x
image
ილია მარტყოფლიშვილი
საშინელი ლექსი პირვეკლასელთათვის, რომელიც დედა-ენაში უნდა შეიტანონ

image

.

გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლექსს, რომელიც პირველკლასელთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში, „დედა ენაში“ შესატანად არის შერჩეული
.
ო რ ი ღ ო რ ი
.
ერთი, ორი, ერთი, ორი, გზაზე მიდის ორი ღორი.
ცოტა ხნის წინ იქორწინეს, არ გასულა კვირა ორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, გაიარეს ქუჩა ორი.
ჭიშკარს აღებს დედა ღორი, სად წავიდა მამა ღორი?
ერთი, ორი, ერთი, ორი, ეზოში დგას დედა ღორი.
აქეთ-იქით იყურება: არსად არ ჩანს მამა ღორი.
სუფრას აწყობს დედა ღორი, მოიტანა სკამი ორი,
ჭიქა – ორი, კოვზი – ორი, ფაიფურის თეფშიც – ორი.
ნერვიულობს დედა ღორი, რატომ არ ჩანს მამა ღორი?
5-3-7-2, მობილურით რეკავს ღორი.
ზარი გადის, არ პასუხობს, დაეკარგა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ყველგან ეძებს დედა ღორი,
აქეთ ეცა, იქით ეცა, მოირბინა ქუჩა ორი.
ღელავს, ოხრავს, ნერვიულობს, სადღაც გაქრა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება დედა ღორი.
იქნებ კარგად ვერ მოძებნა და სახლშია მამა ღორი?
არსადაც არ დაკარგულა, ყვავილებს კრეფს მამა ღორი!
ძლიერ უნდა, ამ საღამოს გაახაროს დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება მამა ღორი.
ცოლს მიართვა თაიგული, გაახარა დედა ღორი.
სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, სუფრას უზის ორი ღორი,
სკამიც – ორი, ჭიქაც – ორი, კოვზიც – ორი, თეფშიც – ორი.
ყვავილები ძლიერ მოსწონს, იღიმება დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ჭურჭელს რეცხავს ორი ღორი.
ჭიქა – ორი, კოვზი – ორი, ფაიფურის თეფშიც – ორი.
ახლა დროა დაისვენონ, დაიღალა ორი ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ნამდვილია, განა ჭორი,
დღესაც ცხოვრობს ლამაზ ქოხში ბედნიერად ორი ღორი.
ერთი არის დედა ღორი, მეორეა მამა ღორი.
გოჭებიც ჰყავთ ვარდისფერი, თან თორმეტი, განა ორი?
ქატოც – აქა, ფქვილიც – აქა! ერთი, ორი, ერთი, ორი.
.
ასეთი ვრცელი (განსაკუთრებით – პირველკლასელთათვის), ალოგიკური და მდარე გემოვნების განმასახიერებელი „ლექსის“ დაწვრილებითი ანალიზითა და განხილვით მკითხველს არ გადავღლი – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი საკუთარ თავზე უკიდურესი თვალსაჩინოებით „ლაპარაკობს“. ორი კითხვა კი უნდა დავსვათ:
.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ „შედევრის“ შეტანა დედაენაში და როგორ მეტყველებს ეს არჩევანი ავტორთა ჯგუფის კომპეტენციასა და გემოვნებაზე?
.
იმ ადამიანებს (მაინცდამაინც ბევრნი არ არიან), რომლებიც ამ სახელმძღვანელოს იცავენ („ინოვაციურად“ და „საუკეთესოდ“, ასევე – სხვა სახელმძღვანელოთა შორის გამორჩეულად მიიჩნევენ), ასეთი ტექსტები ძალიან ეძვირფასებათ?“ – წერს მურღულია.
5
1928
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1928
  
2018, 2 ოქტომბერი, 15:20
ანუ ნამდვილ სიმინდზე არიან დაზრდილ-დასუქებულებიო)))))
2018, 2 ოქტომბერი, 11:02
,,ნამდვილია, განა ჭორი ,, –რას გულისხმობს ავტორი ?????
2018, 28 სექტემბერი, 15:26
ბატონო დიტო, რა თქმა უნდა, სიმართლეს ბრძანებთ, მე, უბრალოდ, გავიხუმრე, ცოტა იუმორი მშველის, თორემ გასკდა გული, იმდენი ცუდი რამ ხდება ჩვენს თავს((
2018, 28 სექტემბერი, 10:56
ქ-ნო ლალი, მესმის რომ რომანტიკა მოსაწონია, მაგრამ ლიტერატურული ნამუშევარი უნდა იყოს ლიტერატურული ნამუშევარი და არა რაღაც მარაზმი... ეს ლექსი არის მარაზმი და მისი სწავლება ბავშვებისათვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება... ეს არის ფულით ან ნაცნობობით "საქმის კეთების" შედეგი და არა პროფესიონალიზმით! სამწუხაროდ ასეა!
2018, 24 სექტემბერი, 12:55
მე კი მომეწონა ღორების რომანტიკა))))))
0 1 5