x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ იყვნენ ასასინები ნაწილი 2
image

ირანში შექმნილი საიდუმლო სექტანტური ნეოისმაილიტური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა დაახლოებით 1090 წელს.აქედან იწყება ასასინთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ანუ ალამუთის აღების შემდეგ.ამის შემდეგ მათ ხელთ იგდეს კიდევ რამდენიმე ციხე ირანის მთიან რაიონებში და თავის საყრდენ პუნქტებად გადააქციეს. მალე ორმოცამდე ციხეს ფლობდნენ ასასინები ირანის ტერიტორიაზე.უკვე მეთორმეტე საუკუნეში ასასინების მმართველობის ცენტრში სირიასა და ლიბანშიც ვრცელდებოდა, სადაც ასასინები ჯვაროსნებს ებრძოდნენ.შემდეგ ასასინებმა ბევრი სხვა მიუვალი ციხეც იგდეს ხელთ ირანსა და სირიაში და შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო.

აქვე მოკლედ მიმოვიხილოთ ასასინთა ლიდერის პიროვნება:

image


ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე ჰასან იბნ საბაჰს აღარ მიუტოვებია ალამუთი. მაგრამ მისი ძალაუფლება ვრცელდებოდ და მისი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ მაჰმადიანურ სამყაროს და არა მარტო მაჰმადიანურს.საბაჰი წიგნებს კითხულობდა, წერდა, ლოცულობდა, მარხულობდა, გეგმავდა საბრძოლო ოპერაციებს და ოთხ კედელში გამოკეტილი ხელმძღვანელობდა ამბოხებას თურქ-სელჩუკთა იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიაზე. ჰასან იბნ საბაჰის შიშით ალამუთში ვერავინ ვერ სვამდა ღვინოს. ციხიდან გააძევეს სალამურზე დამკვრელი, რადგან ასასინთა ორდენის მბრძანებელი გარყვნილებად თვლიდა მუსიკას.


მან წუთისოფელს გამოასალმა თავისი ორი ვაჟი. პირველს ბრალად დასდეს იბნ საბაჰის თანაშემწის მკვლელობა, ხოლო მეორე ვაჟის ერთადერთი დანაშაული იყო აკრძალული ღვინის სმა.

ინგლისელი ორიენტალისტის ბრაუნის აზრით, ჰასან იბნ საბაჰს თითქოს იმის დამტკიცებაც სურდა, რომ იგი იღწვოდა არა თავისი გვაროვნული ინტერესებისათვის, არამედ საერთო საქმისათვის. მან თავის მემკვიდრედ დაასახელა ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.

ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ი. ჰამერი ამბობს:“ადამიანის ბუნება არ არის ისეთი ულმობელი, რომ ისტორიკოსმა რამდენიმე საეჭვო მოტივიდან მაინცდამაინც ყველაზე უარესი აარჩიოს, მაგრამ ასასინთა ორდენის ფუძემდებელთან დაკავშირებით ყველაფერი სიმართლეს წააგავსო. ჰამერი ვარაუდობს, რომ ჰასან იბნ საბაჰმა თავისი ვაჟები სიკვდილით დასაჯა არა იმდენად სიმკაცრის გამო, რამდენადაც იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში დაენერგა გულგრილობა ყოველგვარი ბუნებრივი, ადამიანური გრძნობების მიმართ“.

ამჟამად მეორე ნაწილს აქ დავასრულებ

გაგრძელება იქნება......

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0