x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"..არადა ვინ დარჩენილა ამ ქვეყანაზე მარადჟამს.ყველანი წამსვლელები ვართ და მაინც ერთმანეთის შუღლში და მტრობაში ვატარებთ..." დიმიტრი ტატიშვილი
image
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს დიღომში, კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი იყო და პირადადაც გვესაუბრა აწ უკვე გარდაცვლილი, მას კერძო ბიზნესი ქონდა და კიდევ ბევრ სიურპრიზის გაკეთებას გეგმავდა ეზოს ბავშვებისთვის. გთავაზობთ, დიმიტრი ტატიშვილის ემოციურ პოსტს, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში გამოქვეყნდა ინტერნეტმედიაზე.

"მოდით ყველა დავფიქრდეთ!!! ყველას რაღაც გვეშლება და ვაღიაროთ კიდეც. მოდი ვიფიქროთ იმაზე, რომ ხვალ და ზეგ 'დღეს' აღარ იქნება!!! ვიფიქროთ ერთმანეთზე ვის რა შეგვიძლია ისე გავახაროთ ერთმანეთი.

სიცოცზლით სავსე ბიჭები დაგვეხოცნენ ერთ კვირაში.იქეთ გოგას მეგობარი, ჩემზე პატარა ბიჭი.აგერ გიო ხუციშვილი იქ კინაღამ ზურამ წაიღო წერილი და ზუსტად იმის სიტყვებმა ამიჩუყა გული. რატო არ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული.რატო გვახარებს ერთმანეთის დაცემა?! ნუთუ არსებობს იმაზე დიდი "ეგოისტური" ბედნიერება სხვას რომ გაახარებ, დაეხმარები, მიაწოდებ და მერე ცხვირში არ ამოადენ.ხო შეგვიძლია 5 "საროჩკიდან" 2 სხვას მივცეთ. ის ორიც ხომ გათბება, გალამაზდება გაუხარდებათ ზრუნვა.
მერე უკან რო შვილები მოგყვება ეს სულ დავიწყებული გვაქვს მგონი. ბაბუას ნაჭამი ტყემალიც((( არადა რა სიამაყეა როცა შენ ბაბუაზე ამბობენ უპატიოსნესი უკეთილშობილესი კაცი იყო!!! კარგი მოსასმენია!!! ჩვენ ვფიქრობთ რას ეტყვიან ჩვენ შვილებს ჩვენზე?!
არადა ვინ დარჩენილა ამ ქვეყანაზე მარადჟამს.ყველანი წამსვლელები ვართ და მაინც ერთმანეთის შუღლში და მტრობაში ვატარებთ.
წუთი რომ არის ჩვენი ცხოვრება არც ჩვენი მოგონილია და არც შექმნილია მითუმეტეს. ვიცხოვროთ ისე გააზრებულად რომ ყოველთვის გვახსოვდეს ცხოვრობდნენ უჩვენოდ და დაგვახვედრეს სიყვარული და მისი ნიჭიც და გამოვიყენოთ!!!! შეგვიძლია
100 წელს.იცოცხლეთ სულ ყველამ
მიყვარხართ" -წერდა სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილი












0
526
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0