x
image
თორ ნიკე
რამდენი არიან ლაზები?
რამდენი არიან ლაზები?


ლაზების უდიდესი ნაწილი დღეს მხოლოდ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, იმ მიწებზე, რომელიც მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მათ პირდაპირ წინაპრებს - კოლხებს ეკუთვნოდათ. მარგარეთ მაქმილანი 2010 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში "The uses and abuses of History" აღნიშნავს, რომ 2010 წლის მონაცემებით ლაზების რაოდენობა თურქეთში შეადგენს 2, 250, 000 ადამიანს. სამწუხაროა, რომ ლაზებს თურქეთში არ გააჩნიათ "ეთნიკური უმცირესობის" სტატუსი და თურქებად წერენ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიტომ ოფიციალური მონაცემების მოპოვება საკმაოდ რთულდება ამის შესახებ, თუ ზუსტად რამდენი არიან ლაზები. თუმცა ცნობილია 1965 წლის აღწერის შედეგები, სადაც ლაზურ ენაზე, როგორც მშობლიურ, პირველად ენაზე 26, 007 მოქალაქე საუბრობდა. აქედან ყველაზე მეტი ცხოვრობდა ართვინში, რიზეში და საქარიაში. აქედან 3943 ადამიანს შეეძლო მხოლოდ ლაზურ ენაზე საუბარი და არ იცოდა თურქული. დანარჩენი 55, 158 ადამიანი კი საუბარობდა ლაზურ ენაზე, როგორც მეორე ენაზე, ხოლო მათი პირველადი ენა თურქული იყო. დღესკი ლაზურად ლაპარაკობს თურქეთში დაახლოებით 100, 000 ადამიანი, დანარჩენმა ლაზებმა, მით უმეტეს ახალგაზრდებმა თითქმის დაივიწყეს ლაზური ენა და მხოლოდ თურქულს ფლობენ.


აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემულ რუკაზე, სადაც ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები არის აღნიშნული, ლაზეთი ამიტომაა ამდენად პატარა, რომ მხოლოდ ამ ტერიტორიებზე არიან შემორჩენილი ის ლაზები, რომლებმაც ენაც შეინარჩუნეს. თუმცა ქალაქ რიზემდე და ტრაპიზონამდეც ცხოვრობენ ეთნიკურად ლაზები, რომელთაც ენა ვერ შეინარჩუნეს. ეს მათი ისტორიული მიწებია.


ეს კი არის მხოლოდ აღმოსავლეთ ლაზონას რუკა. ქალაქი ტრაპიზონიც კი ისტორიულად ყოველთვის შუა ლაზეთს ეკუთვნოდა.



ლაზეთის ისტორიული მიწები


ლაზეთის ვრცელ შავიზღვისპირეთში, თურქებმა თურქული სოფლებიც დააარსეს და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ თურქებს თვითონ დანარჩენი თურქებიც ლაზებად მოიხსენიებენ, მაგრამ ისინი უარყოფენ ამ ტერმინს და ის თურქები, რომლებიც ლაზეთში ცხოვრობენ თავის თავს მხოლოდ "კარადენიზლი"-თ ანუ შავიზღვისპირელად მოიხსენიებენ.

სამსუნის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარე მიწებზე მცხოვრებ ხალხებს ყველას ან ლაზებს ეძახიან, ან უბრალოდ შავიზღვისპირელებს. თავად შეხედეთ რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი, ვინაიდან ამ რუკაზე სამსუნის პროვინციაა აღნიშნული:


სამსუნის პროვინცია


ეს არის 1910 წელს თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგად შედგენილი რუკა, სადაც აღნიშნულია ეთნიკური სურათი მცირე აზიისა. ამ რუკაზე ლაზები აღნიშნული არიან მუქ მწვანედ, ხოლო ბერძნები ცისფრად. ეს იმის გამოა, რომ ის ლაზები, რომლებიც ეწერებოდნენ მართლმადიდებლებად მოიხსენიებოდნენ ბერძნული ეკლესიის წევრებად და ბერძნებად. ხოლო ლაზებად მხოლოდ სუნიტი მუსლიმი ლაზები ეწერებოდნენ:


1910 წლის თურქეთის ეთნიკური რუკა


ძალიან ბევრი ლაზი ინტელექტუალი უკვე იაზრებს, რომ ლაზური ენის დაკარგვა და სიკვდილი გამოიწვევს მათი ლაზური იდენტობის დაკარგვასაც. ამიტომ მათ დაიწყეს საკმაოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მხრივ, მოახერხეს და თურქეთის მთავრობას მიაღებინეს კანონი ენის შესახებ, რომელიც ნებას რთავს მსურველ მშობლებსა და ბავშვებს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სკოლაში ლაზური ენის სპეციალური კურსები.




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ლაზური არქიტექტურა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
946
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
946
  
2018, 3 ოქტომბერი, 0:32
შენ გაიხარე, კარგ საქმეს აკეთებ ამგვარი სტატიების დადებით. აუცილებელია ლაზები ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ...
0 1 1