x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83777
  • ვიდეო:334520
  • სურათი:441879
ნოდიკო ტატიშვილი დიტო ტატიშვილის შესახებ: „ერთი კვირის წინ დამირეკა, შენს გვერდით მიგულეო“

image


ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი წერს დიმიტრი ტატიშვილის შესახებ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სამი წლის წინ გაიცნო და გამოხატავს გულისტკივილს მისი უეცარი გარდაცვალების გამო.
.
შეგახსენებთ, რომ დიტო ტატიშვილმა საზოგადოების კეთილგანწყობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თავის ეზოში ბავშვებისთვის აუზი გააკეთა… ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რის გამოც სოციალურ ქსელში მწუხარება უამრავმა ადამიანმა გამოხატა. ვრცელდება თვითმკვლელობის ვერსიაც. ნოდიკოც მათ შორისაა:
.
„ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! გუშინ უპოვიათ გარდაცვლილი!
.
დაუჯერებელი ამბავია! ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით 3 წლის წინ, გადამეხვია, ჩამეხუტა, მეც ტატიშვილი ვარო, ვისაუბრეთ ბევრი. ძალიან თბილი, წესიერი და დადებითი ადამიანი იყო. მას შემდეგ იშვიათად, მაგრამ ვკონტაქტობდით ხოლმე.
.
ერთი კვირის წინ დამირეკა, მის ახალ მაღაზიაზე მიყვებოდა, საუკეთესო განათების აქსესუარები მაქვს და თუ რამე დაგჭირდეს, შენ გვერდით მიგულეო!
.
ეს ის ბიჭია, ამ ზაფხულს, როცა ძალიან ცხელოდა, მისი უბნის ბავშვებს სიურპრიზად აუზი რომ დაუდგა ეზოში!
.
ნათელში იყოს მისი სული! ძალიან დამწყდა გული“ - ნათქვამია ნოდიკოს პოსტში.
1
645
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
645
  
26 სექტემბერი, 0:10
"ცნობილი "მომღერალი"" სად მღერის რას მღერის????? ეს თუ მომღერალია ჰამლეტ გონაშვილი , გოგი ცაბაძე, ვანო სარაჯიშვილი და გოგი დოლიძე ვინ იყვნენ?????
0 1 1