x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექიმებმა, ბრიტანეთიდან ესპანეთში დასასვენებლად ჩასული 26 წლის გოგოს საშოდან მკვდარი კუ გამოიტანეს

image ხანდახან ინტერნეტში "სერფინგისას" ისეთ ინფორმაციას წააწყდები სერიოზულ საიტზე, სერიოზულ წყაროზე დაყრდნობით, ნორმალურ ადამიანს თმა ყალყზე დაგიდგება.
ერთ–ერთ ასეთ ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.
როგორი ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, ახალგაზრდა ქალს ასე წარმოუდგენლად საზიზღრად მოექცე!
ესპანეთში დასასვენებლად ჩასულმა 26 წლის ბრიტანელმა გოგომ ადგილობრივ სამედიცინო კლინიკას მიმართა, მუცლის ქვედა ნაწილში აუტანელი ტკივილებით. რადიოლოგიურმა გამოკვლევამ გოგოს საშოში უცხო სხეული აღმოაჩინა, გინეკოლოგის მიერ ქალის საშოს დათვალიერების შედეგმა და იქ აღმოჩენილმა უცხო სხეულმა ექიმი შოკში ჩააგდო და მან კოლეგები გამოიძახა, ახალგაზრდა ქალის საშოში არც მეტი და არც ნაკლები, მკვდარი ჩინური კუ აღმოჩნდა.
სამედიცინო ჩარევის შედეგად ბრიტანელს საშოდან მკვდარი კუ გამოაცალეს, სამედიცინო პერსონალმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია. დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სავარაუდოდ, უცხო სხეულით ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მუხლით.
თავად დაზარალებულიც შოკში იყო ჩავარდნილი და ვერაფრით წარმოიდგინა, როგორ უნდა მომხვდარიყო უცხო სხეული მის საშოში.
დაკითხვისას ახალგაზრდა ქალმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანელებთან ერთად იყო ღამის კლუბში, სადაც მათთან ერთად დათვრა და ვერაფრით გაიხსენა, თუ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა "ABC"-მ. საშოში აღმოჩენილი კუ ჩინური მინიატიურული კუ აღმოჩნდა, რომელიც ზომით 18 სანტიმეტრამდე იზრდება და ის ცხოვრობს ჩინეთში, ორივე კორეაში, ფილიპინებში და იაპონიაში.
აღნიშნული კუ პოპულარულია, ოჯახში ცხოველების და ქვეწარმავლების ყოლის მოყვარულთათვის. კუს გააჩნია უნიკალური თვისება - შეეგუოს ნებისმიერ გარემოს.
ბრიტანელი გოგო სამშობლოში დაბრუნდა, მან უარი განუცხადა ესპანურ საგამოძიებო უწყებას გამოძიების გაგრძელებაზე.
მკვდარმა კუმ მის საშვილოსნოში სერიოზული ინფენქცია გამოიწვია, რის გამოც ბრიტანელს მოუწევს ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატარება.

0
463
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0