x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
რატომ არ უნდა შეფუთოთ საჩუქარი იასამნისფერ ქაღალდში, როდის უნდა აჩუქოთ ის და რა ითვლება საქართველოში განსაკუთრებულ საჩუქრად
image

საჩუქარის ჩუქების ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია, რაც ადამიანს უხსოვარი დროიდან მოჰყვება. ჯერ კიდევ გამოქვაბულში მცხოვრები საზოგადოება ერთმანეთს სიყვარულისა და პატივიცსემის ნიშნად სხვადასხვა ნივთებს ჩუქნიდნენ.ეს წესი ეტაპობრივად დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა. დღეს კი ჩუქების ტრადიცია სხვადასხვა ქვეყანაში იმდენად განსხვავდება, რომ საჩუქრის შერჩევის პროცესიც მეტად გართულდა. კარგი საჩუქრის წარმატებით ჩუქება ტრადიციულ ცეკვას დაემსგავსა - ამ დროს აუცილებელია, რომ ნაბიჯების თანმიმდევრობა დაიცვა, მუსიკას ზუსტად მიჰყვე და პარტნიორს ფეხი არ დააბიჯო. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ორივე მხარე ბედნიერი და კმაყოფილი.


საინტერესოა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ჩუქების წესები:


დაძალება

მაშ ასე, თუ თქვენ ხართ ჩინეთში, სინგაპურში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, საჩუქრის მიღებაზე შეიძლება უარიც კი გითხრან. თქვენ მისი მეორედ და ხშირ შემთხვევაში, მესამედ შეთავაზებაც მოგიწევთ. ეს წესი იმისთვისაა, რომ საჩუქრის ადრესატი ხარბი და მოუთმენელი არ გამოჩნდეს.






მოწიწებით გამორთმევა

ინდოეთი, აფრიკის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ აზია - ამ ქვეყნებში საჩუქრის გამორთმევის ფორმას დიდ ყურადღებას აქცევენ. ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში მარცხენა ხელი უწმინდურად ითვლება, ამიტომ საჩუქარი აუცილებლად მარჯვენა ხელით უნდა გამოართვათ. აღმოსავლეთ აზიაში კი საჩუქარი აუცილებლად ორივე ხელით უნდა გადასცეთ და გამოართვათ.




საქართველო

საქართველოში საჩუქრის ჩუქების ტრადიცია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიხვეწა. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს მაქსიმაურად ორგინალური საჩუქარი აჩუქონ და ამით დღესასწაულები გაულამაზონ. თითოეული ადამიანი ბევრს ფიქრობს ოჯახის წევრის, საყვარელი ადამიანის, მეგობრის თუ უბრალოდ თანამშრომლის საჩუქარზე და მარტივად შერჩეული საჩუქრით აღარ კმაყოფილდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განსაკუთრებული საჩუქარი ფოტოწიგნი გახდა. ეს არის წიგნი, რომელიც შეინახავს ყველაზე ძვირფას ემოციებს და ფოტოებად აკინძულ მომენტებს ყოველთვის გააცოცხლებს. ტექნოლოგიურ ეპოქაში ხომ ფოტოებს ნაკლებად ბეჭდავენ და სწორედ ამიტომ ფოტოწიგნის ღირებულება უფრო გაზრდილია. ის არის ლამაზი, ორიგინალური, ემოციური და განსაკუთრებული საჩუქარი.





საჩუქარი, როგორც მადლობა

აზიასა და რუსეთში საჩუქარს ხშირად მადლობის ნიშნად და მასპინძლობისთვის ჩუქნიან. სამადლობელი ბარათები არაპრაქტიკულად ითვლება. ამიტომ გემრიელი ვახშმის ან სტუმრად გატარებული ღამის შემდეგ, მასპინძელს პატარა საჩუქარს უგზავნიან ხოლმე.



ტაბუდადებული ნივთები საჩუქრად

ჩინეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და ჩინეთში სასაჩუქრე ნივთებს ხშირად კონკრეტული ასოციაციები აქვთ. მაგალითად, ჩინეთში ქოლგის ჩუქება ნიშნავს, რომ ურთიერთობის დასრულება გსურთ. ასევე, ცუდი მესიჯს ატარებს მწვანე ქუდის ჩუქება. ჩინეთსა და ჰონგ-კონგში მისი ჩუქებით ატყობინებთ, რომ ცოლი, და ან სხვა ოჯახის წევრი პარტნიორს ღალატობს. ამავე ქვეყნებში ცხვირსახოცის და საათის ჩუქება აკრძალულია, რადგან ის სიკვდილის ასოციაციას იწვევს. გულსაბნევისა და ცხვირსახოცის ჩუქება იმავე მიზეზის გამო იტალიაში არაა მიღებული. იაპონიაში კი დაივიწყეთ ქოთნის მცენარის ჩუქება, რადგან ითვლება, რომ ამით მას ავადმყოფობას ჩუქნით.




ჩუქების ბედნიერი რიცხვები

თუ თქვენ ყვავილების, შოკოლადის ან სულაც ფულის ჩუქებას აპირებთ, ყურადღება მიაქციეთ მის რაოდენობას, რადგან ბევრ ქვეყანასი ციფრები იღბლიან და უიღბლოებად იყოფა. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიაში ოთხი რაღაცის ჩუქება არ შეიძლება იმიტომ, რომ მათ ენებზე ოთხის გამოთქვა ძალიან ჰგავს სიკვდილისას. კენტი ციფრები, გარდა 13-ისა, ევროპელებისა და ინდიელების ძალიან უყვართ.



შეფუთული საჩუქარი

საჩუქრის შეფუთვის წესი თითქმის ყველგან მიღებულია. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფერის ქაღალდში შეფუთვაა მიღებული. მაგალითად, აზიაში თეთრად, შავად და ლურჯად შეფუთვას უნდა მოერიდოთ, რადგან ეს ფერები გლოვასთან ასოცირდება. სამხრეთ ამერიკაში შავისა და იასამნისფერისგან იკავებენ თავს, რადგან ისინი სიკვდილის და რელიგიური ცერემონიების ასოციაციას იწვევს. იტალიაში კი იასამნისფერი უბრალოდ უიღბლო ფერად ითვლება.






1
272
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
272
  
2018, 30 სექტემბერი, 9:10
დენის გამანაწილებელზე ვიცინე :D
0 1 1