x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი III)

ვინ არიან ლაზები? (ნაწილი III)


აგათია სქოლასტიკოსი თავის თზხულებაში ყველგან კოლხს ლაზის მნიშვნელობით იყენებს. აიეტ ლაზი კი თავის სამშობლოს კოლხთა ქვეყანას უწოდებს. იგი ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს:

"გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვას ვმბრძანებლობდეთ. მე ვინატრებდი, კოლხეთის სახელმწიფოს რომ ჰქონოდა ძველი ძლიერება და არ დასჭირვებოდა უცხო და გარეშე დახმარება."


აგათია ლაზ ფარტაძს უწოდებს "კოლხთა შორის გავლენიანს, გონიერს და თავისი ქცევით მეტად მდაბიურს."

ფარტაძი ლაზების თათბირზე თავის თანამემამულეებს მიმართავს როგორც კოლხებს. იგი ასე იწყებს თავის სიტყვას:

"ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს." - შემდეგ კი განაგრძობს - "თქვენ კი კოლხებო, არასდროს უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს, ჰოდა, აბა რის გულისთვის უნდა გადავიდეთ კოლხებო სპარსელთა მხარეს?! ეს არ შეშვენის მეფეს... ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს! ის რომ აქ იყოს, უეჭველია, იგი, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის. მოგვიწოდებდა - აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით."


აგათია სქოლასტიკოსის თხზულებაში ასეთი ადგილები მრავლად მოიპოვება. იგი სიტყვა კოლხს უფრო ხშიად იყენებს ლაზების მისამართით, ვიდრე ლაზს.


კოლხეთს ლაზიკასთან აიგივებს VII საუკუნის ანონიმი ისტორიკოსიც. იგი წერს: "კოლხეთი - მდაბიურად ლაზიკა."


გიორგი სინგელოზი (VIII ს-ის ბოლო IX ს-ის დასაწყისი) წერს: "კოლხიკე, ესეიგი ლაზიკე"


ბერძენი მწერლის, ლიკოფრონი ქალკიდეკელის (ძვ.წ. IV - III სს.) პოემის - "ალექსანდრას" კომენტირებისას იოანე ცეცე (1110 - 1180 წწ.) გადმოგვცემს:

"კოლხები ინდოელი სკვითები არიან. მათ ლაზებიც ეწოდებათ."

სხვაგან კი წერს: "კოლხები, რომელთაც ლაზებსაც ეძახიან."

"კოლხები ლაზური ტომია."




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი I)

2. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)

3. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0