x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ბასილაშვილი ქუერისთან კვლავ დამარცხდა

ჩინურ ჩენგდუში მიმდინარე მამაკაცთა ტურნირზე ქართველმა ნიკა ბასილაშვილმა გამოსვლა მე-1/8-ში დაასრულა. ნიკა მისთვის კარგად ნაცნობ ამერიკელ სემ ქუერისთან ორ სეტში 6-1, 6-4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ქუერი უხერხულ მეტოქედ ითვლება - ნიკას ჯერ-ჯერობით მისთვის შეხვედრა არ მოუგია (ბალანსი: 2-0).

უზბეკეთის დედაქალაქ ტასკენტში მიმდინარე ქალთა ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვა იაპონელ ნაომი ჰიბინოსთან გახლავთ შეამხანაგებული და ქართულ-იაპონურმა დუეტმა ნახევარფინალის საგზური დღეს მოიპოვა. მათ კოზლოვა-ზვონარევას დუეტი 6-4, 6-3 დაამარცხეს. მოგეხსენებათ, კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგის ასეულში იმყოფება, ერთეულებში ასპარეზობა კი, მისთვის მთავარი კოზირი არ არის.image

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0