x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"...სახლი უნდა გავყიდო საზღვარგარეთ თირკმელის გადანერგვა, რომ შევძლოო ...."
image
"ფოტო სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული...
მასზე აღბეჭდილი ღიმილის ბიჭები 18, 19წლისანები - მირიან მაჭავარიანი და ალეკო ფერაძე ჩემი ახლობლები, ჩემი ძმის მეგობრები არიან.
მირიანი 17წლისა გაიპარა სოხუმში საბრძოლველად, შემდეგ მას ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ალეკო ფერაძე შეუერთდა, მერე ცხონებული როინი პავლაძე(ბრძოლაში დაიღუპა ), ჩემი ძმა დათო მაჭავარიანი და კიდევ ბევრი ღიმილის ბიჭები...
ბოლომდე იბრძოდნენ და სოხუმის დაცემის შემდეგ ჭუბერის უღელტეხილით დატოვეს აფხაზეთი.
დღეს ჯვართამაღლება და სოხუმის დაცემის დღეა - განსაკუთრებით მომინდა ამ ბიჭების მოფერება და მათთან ერთად დაღუპული ვაჟკაცებისათვის პატივის მიგება...
მათმა სამშობლოს წინაშე თავიანთი კაცური ვალი მოიხადეს, სამშობლო ვალშია მათთან...

მირიანს ერთერთ ბრძოლაში ასხლეტილი ტყვია გულთან მოხვდა... სისხლით შეეღება მკერდი 18წლის ბიჭს.
- აუუ!... მგონი ვკვდებიო ბიჭებო! - ამოუგმინია...
მისულან დასახმარებდად მეგობრები და შემცბარან - გულის მიდამო სისხლით იყო შეღებილი... ყველა დამხობილა და მხოლოდ ღვთის იმედად იყვნენ დარჩენილნი. მერე ერთს უთქვამს, უფრო გამოცდილს: დავათვალიერთო ჭრილობა.
დაუთვალიერებიათ და აღმოჩენილა: ასხლეტილი ტყვია გულთან იყო მონახვედრი, მაგრამ ძალა დაკარგულს გული არ დაუზიანებია.
-გადარჩიო მირიან, ნუ გეშინია ბიჭო!!! - გაუმხნევებიათ...
საიქიოდ გამზადებულ მირიანს გაუღიმია, გაბადრულა და დაუძახია: მე მაჭავარიანი ვარ! - ტყვია რას მომერევაო.

ამ ამბავს და ბევრ სხვა გასაჭირს უკვალოდ არ ჩაუვლია. მირიანმა აფხაზეთის ომიდან ბევრი ფიზიკური და სულიერი ჭრილობები ჩამოიტანა. გავიდნენ წლები და თავი იჩინეს...

დღეს სამი შვილის მამა მირიან მაჭავარიანი დიაბეტით დავადებული, თირკმელები აქვს დაზიანებული, დიალიზზეა...
კვლავ გმირულად იბრძვის ჯანმრთელობისათვის, როგორც 17წლის ბიჭი ებრძოდა აფხაზეთში სამშობლოს მტრებს. სამშობლოს დღევანდელ მთავრობას კი იგი აღარ ახსოვს - ბიჭი, რომელმაც თავისი სიჭაბუკის წლები და ჯანმრთელობა უანგაროდ გასცა სამშობლოსათვის(იმ დღეს მეუბნებოდა: სახლი უნდა გავყიდო საზღვარგარეთ თირკმელის გადანერგვა, რომ შევძლოო )...
ალეკო ფერაძე გაუტეხელი, ცხოვრების ქურაში გამოწრთობილი კაცი ეკლესიებს აშენებს, ღვთიურ საქმეს აკეთებს...


მირიან, ალეკო, ღიმილის ბიჭებო!... ქედს ვიხრი თქვენს წინაშე სამშობლოსთან ვალმოხდილო კაცებო!!!..."

ზურაბ მაჭავარიანი

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0