x
image
ღიმილიანი
რამდენი ხანია საჭირო სხვადასხვა სახის საკვების მოსანელებლად და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იცოდეთ
საჭმლის გადამუშავების სისტემას და მის მწყობრში ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ჭარბი წონა გაწუხებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი კვების რეჟიმი და ის, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.

რა თქმა უნდა, საჭმლის გადამუშავების პროცესი ყველასათვის ინდივიდუალურია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, მეტაბოლიზმისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სქესის მიხედვითაც კი, მაგრამ არსებობს ზოგადი დასკვნა საკვებთან დაკავშირებით, რომელი უფრო მალე გადამუშავდება და რომელი უფრო რთულად.

ეს სტატია დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი კვებითი მდგომარეობა და დაიცვათ ზომიერი დიეტა.


image

სწრაფადმონელებადი საკვები

image

ასეთი საკვების მიღების შემთხვევაში თქვენ მალევე გშივდებათ, რადგან გრძნობთ, რომ კუჭი ცარიელი გაქვთ. მიუხედავად ამისა, ასეთ საკვებს ენერგიის მომმატებელსაც უწოდებენ, თუმცა გამოუყენებელი გლუკოზა/ენერგია შესაძლოა სიმსუქნის მიზეზი გახდეს.



რთულადმონელებადი საკვები

image

ასეთი საკვები თქვენს გლუკოზას ნელა სწევს მაღლა და ენერგიაც დაბალანსებულია. თუმცა საჭმლისმომნელებელ სისტემას უჭირს მისი გადამუშავება და ყოველჯერზე ასეთი საკვების მიღება თქვენს კუჭ-ნაწლავს ტვირთავს და აზიანებს.

ასეთი საკვები რეკომენდირებულია მიიღოთ შუადღისით, რადგან ამ დროს თქვენი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქტიურია, ხოლო დილით და საღამოს უნდა ეცადოთ, რომ ადვილადმონელებადი საჭმელები მიიღოთ.

1. წყალი

წყალს არანაირი დაბრკოლება არ ხვდება გადამუშვებისას, პირიქით, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა საჭმლის გადასამუშვებლად.

image

2. ხილის წვენი

15-20 წუთი

image

3. ნედლი ბოსტნეული

30-40 წუთი

image

4. შემწვარ-მოხარშული ბოსტნეული

40 წუთი

image

5.თევზი

45-60 წუთი

image

6. სალათა ზეთით

1 საათი

image

7. სახამებლიანი ბოსტნეული

1.5-2

image

8. მარცვლეული

2 საათი


image

9.რძის პროდუქტები

2 საათი

image

10. თხილი, კაკალი და ა.შ.

3 საათი

image

11. ქათამი

1.5 /2 საათი

image

12. ძროხის ხორცი

3 საათი

image

13. ცხვრის ხორცი

4 საათი

image

14. ღორის ხორცი

5 საათი

image

რომელს უფრო ხშირად მიირთმევთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.



www.aptiaqi.ge ონლაინ სამედიცინო პორტალი

image




1
855
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
855
  
2018, 27 სექტემბერი, 11:28
ტკბილეულიიიიი(((((
0 1 1