x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"...ჰერეთში ჩემი არ შეშვების მიზეზი პოლიტიკურია და შევეწირე ჰერეთში ქართული ტაძრების დაცვას,..." - დანიელ ყულოშვილი
image
21 სექტემბერს ღამის 23:00 -00:00 შუალედში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება არ შემიშვეს ისტორიულ ჰერეთში!!!
რიგითმა მესაზღვრებ ნახევარი საათიანი ლოდინის შემდგომ განმიცხადა რომ პრობლემა იყო, რის გამოც უკან უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში.
ჩემი პროტესტის შემდეგ გადამიყვანეს უფროს მეთაურთან, რომელმაც განმიცხადა რომ ბრძანება ბაქოდან მოდისო!!!
ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, იმდღესვე რეაგირებისგან თავი შევიკავე...
ჩემი არ შეშვება ისტორიულ ჰერეთში პირდაპირი პროვოკაციაა აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ორ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დაძაბვას!
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს ერთეული ჩინოვნიკების და ორმაგი აგენტების ნახელავია!!!
მინდა მოგახსენოთ, მეგობრებო, რომ ჩემი არ შეშვების მიზეზი პოლიტიკურია და შევეწირე ჰერეთში ქართული ტაძრების დაცვას, მოსახლეობის ინტერესების სააშკარაოზე გამოტანას და მათი უფლებების დაცვას!!!
კარგად მოეხსენებოდათ ჩინოვნიკებს, რომ ჩემს არ შეშვებას ჩემს კუთხეში სადაც მე ჩემი სამშობლოს საქართველოს სიყვარული ვისწავლე უხმაუროდ არ დავტოვებდი!!!
დღეს გამოჩნდება ჩვენი ძალა, მეგობრებო. ეს პრობლემა ყველას გვეხება!!! დღეს მე არ შემიშვეს, ხვალ თქვენ არ შეგიშვებენ, ზეგ ტაძრებში შესვლას აკრძალავენ და ა.შ
მივმართავ, საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, არასამათავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაამახვილონ ყურადღება და მოახდინონ დროული რეაგირება. აზერბაიჯანის მთავრობა ჩააყენონ საქმის კურსში იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ შიგნიდან ვიღაც შეგნებულად ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არევას!!! მოსთხოვონ პასუხი და მიზეზი ამ ფაქტან დაკავშირებით თუ რატომ არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე ისტორიულ ჰერეთში!!!
მე ჩემს მიწაზე არ შემიშვეს, იქ სადაც შევისწავლე სამი უმთავრესი ცნება, ენა მამული სარწმუნოება!!!
მეგობრებო, მე ვარ ჰერელი საქართველოს დაკარგული კუთხის შვილი, რომელსაც თქვენი თანადგომა სჭირდება ამ მარაზმულ ფაქტთან დაკავშირებით. დანარჩენი თქვენთვის მომინდია..
პატივისცემით, დანიელ ყულოშვილი.
#











0
125
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0