x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩეჩნები ზურგში არ ესვრიან
image

ამონარიდი იმამ შამილის დაპატიმრებიდან:


როდესაც შამილმა მიიღო გადაწყვეტილება დანებების შესახებ, ბაისანგური შეეცადა გადაეფიქრებინა მისთვის ეს საძრახისი საქციელი და დაპირდა, რომ ალყას გაარღვევდა და უვნებლად გაიყვანდა მას, მაგრამ შამილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. როცა დარწმუნდა ბაისანგური, შამილი რუსებისკენ მიდიოდა, დამბაჩა იძრო და დაუძახა, მაგრამ შამილმა გზა განაგრძო. დალხან ხოჟაევი (ჩეჩენი საველე მეთაური, ბრიგადის გენერალი) ასე აღწერს ამ ეპიზოდს: "ბაისანგურმა ამოიძრო პისტოლეტი და მიმართა რა მიმავალ იმამს, დაუძახა მას სახელი - "შემალ"! (წოდების გარეშე იმამის ხსენება სახელით იყო დიდი უპატივცემულობა). შამილმა მოუბრუნებლად განაგრძო გზა. კიდევ ორჯერ მიმართა იმამს ბაისანგურმა, მაგრამ მან არ მოიხედა. შემდეგ ცარისტი გენერლის კითხვაზე, თუ რატომ არ შებრუნდა როცა ჩეჩენი ეძახდა, მან უპასუხა:


- მე რომ შევბრუნებულიყავი, ის მესროდა!



- რა, ისედაც არ შეეძლო შენთვის სროლა? - გაუკვირდა გენერალს.


- ჩეჩნები ზურგში არ ესვრიან - უპასუხა შამილმა.

0
413
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0