x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)

ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)


V საუკუნის ანონიმი მწერალი წერს: დიოსკურიიდან, რომელსაც აგრეთვე სებასტოპოლი ეწოდება, ვიდრე აფსარის წყლამდე, წინათ ცხოვრობდა ის ხალხი რომელთაც კოლხები ეწოდებოდათ და შემდგომ დაერქვათ ლაზები."


იოანე ლიდეს (V - VI სს.) მიხედვით ლაზები იგივე კოლხები არიან. იგი წერს: "კოლხები, რომელთაც ლაზებიც ეწოდებათ".


იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ.წ. VI ს.) იგი წერს: "სახელი კოლხები, როგორც სხვა მრავალი ტომისა, ამჟამად ლაზთა სახელად შეიცვალა."


პროკოპი კესარიელის თანამედროვე ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი (536 - 582 წწ.) აღნიშნავს: "ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და კოლხები სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არავის შეეპარება."


საყურადღებოა აგათია სქოლასტიკოსის მტკიცება იმაზეც, რომ თვით ლაზებიც თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებად თვლიდნენ და ამით ძალიან ამაყობდნენ კიდეც. აგათია წერს:

"ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ. ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტადაც კი ქედმაღლობენ, თუმცა არცთუ ისე უსაფუძვლოდ."


აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი გადმოვცემს: "ლაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამეფო კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა. რომ ლაზები პირდაპირი შთამომავლობითი და არა მხოლოდ პოლიტიკური მემკვიდრენი არიან კოლხების და კოლხეთის სამეფოსი. ასე რომ ძველი კოლხიდა მათ აქვე ეგულებათ. ისინი ამბობენ, რომ "მათი სამეფო უძველესია".



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი I)

2. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
667
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0