x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ახალგაზრდა მამაკაცმა საცხოვრებული კორპუსის კიბის მოედანთან დაიკმაყოფილა ბუნებრივი მოთხოვნა, რის გამოც ადგილი საკუთარი ქურთუკით გააწმენდინეს

image რუსეთის ერთერთ ქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით გაისმა უცხო ადამიანის ყვირილი. იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა ერთერთი ბინის დიასახლისმა ბინის კარები გამოაღო და დაინახა, რომ ვიღაც უცხო, მთვრალი ახალგაზრდა მამაკაცი
ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა, თან ხმამაღლა გაუგებარ სიტყვებს გაჰყვიროდა.
ქალმა ახალგაზრდას უმსგავსო საქციელის გამო შენიშვნა მისცა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცის აგრესია გამოიწვია, ახალგაზრდა, წელს ქვემოთ შიშველმა ბიჭმა ქალისკენ მუქარის სიტყვებით გაიწია.
ქალმა საკუთარ ბინაში შეასწრო ბიჭს, კარის ჩაკეტვაც მოასწრო და ხმაურის ხმაზე გაღვიძებულ ქმარს მოუყვა ყველაფერი.
მამაკაცმა ბინის კარი გამოაღო და გარეთ გამოვიდა რათა შეემოწმებინა თუ რა ხდებოდა.
მან დაინახა ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა.
მთვრალმა ბიჭმა, როგორც კი დაინახა მისკენ წამოსული საკმაოდ ბრგე აღნაგობის მამაკაცი-მიხვდა, რომ ჩხუბს შეიძლებოდა მისი ცემა მოჰყოლოდა სცადა გაქცეულიყო ქუჩაში და თავი გადაერჩინა, თუმცა მამაკაცი მას დაეწია, ქურთუკში ჩაავლო ხელი და იმ ადგილზე ძალით აიყვანა საიდანაც გაიქცა.
მამაკაცმა ბიჭს კატეგორიულად მოსთხოვა გაეწმინდა მის მიერ დასვრილი კიბის მოედანი, ბიჭმა უპასუხა, რომ ის არმიაში იყო ნამსახური და იატაკი ჯარშიც კი არ გაუწმენდია, მამაკაცმა ხელმეორედ გაუმეორა მოთხოვნა-გაეწმინდა იატაკი, როცა ბიჭმა ყოყმანი დაიწყო მამაკაცმა უკვე გაბრაზებულმა უყვირა: სასწრაფოდ გაიხადე და გაწმინდე შენს მიერ მოსაქმებული, ქურთუკით თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო!
ბიჭსაც სხვა გზა არ დარჩენოდა, გაიხადა ქურთუკი და მის მიერ დასვრილი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო.
როგორც კი დაასრულა დასვრილი მონაკვეთის გაწმენდა მამაკაცს მადლობა გადაუხადა : "დიდი მადლობა, რომ არ მცემეთ" და ამ სიტყვეებით დატოვა სადარბაზო.
imageimage

0
183
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0