x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
რატომ იწვევს ლეიკემიის პროვოცირებას ფერადი მარკერები

შეამოწმეთ, თქვენს შვილსაც ხომ არ აქვს ჩანთაში მსგავში ნივთები!



image



მშობლებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის განრიგის, მისი დატვირთვის და კვების რაციონის თვალყურის დევნება. რამდენად მნიშვნელოვანია, შეირჩეს მერხის და სკამის სწორი სიმაღლე და კიდევ ათასი წვრილმანი.


მაგრამ, ვიცით თუ არა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ წვრილმანმა სასკოლო ნივთებმა ზიანი არ მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას?






ზურგჩანთები



image




არა, საქმე არა მხოლოდ მის წონას და დატვირთვის სწორ განაწილებას ეხება: თანამედროვე ხასხასა ზურგჩანთები ხშირად დამზადებულია ვინილის ან პოლივინილქლორიდის გამოყენებით, რის შემადგენლობაშიც შედის საშიში შენაერთები - ფტალატი ან ტყვიაც კი. ბავშვის კანთან მისი მუდმივი კონტაქტისას, ამ შენაერთებმა შეიძლება დაურღვიოს ნივთიერებათა ცვლა და პროვოცირება მოახდინოს ისეთი საშიში დაავადებებისა, როგორიცაა ასთმა ან დიაბეტი.



სპეციალისტები გვირჩევენ, სასკოლო ზურგჩანთების ან ჩანთების შერჩევისას უპირატესობა მივანიჭოთ ნატურალური მასალის - ტილოს ან ისეთი სინთეტიკური ბოჭკოების, როგორიცაა ნეილონი და პოლიეთერისგან დამზადებულ ნაწარმს.

და კატეგორიული უარი თქვით ნებისმიერ ჩანთაზე, რომელიც გაფორმებულია ხასხასა ბრჭყვიალა დანამატებით ან ნაკლეიკებით - სწორედ მათ წარმოებაშია ხშირად გამოყენებული მავნე ნივთიერებები.





საჭმლის კონტეინერები




image






სადილის კონტეინერების წარმოებისას, თუნდაც ის საბავშვო დანიშნულების იყოს, დღემდე იყენებენ ვინილის პლასტმასს, რომელიც შეიცავს ფტალატს.



ქიმიური ნივთიერების ეს ჯგუფი ამაღლებს პლასტმასის მოქნილობას და სიმტკიცეს, მაგრამ მრავალმა კვლევამ დაადასტურა კავშირი ამ ტიპის საკვების კონტეინერების რეგულარულ გამოყენებასა და სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს შორის . მთელი უბედურება იმაშია, რომ ფტალატი ფლობს მაღალ აქროლადობას და მარტივად აღწევს საკვებში და სასმელებში.






ცარცები, ფანქრები, პასტელები




image





ახლხან აშშ-ში ჩატარებულმა ფართო კვლევების შედეგებმა აჩვენა: სასკოლო ცარცების და ფანქრების მრავალი მარკა შეიცავს აზბესტს - ბოჭკოვან მინერალს, რომლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ ფილტვის კიბომდე შეიძლება მიგვიყვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საკანცელარიო ნივთებში აზბესტის შემადგენლობა უმნიშვნელო იყო, ექსპერტების საერთო აზრი ასეთია, რომ არაა საჭირო ბავშვის ორგანიზმს თუნდაც უმნიშვლელოდ შეეხოს მომწამვლელი ნივთიერება.


სპეციალისტები გვირჩევენ, ავირჩიოთ ისეთი სახატავი საშუალებები, რომლებიც დამზადებულია ფუტკრის ცვილზე.





ფერადი მარკერები


image





მრავალი მარკერი შეიცავს ბენზოლს - პოტენციურად საშიშ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ლეიკემიის პროვოცირება, ასევე ღვიძლის და თირკმლების სხვადასხვა დარღვევები. უფრო მეტიც, ბენზოლის ორთქლის ხანგრძლივი სუნთქვა იწვევ თავბრუსხვევებს, თავის ტკივილს და ძილიანობას.




image



აუცილებლად გულდასმით შეისწავლეთ შემადგენლობა და ნუ შეიძენთ იმ საკანცელარიო საქონელს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბენზოლი - ის ნამდვილად საშიშია ჯანმრთელობისთვის.


***






იხილეთ ასევე:

1. რატომ დაბლოკავს Facebook და Instagram 13 წლამდე ასაკის ბავშვებს





2. 10 ყველაზე ცნობილი "ოროსანი"






3. მერხები, ფული და ერთი ადექვატური მამა






***

1
51
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
51
  
24 სექტემბერი, 11:29
საშინელებაა..... :((
0 1 1