x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

image


საქართველოს ექსპრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო.
.
მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
.
ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ.
.
შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილს 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა; შემდეგ, მცირე პერიოდის განმავლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი; 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის ივნისამდე კი, საქართველოს მთავრობას მეთაურობდა. პრემიერის პოსტი კვირიკაშილმა საკუთარი სურვილით დატოვა.
0
154
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0