x
image
ნათია ჩხობაძე
გამოიცნობ? - სახალისო გამოცანები

გამოცანა N1

რესტორანში წყვილი კერძს ელოდებოდა. იმის გამო, რომ ძალიან ცხელოდა, ქალმა შეუკვეთა 5 ჭიქა ყინულიანი სასმელი. როცა ოფიციანტმა ის მაგიდასთან მიიტანა, ქალმა 4 ჭიქა ეგრევე გამოცალა, ხოლო მამაკაცი სასმელს ნელა წრუპავდა. ცოტა ხანში მამაკაცი გარდაიცვალა, რადგან სასმელი მოწამლული აღმოჩნდა, თუმცა ქალი უვნებელი იყო.

შეკითხვა: რატომ?image

გამოცანა N2


ერთ სახლში ცხოვრობს მკვლელი. ეს მთელმა ქალაქმა იცის, პოლიციამაც, მაგრამ ვერ აპატიმრებენ. რატომ?


გამოცანა N3

მოვლენა რომელიც არავის ახსოვს და არც არავინ იცის, რა არის?

გამოცანა N4

ჭერზე ეკიდა ადამიანი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო. თუმცა ოთახი იყო ცარიელი, ხოლო იატაკზე ბევრი წყალი იყო დასხმული. რაზე იდგა გარდაცვლილი?

გამოცანა N5

ერთ ფრანგ მწერალს არ უყვარდა ეიფელის კოშკი.მიუხედავად ამისა, ის ყოველდღე სადილობდა იქ, პირველ სართულზე. როგორ ახსნიდით ამას?


გამოცანა N6

მდინარესთან მიდის ორი ადამიანი, რომელსაც სურს მდინარის გადაკვეთა და მეორე მხარეს მოხვედრა. ნაპირთან ნავია, რომელსაც ერთი გადაყვანა შეუძლია მხოლოდ. ორივემ მოახერხა მეორე მხარეს გადასვლა, ახსენით როგორ?

გამოცანა N7

როგორ შეძლებს ადამიანი არ დაიძინოს 8 დღე?

გამოცანა N8

რომელ ცხოველზე დადიანიან ადამიანები და მანქანები?

გამოცანა N9

რომელი უბრალო მოკვდავის წინაშე იხდის ქუდს პრეზიდენტიც კი?

გამოცანა N10

მიდიოდნენ : ქმარი ცოლთან, ძმა დასთან ერთად, ქმარი კიდევ შურიკასთან ერთად, სულ რამდენი ადამიანია?









6
517
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
517
  
2018, 27 სექტემბერი, 23:36
1. ქალმა სწრაფად დალია ყინულიანი წყალი, შესაბამისად საწამლავი არ გაიხსნა დიდიხნის მანძილზე, კაცი ნელა სვამდა ამიტომ ყინულიც და წამალიც გაიხსნა წყალში, ადრე მოიწამლა.
2.მკვლელს სიამის ტყუპისცალი ჰყავს
3.დაბადება და სიკვდილი


4.ყინულზე შედგა
5. სწორედ იმ ერთადერთი ადგილიდან არ ჩანდა ეიფელის კოშკი
6.სხვადასხვა მხარეს იდგნენ
7.უნდა დაიძინოს ღამით
8.ზებრაზე

9.დალაქის წინაშე ქუდს ყველა იხდის :))

10.სამი, ცოლქმარი და ცოლისძმა, შურიკა:))
2018, 27 სექტემბერი, 22:11
დაელოდეთ პასუხებს:)) თუმცა თქვენი პასუხებიც მაინტერესებდა:)))
2018, 27 სექტემბერი, 22:10
პასუხები იქნება , უბრალოდ ჯერ ადრეა:))))
2018, 27 სექტემბერი, 20:09
ყველა გამოვიცანი :D
2018, 27 სექტემბერი, 15:06
მართლაც სადაა პასუხები?:))
2018, 27 სექტემბერი, 11:26
პასუხებიიიიი?)))
0 1 6