x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი IV)

ვინ არიან ლაზები? (ნაწილი IV)


საინტერესოა, რომ V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის თხზულებაში "სომხეთის ისტორია" ალექსანდრე მაკედონელის დროინდელი ბრძოლების აღწერისას საერთოდ არ ასახელებს კოლხეთს, სამაგიეროდ მოხსენიებული აქვს მის ნაცვლად "ლაზიკა". იგი წერს:

"ლაზიკა, პონტოსი, ფრიგია, მაჟაქი და სხვები მტკიცედ იცავდნენ ერთობის პირობას მაკედონელთა სახელმწიფოსთან."


შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა პონტოელმა ლაზებმა (ჭანებმა) დღევანდლამდე შეინარჩუნეს თავიანთი სახელწოდება - "ლაზი", ხოლო რაც შეეხება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ლაზებს - მათ შემდგომ მეგრელები ეწოდათ.


სიმონ ჯანაშია წერს: "ლაზი X საუკუნიდან უდრის თანამედროვე მეგრელს."


მისი აზრით საკუთრივ მეგრელები და დღევანდელი ლაზები (ჭანები) მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სატომო სახელთა სფეროშიც. (ლაზი, ზანი).


ჩრდილოეთით: სან, ზან, წან.

სამხრეთით: სან, ჭან.


ვინ არიან ლაზები? (ნაწილი IV)


საინტერესოა თავად ტერმინის - "ლაზი"-ს ეტიმოლოგია. აკადემიკოს ნიკო მარს თავდაპირველად ლაზი, ზანების ქვეყნის ელინიზებულ ფორმად მიაჩნდა. მისი აზრით ლაზი გამომდინარეობს "ლა-ზანი"-დან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ადგილის სახელის სვანურ ფორმას. მისი მტკიცებით გეოგრაფიულ-ტერიტორიულმა ტერმინმა ეთნიკური მნიშვნელობით "შეუსაბამო" გამოყენება ჰპოვა არა "იაფეტიდებში", არამედ ბერძნებში.


შემდგომ ნიკო მარმა უარჰყო ზემოაღნიშნული ვერსია და სრულიად ახალი შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც ლაზი უკავშირდება ტერმინ პელაზგს.


კვლევით დაინტერესებული ადამიანებისთვის საჭიროა აღვნიშნოთ ის უძველესი ავტორები, რომლებიც თავის ნაშრომებში მოგვითხრობენ ლაზებზე, სწორედ ამ ტერმინის - "ლაზის" გამოყენებით. ესენია:

მემნონი (ძვ.წ. I საუკუნე)

გაიუს პლინიუს სეკუნდუს უფროსი (23-79 წწ.)

ფლავიუს არიანე (95 - 175 წწ.)

კლავდიოს პტოლემაიოსი (100 - 178 წწ.)

ლუკიანე (120 - 200 წწ.)

გელასი კესარიელი (IV საუკუნე)

ეპიფანე კვიპრელი (314 - 403 წწ.)

თეოდორე კვირელი (393 - 457 წწ.)

ამიანე მარცელინე (IV - V სს.)

პრისკე პანიონელი (V საუკუნე)

მოვსეს ხორენაცი (V საუკუნე)

იონე ლიდე (V -VI სს.)

პროკოპი კესარიელი (VI საუკუნე)

აგათია სქოლასტიკოსი (536 - 582 წწ.)

მენანდრე პროტიქტორი (VI ს.)

იოანე ანტიოქელი (VII ს.)

"პასქალური ქრონიკა" (VII საუკუნე)

თეოდორე განგრელი (VII ს.)

ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (VII ს.)

VII საუკუნის ანონიმი სომეხი ისტორიკოსი "ლაზივის" სახელწოდებით.

გიორგი სინგელოზი (VIII - IX საუკუნეები)

იოანე ცეცე (1110 - 1180 წწ.)

იბნ ბიბი (XIII ს.)

ევლია ჩელები (XVII ს.)





ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი I)

2. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)

3. ვინ არიან ლაზები (ნაწილი III)

4. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0