x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზარი ოჩამჩირედან: „ტატუნაშვილი მონაგონი იქნება, თუ არ დაანებენ თავს ოკუპაციაზე საუბარს"

image"ჩვენ მოვიგებთ ომს!" - ამ დევიზით გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა.
ენგურის ხიდთან მას საქართველოს მოქალაქეები შეუერთდნენ - მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია"-ს წევრები.
დღესვე "ძალა ერთობაშია"-ს წევრების ტელეფონის ნომრებზე განხორციელდა ზარი ოჩამჩირიდან. გაეცნო თემურ ფაჩულიად და უთხრა მათ, რომ თვალს ადევნებს, იცის რომ ქაცარავასთან ერთად საზღვრებთან ახლოს დადიან და ერთხელაც იქნება დაიჭერენ და ... ტატუნაშვილი მონაგონი იქნება, თუ არ დაანებენ თავს ოკუპაციაზე საუბარს.
უცნაური ის არის, რომ ზარი იმ ადამიანების ტელეფონებზე განხორციელდა, რომლებიც დღეს ენგურის ხიდთან არ იყვნენ ჩასულები.
ანუ, ოჩამჩირელმა ვინმე ფაჩულიამ, ისიც იცის, რა ხდება შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან, ქართლში რომ ჩავდივართ, ისიც აწუხებს.
ხო, აწუხებს, იმიტომ რომ ერთია, სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც ერთი დაზვერვაა - რუსული, რუსია ორივეგან - ამიტომ აქვს ოჩამჩირელ ფაჩულიას ყველა საზღვარზე ინფორმაცია.
წარმოგიდგენიათ, ჩავიდა ადამიანი ქართლში საზღვრის სანახავად, ოკუპაციურ ხაზთან სოფლების მოსანახულებლად და იმის კონტაქტი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ოჩამჩირეში იცის ვინმე ფაჩულიამ და იქედან ურეკავს და აშინებს.
ჩვენი დაზვერვა რას აკეთებს, ნეტავი?
ჩვენმა დაზვერვამ თუ იცის, საზღვრის მეორე მხარეს ვინ დგას, ვინ გვემუქრება, ვის უნდა ჩვენი დაჭერა და წამება.
ჩვენმა მთავრობამ თუ იცის იმათი მისამართები და ტელეფონის ნომრები?
აი, ერთის ნომერს ახლა ვაქვეყნებ და ჩაიწერონ...
ვინმე ფაჩულია-მეთქი ვამბობ, მაგრამ უბრალო და ვინმე რომ იყოს, ტელეფონის ნომრები და მისამართები არ ექნება იმ ადამიანების, ვინც საზღვრის სიახლოვესაა ნამყოფი.image

4
751
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
751
  
2018, 28 სექტემბერი, 21:52
არაფერია გამორიცხული
2018, 28 სექტემბერი, 20:40
სადაა ოჩამჩირეში მოსახლეობა, ცარიელია ქალაქი.
ვიღაცამ შემოაგდო "ჩორტი", აფხაზეთის კოდი +840-ია.
2018, 28 სექტემბერი, 17:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 28 სექტემბერი, 17:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4