x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
როგორ აშენდა ლაბირინთი? - პასუხი კითხვაზე და „ლიბერთინსის“ ლეგენდარული აქციის დაბრუნება

image


ოდესღაც სამყაროს აღსასრული დადგა.

ტყეები გადაიწვა, ტბები და მდინარეები დაშრა, ოკეანეები კი გაიზარდა.

მერე დედამიწას დიდი უბედურება ეწვია. ვირუსმა მთელი პლანეტა დააავადა, ოჯახები გაანადგურა, ძმას ძმა მოაკვლევინა. სამყაროს ძალადობა მართავდა.

მერე კი გამოჩნდა უკეთური... ისინი პასუხებს ეძებდნენ. მათ იპოვეს იდეალური ბიჭი.

ამ ბიჭს თომასი ერქვა.

მან გაამჟღავნა საიდუმლოებები.

ამხილა სიცრუე.

შეიტყო არნახული ერთგულების ამბები.

თომასმა ააშენა ლაბირინთი და მისი დანგრევაც მხოლოდ მას შეეძლო.

მან გადაწყვიტა წინ აღდგომოდა უკეთურს, გადაერჩინა მეგობრები და თავადაც გადარჩენილიყო. მაგრამ უკეთური სხვაგვარად ხედავდა თომასის `გადარჩენას, მის გზას, მის მისიას. უკეთური კი ყოველთვის მართლია, უკეთური კარგია...


ეს ჯეიმზ დაშნერის გახმაურებული წიგნების სერიის „ლაბირინთში მორბენალის“ მე-5 ნაწილი „ელვარების კოდია“. რომანი „ლაბირინთში მორბენალის“ პრიქველია. სერიის პირველი ნაწილი 2009 წელს გამოიცა, ბოლო, მეხუთე კი - 2016 წელს. ქართულ ენაზე ამ სერიის წიგნების თარგმნა „ლიბერთინსმა“ 4 წლის წინ დაიწყო. სწორედ ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“ იყო პირველი წიგნი, რომელითაც პროექტი „ლიბერთინსი“ 2014 წელს დაიწყო. ახალგაზრდების მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მაშინ წიგნის მაღაზიებთან თინეიჯერების რიგი საქართველოში პირველად დადგა.


26 სექტემბერს კი დაიწყება სერიის დასასრულის გაყიდვა. ეს არის წიგნი, რომელიც გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ როგორ აშენდა ლაბირინთი. 26 სექტემბერს მისი წარდგენა „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) გაიმართება. ამ დღეს „ელვარების კოდი“ გრანდიოზული ფასდაკლებით გაიყიდება. წარდგენაზე წიგნი 3.00 ლარად გაიყიდება ხოლო ლაბირინთში მორბენალის დანარჩენ წიგნებზე, „ლაბირინთში მორბენალი“, „ცეცხლით გამოცდა“, „სიკვდილით განკურნება“ და „განადგურების ბრძანება“, 30%-ანი ფასდაკლება იმოქმედებს.


„ლაბირინთში მორბენალი“ არის სერია, რომლის სამი ნაწილი ეკრანიზებულია. ის მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი და თინეიჯერების საყვარელი წიგნია. რაც შეეხება ავტორს, ჯეიმზ დაშნერი მწერლობაზე ადრეული ასაკიდანვე ოცნებობდა. იგი კითხულობდა ყველა წიგნს, რომელიც კი მოხვდებოდა ხელში, დაწყებული ''ნარნიის ქრონიკებიდან'' დასრულებული ''ბეჭდების მბრძანებლამდე''. მის მშობლებს ჰქონდათ ძველისძველი საბეჭდი მანქანა, რომელსაც იგი გასართობად მოთხრობების აკრეფისათვის იყენებდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ყველა წიგნი, რაც კი წაუკითხავს, ყველა ფილმი, რაც უნახავს, წარმოადგენს მისთვის შთაგონების წყაროს. მაგალითად, ''ლაბირინთში მორბენალის'' დაწერისაკენ მას უილიამ გოლდინგის ''ბუზთა ბატონმა'' უბიძგა.

2
13
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
13
  
25 სექტემბერი, 22:22
ვაა, მეორედ მოგანდომებს წაკითხვას ისეთი სტატიაა.
25 სექტემბერი, 21:41
ფილმი მაგრად მევასება
0 1 2