x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჯოხარ, არწივო მთებისა
image


ჯოხარ, არწივო მთებისა, ხსოვნავ ასთა და ათასთა,

დროშავ გაშლილო, ჩეჩნეთის მწვერვალთა მწვანე

დაფასთან.



ტყუილად ფიქრობს ურუსი და სულ ამაოდ

მაშვრალობს,

კავკასიელთა ხსოვნაში შენი სახელი წაშალოს.


სიკვდილი შენთან რას მოვა, სიკვდილი ვაჟკაცს რას

ავნებს.

პირიქით, სახელს გმირისას ერის სულ-ხორცში

ასამნებს.


შენ ამ ბუმბერაზ კლდეებზე ამოკვეთილი ხმალი ხარ,

რად გგლოვობს გული, ვერ ვხვდები, არ ვიცი, რად

მიხარიხარ.


არა, საგლოვად როდი ვწერ მეც ამ ლექსსა და

სტრიქონებს,

ისე, უბრალოდ, წამოვდექ ფეხზე და ცოცხლად

გიგონებ!


გიგონებ, როგორც შეჰფერის ჯიგიტს, რომ ხედნის

ქარაფებს,

ჯიგიტს, რომელიც სამშობლოს არ ანაცვალებს

არაფერს!


ლექსის ავტორი: მიხეილ ღანიშაშვილი.

0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0