x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი - ჰოლივუდის ყველაზე ერთგული წყვილი
დღეს - 25 სექტემბერს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ერთგული წყვილის - მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის დაბადების დღეა.
დიახ, დიახ, არაფერი შემშლია....არც ქორწინების დღეა, არც გაცნობის...
დღეს მათი დაბადების დღეა, რადგანაც ორივე არიან დაბადებული ერთსა და იმავე დღეს - 25 სექტემბერს... მერე რა, რომ 25 წლის დაცილებით.


image



მაიკლ კერკ დუგლასი (25.09.1944 წელი) — ორი ოსკარის და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. პირველად ოსკარი აიღო 1975 წელს, როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის"ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა, როგორც მსახიობს ფილმში "უოლ-სტრიტი" შესრულებული როლისათვის. იგი ცნობილი მსახიობის კერკ დუგლასის შვილია.



image




კეტრინ ზეტა ჯონსი (25.09. 1969) - თეატრის, კინოს და ტელევიზიის ცნობილი მსახიობი წარმოშობით უელსიდანაა. სამსახიობო კარიერა ადრეული წლებიდან დაიწყო. მიღებული აქვს "ოსკარი" მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში " ჩიკაგო".



image



ისინი ერთმანეთს 1998 წელს გააცნო მაიკლის საუკეთესო მეგობარმა, კარლსონივით კეთილმა და მუდამ მომღიმარმა დენი დე ვიტომ. ეს მოხდა ფილმის „ზოროს ნიღაბი“ დახურული პრემიერის შემდეგ გამართულ ვახშამზე.
მაიკლი ჰოლივუდში ცნობილი მექალთანე გახლდათ, თუმცა კეტრინი მას პირადად არ იცნობდა. მამაკაცი კეტრინის გვერდით მოკალათდა და თვალმოჭუტულმა ესროლა თავისი „საფირმო ფრაზა“, რომლითაც არაერთი ქალბატონის გული მოუგია:
- „მე მინდა გავხდე თქვენი შვილების მამა“...
როგორც ჩანს, ამ ფრაზას მაგიური ძალა ჰქონდა, რადგან მან იმწამსვე განგმირა საკმაოდ ჭკვიანი და პრაქტიკული კეტრინის გული.
ჩემი ღრმა რწმენით, არც მას აცდებოდა მაიკლის სხვა საყვარელი ქალებივით დროებითი და ეპიზოდური როლი, თავად მაიკლს რომ არ ეგრძნო რაღაც უჩვეულო, რამაც გადაახვევინა მსგავსი შემთხვევებისთვის წინასწარ აპრობირებული სცენარიდან.



image



წყვილის ურთიერთობის მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მაიკლს ჰყავდა საკმაოდ ძლიერი და დამოუკიდებელი მეუღლე დიანდრა, რომელმც მშვენივრად იცოდა ქმრის სუსტი წერტილები, თუმცა კეტრინში მან თავდაპირველად ვერავითარი საფრთხე ვერ დაინახა...
იხუმრა კიდეც : „ სანამ მაიკლი კეტრინს ცოლად მოიყვანს, მუსლიმი უნდა გახდეს, ორი ცოლის ყოლის უფლება რომ მისცენო“.. თუმცა, როგორც ამბობენ, "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო"- დიანდრას ნათქვამიდან ზუსტად ერთ კვირაში მაიკლმა შეიტანა განცხადება გაყრაზე. 1999 წლის 31 დეკემბერს კი ელეგანტურად მოიდრიკა მუხლი კეტრინ ზეტა-ჯონსის წინაშე და ცოლობა სთხოვა. მისი საცოლე ამ დროისთვის უკვე ფეხმძიმედ იყო.



image



2000 წლის 8 აგვისტოს მათ გაუჩნდათ ვაჟი დილან მაიკლი, ხოლო 18 ნოემბერს იქორწინეს ნიუ-იორკის ლეგენდარულ და უძველეს Plaza Hotel-ში... ქორწილი, რომელსაც ესწრებოდნენ დენი დე ვიტო, გოლდი ჰოუნი, ჯეკ ნიკოლსონი, მეგ რაიანი და სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავები, იყო შესანიშნავი-
დარბაზს ამშვენებდა 20 000 ცალი ვარდი, კეტრინს ეცვა Christian Lacroix-ის ულამაზესი კაბა და მაიკლთან ერთად ცეკვავდა გლედი ნაითის სიმღერის „You're the Best Thing That Ever Happened to Me“-ს ჰანგებზე.



image



ამბობენ, რომ მაიკლის ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა მისმა მამამ, კერკ დუგლასმა, რომელსაც მაიკლი საოცარ პატივს სცემს. დაინახა თუ არა კეტრინი, "სპარტაკი" უცებ მიხვდა, რომ ეს იყო ის ქალი, ვინც მაიკლს სჭირდებოდა და ვისთან ერთადაც ბედნიერი იქნებოდა.

