x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
მთის მიმინო - ლეჩა ხულტიგოვი
image


ასე ეძახდა მას ჯოხარ დუდაევი. ის 14 მსხვილ საბრძოლო ოპერაციასა თუ შეტაკებაში იღებდა მონაწილეობას. მის მიერ აფეთქებული ბრონირებული ტექნიკა ათობით იყო. მის აქტივში ორი ჩამოგდებული ვეტმფრენია. იგი არის ავტორი ტაქტიკისა - მოწინააღმდეგის ძალის ამოწურვა მტრის ზურგში შეჭრით და მოულოდნელი დარტყმები სამხედრო ტექნიკის ნაწილებზე. ბრძოლის წარმოების ეს მეთოდი მტერს პანიკურ მდგომარეობაში აყენებდა და მათ ნებისყოფას არყევდა. მასზე ლეგენდები შეიქმნა, თავად კი ლექსებს წერდა. მის პოეტურ კუპლეტებში იგრძნობა სიცოცხლე, ღრმად პატრიოტული და წრფელი, როგორც თავად ავტორი, ყველაფერში სიტყვით და საქმით.


ბრძოლის ველზე მას იღბალი თან სდევდა. ის ნებისმიერ, შეიძლება ითქვას გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი გამარჯვებული გამოდიოდა. ერთხელ მის ტანისამოსზე ნამსხვრევებისაგან და ტყვიებისაგან მიყენებული 72 ნახვრეტი დათვალეს. მის სხეულზე ცოცხალ ადგილს ვერ ნახავდით. მძიმე ჭრილობებით, სისხლში გაწურული, ფეხით, ვინმეს დახმარების გარეშე გაიარა გზა ნოვაგროზნიდან ილასხან იურთამდე. ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებდა, ყოველ საათს სამხედრო ამხანაგებისა თუ მეგობრების სიკვდილს ხედავდა. ბევრი მათგანი წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ მის მეხსიერებაში დარჩნენ... სამარადჟამოდ!


როდესაც მისი რაზმი დისლოკაციის ახალი ადგილისკენ გაემართა, მათ წინ რაღაც საგანი გამოჩნდა რომელმაც მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ხელის სწრაფი მოქნევით მან კოლონას ბრძანება მისცა: "ჩააქრეთ ძრავები". ფრთხილად წამოიწია წინ, მიმოიხედა. კონსერვის ქილა...ცოტა მოშორებით კიდევ ერთი ქილა. ცოტა ხნის წინ ჩამქრალი ცეცხლის კვალიც შეამჩნია, მოუწესრიგებლად მიმოფანტული იარაღი... რთული იყო მაშინვე გარკვეულიყავი, ცოტა გაუხარდათ კიდევაც, რაც არ უნდა იყოს უპატრონო იარაღი, რომელიც თავადვე მიუვიდათ. გაერთნენ, სიფრთხილე დაივიწყეს და წამოეგნენ...



"ბატონო ბოევიკებო!" - გაისმა ხმა მეგაფონიდან. ხაფანგი ჩაიკეტა, დანებდით! ყველაფერი აშკარა იყო უკვე. სწრაფადვე მიხვდნენ თუ რა შარში გაყვეს თავი. ცხვირწინ გააცურეს როგორც ბავშვები. კიდევ სუფთა ჩეჩნურით გაისმა ხმა: "თქვენი საქმე დაღუპულია - ომი წაგებული! თქვენი ლიდერებიც კი მიხვდნენ ამას... ნუ გამოიჩენთ სიბრიყვეს." ეს სიტყვები ყველაზე მეტად მოხვდათ გულზე. გამოაფხიზლა, გონზე მოიყვანა. საპასუხოდ კი გაისმა ცნობილი ჩეჩნური - "ჰან დენა ხილლა". (გინება)


"ალლაჰის წყალობას მივენდოთ ძმებო, ცეცხლი!!!" გამოცნობაზე ისროდნენ, ბოლო ტყვიამდე... საზღვაო ქვეითის პოლკმა ვერ გაუძლო. ჩეჩნები ომის ყველა წესის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ჯანსაღი აზრის წინააღმდეგაც. ეს ხომ შეუძლებელია, რომ ხელში ჩავარდნილი თაგვი კატას თავს დასხმოდეს?! მისი რაზმის დანაკარგი იყო მინიმალური - 1 მებრძოლი მოკლული, 3 დაჭრილი. ხოლო საზღვაო ქვეითის დარჩენილი ნაწილი კი შერცხვენილი გაიქცა ბრძოლის ველიდან.


ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია მისი ცხოვრებიდან ამ ომში. ომი მისთვის აგრესიის პირველივე დღეს დაიწყო. ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება მან მიიღო ალში გახვეულ გროზნოში. აქედან დაიწყო მისი აღმასვლა სამხედრო დიდებისკენ, გმირობისკენ, სამშობლოს დამცველის მაღალი წოდებისკენ. ომი - ეს არ არის მხოლოდ დანაკარგი, მსხვერპლი. ომი - წინ წამოსწევს ნიჭიერებს, გაბედულებს, ცდის მათ გამძლეობას, ერთგულებას. ომი - მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით ამარაგებს, ეხმარება გაერკვიოს ხალხში, აჩვენებს ადამიანის ნამდვილ სახეს.


image


მასზე ამბობდნენ: პირდაპირი როგორც ხანჯალი, ხანჯლის პირივით ბასრი, სწრაფი ვითარცა დარტყმა ხანჯლისა. ისეთი როგორიც ათასი სხვა და ერთი როგორც ათასი თავის საქმეში. მან მხრებზე დაიდო იმდენი, რისთვისაც სხვას მთელი ცხოვრება არ ეყოფოდა. ის არის შედედებული ენერგია. იმპულსური და ამასთანავე - წინდახედული, დინჯი გადაწყვეტილების მიღებაში. აშკარა მტერი და აშკარა მეგობარი. ვერ იტანდა ტყუილსა და მლიქვნელობას. მუდამ მიმართული იყო ახლის შეცნობისკენ და ცოდნას პრაქტიკაში იყენებდა. ადამიანი მყარი შეხედულებებით და რწმენით, მაგრამ მიუხედვად ამისა, უცხო აზრს და პოზიციას პატივს სცემდა. ის ბრიგადის გენერალი იყო, მაგრამ გენერლის ეპოლეტებს არ ატარებდა. უმაღლესი სამხედრო ნიშნებით იყო აღნიშნული, მაგრამ სახლში შენახვას ამჯობინებდა. ეს ყველაფერი ერთ ადამიანზეა - მისი სახელია ხულტიგოვი ლეჩა "მთის მიმინო", როგორადაც მას ჯოხარ დუდაევი მოიხსენიებდა.


სტატია დაიბეჭდა გაზეთ "სვაბოდა"-ში.

N 5 (191) მაისი 1997 წელი.

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0