x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გოგონა აფხაზეთიდან

გოგონა აფხაზეთიდან image

------სოხუმის დაცემის უკანასკნელი წუთები იყო. ხალხი სახლებს ტოვებდა. ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა. ქუჩაში ეყარა გარდაცვლილები. დედაჩემი და მამაჩემი აფხაზ მეზობლის გოგონასთან ერთად გარბოდნენ, რომელსაც მშობლები არეულობაში დაჰკარგოდა. მამაჩემს ჩემი უფროსი ძმა ეკავა თურმე ხელში, მე კი სულ ორი კვირის დაბადებული ვყოფილვარ, დედაჩემს ავეხუტებინე გულზე. სოხუმიდან, ოჩამჩირიდან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გამოიარა. მათი ნაწილი ვერტმფრენის მოლოდინში გენწვიშში გაჩერდა. აქ იკარგება ჩემი მშობლების კვალი, რადგან დედაჩემს ჩემი თავი გადაუცია ამ აფხაზი გოგონასთვის, რომელიც ვერტმფრენში ასულა. დედა, მამა და ჩემი ძმა კი ვერ ასულან, ადგილი არ ყოფილა მეტი. გოგონა თბილისში ჩამოსულა და ლტოლვილთა ბანაკში დაბანაკებულა ხსვა ლტოლვილებთან ერთად, არ ამხელდა რომ აფხაზი იყო, სახელი იგივე დაიტოვა, გვარი კი შეიცვალა, იქ ქართველები დადიოდნენ დევნილების დასახმარებლად, ერთ ქალთან დამეგობრებულა გაუნდვია მისთვის ეს საიდუმლო, რადგან ამ ქალბატონს დედა აფხაზი ჰყოლია, იმ ქალს ოჯახში წაუყვანია. გარკვეული პერიოდი მასთან ვცხოვრობდით. ხუთი თვის ვიყავი, ვირუსი შემყრია და სავადმყოფოში მომათავსეს, ეს გოგონა, როგორც დედა, გვერდიდან არ მცილდებოდა, ყველას თავს აცნობდა, როგორც ჩემი დედა, სახელად მეგი. რამდენიმე კვირა დავყავით სავადმყოფოში, იქედან კი ისევ იმ ქალბატონის სახლში დავბრუნდით, მაგრამ მისმა მეუღლემ სახლში არ მიგვიღო, გაუგია, მეგი რომ აფხაზი იყო და სახლის კარი არ გაგვიღო . ასე აღმოჩნდა აფხაზი მეგი თბილისის ქუჩაში მარტო პატარა ბავშვთან ერთად. ისევ ლტოლვილთა ბანაკში დაბრუნდა, მაგრამ იქ არავინ ეხმარებოდა, ამიტომ მხოლოდ ღამეს ათევდა, დღისით კი ჩემთან ერთად დახმარებას ითხოვდა ეკლესიის კართან. გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდა, მე ბევრი მჭირდებოდა. არც ჩემი მშობლები ჩანდნენ. გამოსავალს ვერ პოულობდა, მაგრამ ჩემი თავიდან მოცილებაც უჭირდა. ბოლოს კი მიიღო გადაწყვეტილება - მე ჩავებარებინე ბავშვთა სახლში ერთი ქალბატონისთვის, იმ პირობით, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და წამიყვანდა. დრო გადიოდა, მე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. მომვლელი არ მაკლებდა ზრუნვას და ყურადღებას. მისთვის მეგის მოუყოლია მისი ისტორია, თუ საიდან იყო და ვინ იყო. თვეში ერთხელ ჩემთანაც მოდიოდა, მნახულობდა, მოჰქონდა რაც შეეძლო. შემდეგ კი ისეც დაიკარგა. დრო გადიოდა, მშობლები და მეგი არსად ჩანდნენ, ექვსი წლის სკოლაში შევედი. კარგი მოსწავლე ვიყავი. წარჩინებით დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვთა სახლიდან წამოვედი. ყურადღებას მაქცევდა ჩემი გამზრდელი. დამეხმარა, ბინა მაქირავებინა რამდენიმე გოგონასთან ერთად, შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე. თან მუშაობა დავიწყე კაფეში, თეფშებს ვრეცხავდი. დღე ვსწავლობდი, ღამით კი ვმუშაობდი. თავი გაჭივრებით გამქონდა, მაგრამ არ ვიყავი ბედის უკმაყოფილო. ინსტიტუტმა პრაქტიკებზე ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გამიშვა. იქ მთავარ ექიმს მოვეწონე და ექთანად დამაწყებინა