სხვათაშორის, მანამდე კერკი არასოდეს ჩარეულა მაიკლის პირად ცხოვრებაში, თუმცა ეს ერთადერთი ჩარევა საკმაოდ იღბლიანი და წარმატებული გამოდგა.



image



მაიკლი ყოველთვის გვერდში ედგა კეტრინს, ახალისებდა მას, ეხმარებოდა ახალ როლებზე მუშაობაში, არასდროს ეჭვიანობდა...
როდესაც კეტრინი მეორეჯერ დაფეხმძიმდა, მას შესთავაზეს მთავარი როლი ფილმში „ჩიკაგო“, თავდაპირველას კეტრინს როლზე უარს თქმა ჰქონდა განზრახული, თუმცა მაიკლი აქაც დაუდგა გვერდში და აზრი შეაცვლევინა.
მათ ერთად გადალახეს სირთულეები და ველმას როლისთვის კეტრინმა „ოსკარი“ მიიღო. ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულ ქალს ზუსტად ერთ კვირაში გაუჩნდა ქალიშვილი - კერის ზეტა დუგლასი.



image



კეტრინს იღებდნენ ახალ ფილმებში, ხოლო მაიკლი გახდა სანიმუშო მეუღლე და მამა და დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა ბავშვებთან.
სავარაუდოდ, ის საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმას, რომ თავის დროზე ყურადღება მოაკლო თავის პირველ შვილს, კემერონს და მას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით- ბიჭუნა ციხეშიც კი მოხვდა კანონდარღვევების გამო.



image



კეტრინმა აქაც გამოიჩინა სიბრძნე. თუმცა სიბრძნე რა შუაშია? - ის უბრალოდ მაიკლის სიყვარულით კემერონს დაუდგა გვერდში და გახდა მისი უახლოესი მეგობარი. ქალი სულ იმეორებდა, რომ მაიკლს ჰყავს შესანიშნავი და ღირსეული უფროსი შვილი, რომელიც მისი პატარა შვილებისთვის არაჩვეულებრივად მოსიყვარულე და ყურადღებიანი ძმაა. ისინი, ვინც დუგლასების ოჯახს ახლოს იცნობენ, ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს სტიმული დაეხმარა კემერონს ახალი ცხოვრების დაწყებაში...



image



2010 წელს 68 წლის მაიკლს მეოთხე ხარისხის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს მძიმე დარტყმა იყო წყვილისათვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყელის კიბო ორალური სექსის შედეგად იყო გამოწვეული. ეს ინფორმაცია მსახიობმა გაზეთ "გარდიანთან" მიცემული ინტერვიუში დაამტკიცა:

"არ მსურს ვიყო ზედმეტად კონკრეტული, თუმცა ეს კონკრეტული კიბო გამოწვეულია HPV–საგან (ადამიანის პაპილომავირუსი), რომელიც მოდის კუნილინგუსიდან, დიახ, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ გამოიწვია კიბო და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ დაგისვეს ეს დიაგნოზი, კუნილინგუსია ასევე საუკეთესო სამკურნალო საშუალება მისგან”.

მსახიობს დაუწყეს ინტენსიური რვაკვირიანი ქიმიოთერაპიის და დასხივების კურსი. დუგლასმა უარი განაცხადა საკვები მილის გამოყენებაზე, მხოლოდ სითხის სახით იღებდა საკვებს და შედეგად 20 კილოგრამი დაიკლო.

მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო და დიაგნოზი დასმიდან უკვე ერთი წლის შედეგ სიმსივნის ნიშნები საბლოოოდ გაქრა.


ის, რომ ამ ულამაზესმა წყვილმა გადაიტანა განსაცდელი და უდიდესი ტრაგედია - მართლაც აღფრთოვანების ღირსია. მკურნალობის მთელი დროის განმავლობაში კეტრინმა უარი განაცხადა ყველა პროექტზე და მაიკლს გვერდიდან არ მოსცილებია.

მათ ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა დასძლიეს ავადმყოფობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს...
2011 წლის 11 იანვარს მაიკლმა გამოაცხადა, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ბრუნდება კინოში, მაგრამ ახლა უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა კეტრინს. ის ცოტა ხანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი იწვა. ეტყობა, ზედმეტმა ნერვიულობამ და განცდებმა თავისი საქმე გააკეთა...



image



ალბათ, ორივე ოდნავ გადაიღალა და 2013 წელს წყვილმა გადაწყვიტა ცოტა ხანს ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ საბედნიეროდ, უერთმანეთოდ მათ ვერ გაძლეს და ერთი წლის შემდეგ კვლავ აღადგინეს ურთიერთობა. ისევ გაიკეთეს თითებზე დროებით მოხსნილი საქორწინო ბეჭდები და დღესაც ერთად არიან - ლამაზები, წარმატებულები და ბედნიერები.



image

5
500
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
500
  
2018, 26 სექტემბერი, 0:16
დაეტყო ასაკი, მაგრამ სიბერეც ლამაზი ექნება :)
2018, 26 სექტემბერი, 0:16
მართლა ულამაზესია
2018, 25 სექტემბერი, 23:59
ჩემი ოცნების ქალი.
2018, 25 სექტემბერი, 20:10
კეტრინი არ ბერდება რა
2018, 25 სექტემბერი, 17:53
ლამაზები ხართყველა
0 1 5