x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 ყველაზე მოდური ფერი ამ შემოდგომას - კარადის განახლების დროა!
image
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.


ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".


image


შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ქუჩებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს. ჰოდა, ამ სეზონის 7 ყველაზე მოდური ფერი უკვე ცნობილია და დროა, თქვენი კარადა განაახლოთ.



image




1. მუქი მწვანე.

image


მუქი მწვანე, შემოდგომის ტენდენციებში ერთ-ერთი წამყვანი ფერია. ამიტომ, აირჩიეთ ისეთი ქსოვილის ტანსაცმელი, რომლებიც ამ ფერს უფრო მეტად გამოკვეთს და გაუსვამს ხაზს.





2. ვარდისფერი მარგალიტი.

image


"პუდრისფერი", ღია ფერის ვარდისფერი ქალურობას განასახიერებს. ეს ფერი, თეთრთან, მუქ მწვანესთან და ბორდოსფერთან კომბინაციაში, თქვენ ელეგანტურობას გაუსვამს ხაზს.





3. არისტოკრატული ლურჯი.

image


განსაკუთრებულად მიმზიდველია, თუ მუქი ლურჯი ფერის სამოსი იქნება ფუმფულა, თხელი და რბილი ქურქის მაგვარი ქსოვილისგან შექმნილი. თუ ამ ტონს შეურევთ თეთრთან, შავთან და ნარინჯისფერთან, საოცარი კომბინაცია გამოვა.






4. ბორდოსფერი.

image


ბორდოსფერს მრავალი შესატყვისი აქვს- შინდისფერი, მარსალა, ღვინისფერი. აღსანიშნავია, რომ ეს ფერი უნივერსალურია. მასში თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით ოფისშიც და პაემანზეც.






5. ფორთოხლის ყველა ტონი.

image


არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ფორთოხალსაც მრავალი ფერი აქვს - ატმისფერი, სტაფილოსფერი, აგურისფერი, ნარინჯისფერი, მზისფერი. ისინი ბორდოსფერსა და თეთრს, საოცრად უხდება.






6. მეწამული.

image


წელს, სეზონის ყველაზე განსაკუთრებული ფერია- მეწამული. მისი საუკეთესო კომბინაციაა მუქ ლურჯთან და ვარდისფერ მარგალიტთან.






7. "ელექტრო" ლურჯი.

image


ამ სეზონის ტენდენციებში "ელექტრო" (მანათობელი, მკაფიო) ლურჯი და ულტრამარინის ჩრდილები, განსაკუთრებით აქტუალურია. მისი შავთან, სველი ასფალტის და ხის ფერებთან კომბინაცია, საუკეთესო არჩევანია.







იხილეთ აგრეთვე:



რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟიimage





12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე?image





როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1)image





როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2)image






როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულშიimage



6
1368
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1368
  
2018, 28 სექტემბერი, 0:01
ჰოოო :))) მომწონს :)
2018, 27 სექტემბერი, 23:47
დუტი? უფფ, მოვა აწი მაგის სეზონი, მაგრამ მომბეზრდა უკვე :დდდ
2018, 27 სექტემბერი, 23:43
ვერცხლისფერი, ლამაზი ქურთუკი გაქვს, თუ არ ვცდები, ;)
2018, 27 სექტემბერი, 23:13
ჰოო, რასაც ვყიდულობ, მგონი ყველაფერი ამ ორი ფერისაა :დდდ
2018, 27 სექტემბერი, 23:05
მკვდარი ვარდისფერი, მეც ძალიან მომწონს, მანჩო
2018, 27 სექტემბერი, 23:00
ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს ვერცხლისფერს და ჭუჭყიან ვარდისფერს შევეჩვიე
0 1 6