x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
დაპირისპირება უნივერსიტეტთან: ''ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უღალატა თავის მთავარ ღირებულებებს''

image



image

ცირა ბარბაქაძე

ჩემო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო, ფბ-მეგობრებო!



დღეს ილიაში სწავლა დაიწყო და ჩემს ჩატში საცობია, რადგან ბევრმა ახლა გაიგო, რა მოხდა!
ილიამ დღეს სწავლა დაიწყო, მაგრამ მე ცხოვრების ერთი ეტაპი დავასრულე მასთან!
ამ წერილით ვასრულებ თემის განხილვასაც!



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უღალატა თავის მთავარ ღირებულებებს, რასაც დაეფუძნა მისი შექმნა:

აკადემიური თავისუფლება
სინდისის თავისუფლება
არჩევანის თავისუფლება



ის აღარ არის გამაერთიანებელი LIGAMUS, მან დაიწყო დაშლა! მე გამოვედი LIGAMUS-იდან! პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით! რადგან ჩემი მისია ყველგან და ყოველთვის იყო ღირებულებები და გაერთიანება!


პირველმა შოკმაც გამიარა, რაც უკავშირდებოდა უნივერსიტეტის მხრიდან სრულიად არაეთიკურ, არაკოლეგიალურ და უკულტურო დამოკიდებულებას! ეს არ ეკადრებოდა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, აკადემიურ სივრცეს, რომელიმე სოფლის ორღობესაც კი… მხედველობაში მაქვს, გათავისუფლების ფორმა (მალულად, მიპარვით და დამალვით).


ის, რომ 30 წელი მე ვმონაწილეობდი ამ უნივერსიტეტის ყველა ცვლილებაში: სიტყვით, საქმით, მოქმედებით! ვიყავი პროფესორი, დეკანი, კათედრის გამგე, სენატის წევრი, კვლევითი ცენტრის დირექტორი… ამ კონკურსზე მქონდა მოლოდინი, რომ მუდმივ პროფესორად გადამიყვანდნენ და ხელფასიც გამეზრდებოდა!


მე კი მას შემდეგ, რაც “არგუსი” გაეშვა არჩევით რეჟიმში და ჩემი საგნებიც გადავამოწმე, რომ გაშვებულია, ცხრილიც დავსქრინე და გამოვაქვეყნე, რადგან ბევრმა სტუდენტმა და თავისუფალმა მსმენელმა ჩემს ცხრილზე აიწყო ცხოვრება… მერე, სწავლის დაწყებამდე, ფშავ-ხევსურეთის გზასაც დავადექი მწერლებთან ერთად… აი, სწორედ, ხევსურეთში, არაბულების საოჯახო სასტუმროში, გაისმა პირველი ზარი სტუდენტებისგან, რომ საგნებს ვერ ირჩევენ, რადგან არ ჩანდა არგუსში…




დავიწყე გარკვევა: არ მიპასუხეს დეკანატში… სადაც დავრეკე, ვისაც შეეძლო პასუხი, ყველას ტელეფონი გასული იყო მომსახურების ზონიდან… მერე გამახსენდა, რომ კონკურსი იყო (მე რომ ცხრილი გამიკეთეს, ჩავთვალე, რომ დასრულდა, არცერთი წამით ეჭვი არ გამჩენია საპირისპიროში) და ვიფიქრე, შესაძლოა, ბრძანებაზე ჯერ ხელი არ იყო მოწერილი… დავრეკე კადრებში, კადრების უფროსმა, ძალიან კარგმა გოგომ, ნანამ, შეწუხებული და მკვდარი ხმით მითხრა, რომ სამწუხაროდ, ილიაუნის პროფესორი აღარ ვიყავი… აი, ასე გავარკვიე, რომ უნივერსიტეტიდან გამათავისუფლეს…




თქვენ ვერასდროს ვერ წარმოიდგენთ იმ შოკს, რაც მე მივიღე… პირველი, ვისთანაც დავრეკე, იყო ჩემი “მეგობარი” და თანამებრძოლი უნივერსიტეტის ცვლილებებისას, ლიბერალი და “ძალიან კარგი ადამიანი”, რექტორი გიგა ზედანია… რომელმაც, რა თქმა უნდა, ზარებს არ უპასუხა… დეკანატმა – არ უპასუხა… აკადემიური საბჭოს წევრებმა – არ უპასუხეს… ყველა დაიმალა! აი, ასეთი ეთიკური და კოლეგიალური ქცევით გამომიშვეს უნივერსიტეტიდან ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა!



ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაღალი ლიბერალური ღირებულების უნივერსიტეტშიც ისე შეიძლება მოქცეულიყვნენ, როგორ პოლიტიკაში: ასე დაუნდობლად, ასე არაკოლეგიალურად, ასე ფაშისტურად! მე გამოვცადე ლიბერალური ფაშიზმის ძლიერი დარტყმა საკუთარ თავზე… უნივერსიტეტი ჩემთვის მხოლოდ კედლები არ იყო, უნივერსიტეტი იყო იდეა და ამ იდეის განუხრელი სამსახური, რასაც მე ვახორციელებდი ყოველდღიურად, დიდი ენერგიით, ენთუზიაზმით და სიყვარულით, მათ შორის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამომაცვეს, უფსკრულთან მიმიყვანეს, ხელი მკრეს და გაიქცენენ…




მე გადავრჩი, ამოვედი და ისინი დამემალნენ და ახლა ერთმანეთს დააბრალებენ: ვინ კრა ხელი ცირა ბარბაქაძეს…? მე რა შუაში ვარ? აგერ გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურსი… აგერ ქაღალდები, რომელშიც მიმტკიცებენ, როგორი ბნელი ვარ და როგორ ვაბნელებდი უნივერსიტეტს ეს წლები… დეკანი ამბობს, რომ პოეზია, მეტაფორები, რიტორიკა და სემიოტკა – არც მეცნიერებაა და არც ხელოვნება (და თურმე მე მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე მის მიერ საბჭოზე დამტკიცებული საგნები 10 წელი არ უნდა მეკითხა…) :)))))))) მანამდე ვერ მეუბნებოდნენ, რცხვენოდათ და ახლა გამიბედეს, დიდი ხელისკვრის შემდეგ…. თურმე არც სემიოტიკა, არც ჩემი ორგანიზებული სემიოტიკის საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში და მის გარეთ, არაფერი არ არის… სამეცნიერო ჟურნალ “სემიოტიკის” 18 ნომრის მომზადება-გამოცემაც – არაფერია… თანამედროვე განათლებაზე ბოლო 3-4 წელში დაწერილი 120 სტატიაზე მეტი (გამოქვეყნებული mastsavlebeli.ge-ზე), საერთოდ რა სახსენებელია… ჩემი წიგნები – სათვალავში ჩასაგდები არაა… თურმე სახლში უნდა დავჯდე და ლექსები ვწერო, ეგ გამომდის


image


image

1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს

image

2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ

image

3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე

imageimage

4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში''?

image

5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს

image

6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა

0
244
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0