მუშაობა, კაფეში მუშაობას თავი დავანებე. სამედიცინო დავამთავრე და ერთ წელიწადში ექიმ "თერაპევტად" დავიწყე მუშაობა. მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი ბიჭი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალევე ვიქორწინეთ, პროფესიით იურისტია. მალე პატარაც გვეყოლა და დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ, ყოველთვის ვფიქრობდი, თუ სად გაქრა მეგი და სად გაუჩინარდნენ ჩემი მშობლები, მეუღლეს ვთხოვე, მოეძია ინფორმაცია ჩემს მშობლებზე, მაგრამ სამწუხაროდ, გვარი არ ვიცი ჩემი და გაჭირდა მათი მოძებნა. ერთხელ ღამის ცვლაში ვიყავი სავადმყოფოში მორიგედ. ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს. მის ასაკთან შედარებით ეტყობოდა, რომ ცხოვრებიდან ბევრი ტკვილი ჰქონდა მიყენებული. მძიმე მდოგომარეობაში იყო. არავინ ჰყავდა პატრონი, მომკითხველი, თურმე ქუჩაში მათხოვრობდა. რამდენიმე დღე დაჰყო სავადმყოფოში, რომ გამოჯანმრთელდა, სახლში გაწერეს. როცა საბუთები გავუმზადე სახლში წასასვლელი და წამლების რეცეპტი მივეცი, შემომჩვალა, რომ სახლი არ ჰქონდა. მომიყვა მისი ცხოვრების მოკლე ისტორია - როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. ქალბატონი მაგდა ყოფილა გათხოვილი, მძიმე მშობიარობა ჰქონია და ბავშვი გარდაცვლილა. ამის შემდეგ შვილი არ გაუჩნდა. მეუღლეს საყვარელი გაუჩენია, ბოლოს კი მიატოვა. მისმა მონაყოლმა გული მატკინა. წამითანც კი არ დავფიქრებულვარ და ჩემთან ცხოვრება შევთავაზე. ისიც მორიდებით დამთანხმდა. ჩავისვი მანქანაში და სახლში წამოვიყვანე. მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად ვცხოვრობდით სახლში, ერთი ადამიანის კიდევ შემომატება ჩვენთვის არაფერი იყო, პირიქით, ბედნიერად ვიგრძენით თავი, ერთ გაჭივრებულს მაინც რომ დავეხმარეთ. მაგდა მალე სრულიად გამოჯანმრთელდა და ჩემთან სანიტრად დავაწყებინე მუშაობა. გულჩათხრობილი ადამიანი არის, ცოტას საუბრობს და იშვიათად იცინის. მთელი ყურადღება ჩემს შვილზე აქვს გადატანილი, ამბობს, რომ აგონებს ერთ პატარა ბავშვს, რომელიც წლების წინ დაკარგა. მე არასოდეს ჩავძიებულვარ, თუ ვინ იყო ის პატარა. ერთ საღამოს, როდესაც ჩემს შვილს ეთამაშებოდა, მაგდამ მითხრა, ბავშვი მინდა მოვძებნო, რომელიც წლების წინ დამეკარგა და იქნებ შენი მეუღლე დამეხმაროს მის პოვნაშიო. დავპირდი, რომ მე და ჩემი მეუღლე დაკარგული ბავშვის მოძებნაში დავეხმარებოდით. ერთ საღამოს ვახშამის შემდეგ მაგდამ მისი ისტორია მოყვა ---"1993 წლის სექტემბერი იყო, აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, მე მშობლები დამეკარგა არეულობაში და ამიტომ მეზობელ ქართევლ ოჯახთან ერთად დავტოვე აფხაზეთი იმის იმედად, რომ ჩემი მშობლები სადმე მაინც მომაგნებდნენ. ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოვიარეთ. იქ ვერტმფრენი დაფრინდა, რომელსაც ეს ხალხი გადაჰყავდა თბილისში, მე მოვახერხე ამ ვერტმფრენში ასვლა. ის ოჯახიმა კი ვერ ამოვიდა ადგილის შევსების გამო, ამიტომ ბავშვი რომელიც დედას ეკავა ხელში, მე გადმომცა და მთხოვა გავფრთხილებოდი, თბილისში კი აუცილებლად მიპოვიდნენ. ცოლ-ქმარი მეორე ბავშვით იქ დარჩა. ამის შემდგე მოვხვდი ლტოლვილთა ბანაკში. არც ეს ცოლ-ქმარი ჩანდა და არც ჩემი მშობლები. ბავშვს მარტო ვეღარ ვუვლიდი და ბავშვთა სახლში ჩავაბარე. სანამ შევძელი, ვაკითხავდი. მერე ბიჭი გავიცანი, ცოლად გავყევი და სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. მას მოვუყევი ამ ბავშვის შესახებ, მაგრამ არ მომცა უფლება, რომ წამომეყვანა სახლში. მასთან დაშორების შემდგეგ მივაკითხე იმ ბავშვთა სახლში და ვერ ვიპოვე. ის ქალი, ვისაც ბავშვი ჩავაბარე, საზღვარგარეთ წასულა. დღემდე მტკივა გული და არ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ის ბავშვი ასე გავწირე. