x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დასახელდა ტურისტების ყველაზე სასაცილო საჩივრები
image

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა შეკრიბა ტურისტების ყველაზე სასაცილო და სულელური საჩივრები.


Lusty Glaze -ს პლაჟს(ნიუქვეი, კორნუელი) ასეთი პრეტენზია წაუყენა ერთ-ერთმა ტურისტმა, რომელსაც პლაჟზე ქვამ ფეხი ატკინა:

"რამე უნდა მოუხერხოთ ამ ქვას, რომელიც ლამაზ ტალღებშია მიმალული და მისი დანახვა შეუძლებელია. ის უნდა აიღოთ, იმიტომ რომ არ ჩანს და შესაძლოა კიდევ ვინმე დააზიანოს“.


Lusty Glaze-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ტურისტებისგან ამ ბოლო წლებში ამაზე არანაკლებ უცნაური და სულელური პრეტენზიებიც მოუსმენიათ, მაგალითად:"რა დროს აღელდება ზღვა" ან "როდის გამოჩნდება დელფინი".


სხვა ტურისტი უკმაყოფილო დარჩა ბრიტანეთში ყველაზე მაღალ მთაზე, ბენ-ნევისზე ასვლის გამო. „მთაზე ასასვლელი გზა მეტად გრძელი და დამღლელი იყო, უკანა გზაც ძალიან მოსაწყენი და გრძელი გამოდგა. მართალია ეს უფასო მოგზაურობა იყო, მაგრამ არა მგონია ამაში ვინმეს ფული გადაიხადოს"

ერთმა ტურისტმა "გრანდ-კანიონი" აღწერა, როგორც "დიდი ვერაფერი", ხოლო სხვა ტურისტმა სიდნეის ოპერას "სულელური, დაწყევლილი კვერცხების "ლატოკი" უწოდა.


ლუვრის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა, რომელიც 30 წელი ოცნებობდა პარიზის ამ ცნობილ გალერეაში მოხვედრაზე, აღნიშნა "არაფერი იყო საინტერესო".


ერთ-ერთმა ქალმა დაიწუწუნა, რომ შვებულება ჩაუშხამდა: "ტოპლესი აკრძალული უნდა იყოს პლაჟზე, რადგან ჩემი ქმარი მთელი დღე სხვა ქალებს უყურებდა".

ხოლო ერთმა დამსვენებლმა აღნიშნა, რომ "პლაჟი ქვიშიანია".


image

იხილეთ მსგავს თემაზე


დამსვენებელთა ყველაზე სასაცილო მოთხოვნები ტუროპერატორების მიმართ

image

ეგვიპტეში "წმინდა" აუზი არსებულა:რუსის ქალი ამტკიცებს, რომ მისი 17 წლის ქალიშვილი აუზიდან დაფეხმძიმდა

image

სასაცილო დიალოგი პილოტებს და ავიადისპეტჩერებს შორის

image

0
336
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0