x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
საოცარი ისტორია მიხეილ ხერგიანის დღიურიდან

image


1959 წლის იანვარში გროზნოდან მთებში წავიდა 9 ადგილობრივი მოლაშქრე. დაიწყო თოვა. 6 უკან დაბრუნდა მოყინული ფეხის თითებით, ხოლო სამი - 2 ბიჭი და ერთი გოგონა დაიკარგნენ. ოთხი დღე გადაუღებლად თოვდა. მათ საძებრად წავიდა სამი ადგილობრივი ჩეჩენი მონადირე და 10 ჩეჩენი ალპინისტი. ისინიც დაიკარგნენ. ამის შემდეგ გამოცხადდა საკავშირო ძებნა და ჩეჩნეთის ამ ხეობაში თავი მოიყარა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტთა ჯგუფმა, მათ შორის იყო სამი ქართველი - მიხეილ ხერგიანი, უმცროსი მიშა ხერგიანი და იოსებ კახიანი.


ჯგუფი შეუყვა ხეობას. ექვსი საათის შემდეგ მათ შეხვდათ 10 ჩეჩენი ალპინისტი, რომლებმაც უთხრეს რომ უკან გაბრუნებულიყვნენ - ჩვენ უღელტეხილამდეც ვერ ავედით, დიდი თოვლია, ვერც მონადირეების ვერ გავიგეთ ვერაფერი და ვერც დაკარგული მოლაშქრეების, აზრი არ აქვს ყველანი თოვლში იქნებიან დამარხულები–ო.

ჯგუფმა მაინც განაგრძო გზა და უღელტეხილამდე არმისული, მონადირეებს შეხვდნენ, რომლებმაც ასევე უთხრეს, რომ გზის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ზვავებია და ყველანი ჩაიმარხებით და ვერც ვერავის იპოვნითო. ერთი მოხუცი ჩეჩენი მონადირე მუხლებზეც კი დაუდგა მიხეილ ხერგიანს, ახალგაზრდები ხართ და მებრალებით, დაიღუპებითო. ჯგუფმა ჯიუტად მაინც გააგრძელა გზა, თუმცა უღელტეხილამდე ასვლის შემდეგ ჯგუფის ქართველი წევრების გარდა გზის გაგრძელება ვერავინ გაბედა. მხოლოდ სამმა ქართველმა განაგრძო გზა. გაიარეს რთული მონაკვეთები, ზვავიც მოწყდა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მიაღწიეს ადგილს სადაც დაკარგული მოლაშქრეების კარავი იდგა. რვა დღეღამის განმავლობაში იყვნენ ამ კარავში გადაუღებელ თოვლში ეს მოლაშქრეები. ქართველი ალპინისტების მისვლიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ შესძლეს მათ ხმის ამოღება. დღიურში დაეწერათ, სიკვდილის წინ გავუღიმოთ ერთმანეთსო. პატარა პურის ნატეხიც ჰქონდათ დარჩენილი და როდესაც მიშა ხერგიანმა ჰკითხა თუ რატომ არ ჭამეს, ბიჭებმა თქვეს, ჩვენ გვინდოდა გოგოს შეეჭამა, მან კი უჩვენოდ არ ჭამაო.

0
453
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0