x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"მეხქ-ქხიელ" - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ვაინახებში
image


"მეხქ ქხიელ" - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ვაინახებში, რომელიც ტრადიციებზე და ადათობრივ კოდექსზე დაყრდნობით, მოწოდებულია გადაწყვიტოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმენა, როგორც "ქვეყნის სასამართლო".

ვაინახები დიდ ყურადღებას აქცევენ უხუცესთა საბჭოს შემადგენლობის შერჩევას. ყოველი წევრი უნდა იყოს სიბრძნითა და ჭკუით დაჯილდოვებული პიროვნება, რომლის სიტყვასაც საზოგადოება ენდობა და დიდ პატივს სცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოს წევრობა უხუცესს სიკვდილის ბოლომდე არ ეძლევა, საკმარისია მან ზნეობრივ თუ მორალურ პრინციპებს გადაუხვიოს და მაშინვე ძველ ავტორიტეტსა და და შესაბამისად თანამდებობასაც კარგავს.


შუა საუკუნეებში ვაინახებში ერთ ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი.



image
ერთხელ უხუცესებმა გადაწყვიტეს საბჭოს ყოფილი წევრის ადგილზე ახალი წევრი დაენიშნათ. ისინი გაემართნენ იმ ადამიანის სანახავად, რომელზეც ხალხში კარგი ხმები დადიოდა და კარგი სახელი ჰქონდა. თუმცა, მასთან მისულებს სახლში არ დახვდათ, რადგან მინდორში ცხენის მოსაძებნად იყო გასული. სოფლის ნაპირას გასულმა უხუცესებმა დაინახეს, თუ როგორ უხმობდა იგი ცხენს, ხელში ბეშმეთის (ახალუხის მსგავსი სამოსი) ქვედა ნაწილის მიშვერით თითქოსდა მასში რაღაც ედო. ცხენმა გადაწყვიტა, რომ პატრონს მისთვის მარცვლეულის მიცემა სურდა და მიუახლოვდა, მაგრამ მან ცარიელი ბეშმეთის ქვედაბოლო გაუშვა და მაშინვე სტაცა ხელი. ამის დანახვაზე უხუცესები მაშინვე უკან გამობრუნდნენ, ისე რომ არც გაუმხელიათ ამ კაცისთვის თავიანთი მისვლის მიზეზი. მათ ადამიანის ნაკლოვანებად ჩათვალეს ცხოველის მოტყუება, ამიტომ არ მიიპატიჟეს უხუცესთა საბჭოში.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0