერთ-ერთი პირობაა, -ინგლისის ნაკრებმა უნდა ითამაშოს "უემბლიზე" და ეროვნული თასიც ფინალიც აქ უნდა გაიმართოს.

image

image

image

რომის პაპი


1982 წელს "უემბლი" დაეთმო რომის კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპმა იოანე პავლე II -მ გადაჭედილ სტადიონზე მესა ჩაატარა.

imageimage

გიგანტების ბრძოლა

დიდი ბრიტანეთის მთავარი არენა თანამედროვეობის უდიდესი ბრიტანელი მოკრივეს, ენტონი ჯოშუას ტრიუმფის მოწმე გახდა, 2017 წელს 90 000 მაყურებლის თანდასწრებით ნოკაუტში გაუშვა ვლადიმერ კლიჩკო.

image

image

image

ახალი სიცოცხლე


2002 წელს გადაწყდა ძველი სტადიონის დანგრევა, რომელმაც თითქმის 80 წელი იარსება და ახლის აშენება, 90 000 მაყურებლით-იმ მომეტისთვის უმსხვილესი საფეხბურთო მოედანი მსოფლიოში.მისი მშენებლობა 1 მილიარდი ფუნტი დაჯდა

image

image

image

მყიდველი

ამერიკელ-პაკისტანელი მილიარდელი შაჰიდ ხანი ფეხბურთის დიდი მოყვარულია, მან მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, როგორც ტრადიციულ ფეხბურთზე, ასევე ამერიკულ ფეხბურთზეც.2011 წელს მან შეიძინა ამერიკული გუნდი "ჯექსონვილ იაგუარსი", ხოლო 2013 წელს ინგლისური კლუბი "ფულემი".

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ოთხშაბათს განიხილა სტადიონის გაყიდვის საკითხი და 11 ოქტომბერს წარუდგენს 127 წევრიან საბჭოს დასამტკიცებლად.

image

image

ასევე დაგაინტერესებთ:



image


მსოფლიოს 10 უდიდესი სტადიონი

image

0
113
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0