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი დავმალე, არც თქვენთვის მითქვამს. მე წარმოშობით აფხაზი ვარ. აქ როდესაც ჩამოვედი, დავმალე ჩემი ვინაობა და სხვა გვარით დავრეგისტრირდი ლტოლვილთა ბანაკში. ყველას თავი გავაცანი, როგორც ქართველი. მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ეს ამბავი. ერთი, ვინც ლტოლვილთა ბანაკიდან წამიყვანა სახლში და მეორე ის, ვისაც ბავშვი ჩავაბარე. ნეტა არ მომეშორებინა გულიდან ის ანგელოზი და ჩემ გვერდით მყოლოდა, როგორც ვიცხოვრებდი ისე გაჭივრებით მეცხოვრა და ბავშვი ჩემ გვერდით მყოლოდა. საბოლოოდ მაინც ქუჩაში გასვლამ მომიწია." -ჩვენ რატომ გაგვაცანი თავი მაგდად და არა მეგით? ჩვენთან ხომ საფრთხე არ გემუქრებოდა.? - თქვენთან არ მემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ სავადმყოფოში არ ვიცი როგორ მიიღებდნენ, მერე კი გაჩუმება ვარჩიე, დროებით. მეუღლემ ჩაინიშნა ყველა მონაცემი - მისი ნამდვილი სახელი და გვარი, მეგი ყოლბაია. დაჰპირდა, რომ აუცილებლად იპოვიდა იმ ბავშვს, მის მშობლებს. ეს ისტორია ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან და როგორ. ერთ საღამოს ჩემი მომვლელი სკაიპით რეკავს იტალიიდან. საუბრისას ვუთხარი, რომ მყავდა ახალი ოჯახის წევრი, რომლის გაცნობაც ისურვა, დავუძახე მეგის და აქ მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ჩემმა მომვლელმა იცნო მეგი როგორც კი დაინახა, გამოჰკითხა ყველაფერი და მეგი აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც მე ბავშვთა სახლში მიმიყვანა და დამტოვა. გაოგნებული ვიჯექი და აზრზე ვერ მოვსულიყავი, რა ხდებოდა. ჩემი გამზრდელი სიხარულისგან ტიროდა, მეგი და მე ერთმანეთს ვერ ვეკარებოდით, შორიშორს ვიდექით და ისე ვტიროდით. მეგიმ წყალიო, დაიძახა და იქვე ჩაიკეცა, მისი გონზე მოყვანა მხოლოდ სასწრაფოს გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გონმოსულ მეგის თვალებიდან ცრემლები უნებურად მოსდიოდა, ჩემს პატარას იხუტებდა და ამბობდა, სწორედ შენსავით პატარა იყო ჩემი გოგო რომ მივატოვე, იმედია, ოდესმე შეძლებს და მაპატიებსო. მე მის წინ დავიმუხლე, ხელები დავუკოცნე და ვთხოვე, რომ ეს არასოდეს ეთქვა, მე მას ყველაფერი ვაპატიე ან რა ჰქონდა საპატიებელი, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. დღეს მეგის მე დედას ვეძახი. ჩემმა მეუღლემ გაარკვია, რომ მამაჩემი სიცივისგან გაყინულა გზაში, დედა და ჩემი ძმა მოსკოვში წასულან, ნათესავებს წაუყვანიათ. ისინი მალე ჩამოვლენ ჩემთან. მეგის მშობლების კვალს კი ვერსად მივაგენით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის, რომ აფხაზეთში წავიდეთ ყველა ერთად. დღეს მეგის დაბადების დღეა. მინდა, ის ტკივილი, რაც ჩვენ გავიარეთ, წარსულში დარჩეს და ერთად, ერთ ოჯახად ვიცხოვროთ ბედნიერად. სოფო იაშვილი

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0