x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
"მსხვრევადი საჩუქრები" - იგავი, რომელიც მთავარზე დაგაფიქრებთ

image

ერთხელ, ერთ სოფელში მოხუცი ბრძენი დასახლდა. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრ დროს ატარებდა მათთან. საჩუქრებსაც ჩუქნიდა, მაგრამ მხოლოდ მსხვრევად სათამაშოებს. ბავშვები ყველანაირად ცდილობდნენ ნაჩუქარ ნივთებს ფაქიზად მოპყრობოდნენ, მაგრამ სათამაშოები მალე ტყდებოდა. გულდაწყვეტილი ბავშვები ტიროდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბრძენი ისევ ჩუქნიდა საჩუქრებს, თუმცა კიდევ უფრო მყიფეს.


და ასე გრძელდებოდა...


ერთხელაც, ბავშვების მშობლებმა ვეღარ მოითმინეს და ბრძენკაცს უსაყვედურეს:


— შენ ბრძენი ხარ და ვიცით, რომ ჩვენს შვილებს მხოლოდ სიკეთეს უსურვებ. მაგრამ რატომ ჩუქნი ასეთ მყიფე ნივთებს? პატარები ძალიან ცდილობენ, მაგრამ საჩუქრები მაინც ტყდება და ბავშვებიც ტირიან. არადა ისეთი ლამაზი სათამაშოებია, რომ შეუძლებელია თამაში არ მოგინდეს.


ბრძენს გაეღიმა და უპასუხა:


— გავა სულ რამდენიმე წელიწადი და ვიღაც მათ საკუთარ გულს აჩუქებს. იქნებ ჩემმა მყიფე სათამაშოებმა ასწავლოს მათ ასეთ ფასდაუდებელ საჩუქართან ფაქიზი მოპყრობა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილი ნაწარმოებების სათაურებში? - ტესტიimage


2. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით!image


3. ვინ იყვნენ მაიაკოვსკის შვილები - ისტორია, რომელიც დიდხანს უცნობი რჩებოდაimage


4. ეს ლექსები ყველა პატარამ ზეპირად იცის, მაგრამ იცით ვინ არის ავტორი? - ტესტი: გამოსცადეთ თავიimage


5. როგორ შექმნა ღმერთმა ქალი - იგავი, რომელიც მხოლოდ ქალებმა უნდა წაიკითხონimage


6. ეს სიმღერა ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ტექსტის ავტორი? არადა ისეთი ცნობილი პოეტია... (ტესტი)image


7. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხიimage

0
51
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0