x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
კახიშვილის წასვლის შემდეგ, ციხეებში უკონტროლობა იგრძნობა

image

.

რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში მას შემდეგ, რაც ყველაზე წარმატებულმა მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა? გაზეთ „ალიას“ „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ესაუბრა:
.
„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ პროფესიონალ კადრებს თავიანთი მიმართულებით მუშაობას არავინ აცლის და სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.
მოგეხსენებათ, რომ ამ სისტემაში კახი კახიშვილის მინისტრობის დროს იდეალურად თუ არა, თითქმის ყველაფერი წესრიგში იყო, ახლა კი ციხეებში უკვე უკონტროლობა იგრძნობა. მაგალითად, პატიმრების კვების საკითხი მთლიანად მოგვარებული იყო, ახლა უკვე პრობლემებია. რიგები დადგა ამანათის გადაცემაზე და არსებობს პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
.
ტექნიკური საკითხებია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა.. ადრე თუ პროკურორს და გამომძიებელს ჩვეულებრივად შეეძლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულიყო და საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინა, ახლა უნდა მიმართონ დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მერე ორი დღე პასუხს ელოდონ და ა.შ. ყველაფერი გაართულეს, იმიტომ, რომ არაპროფესიონალები არიან და ელემენტალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. კაციშვილი არ არის, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს.
.
კახიშვილის მინისტრობის დროს სრულიად განსხვავებული ვითარება იყო. პენიტენციური დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი პატიმარს თავაზიანად მიმართავდა, ახლა ესეც შეიცვალა. აგდებულად და ცინიკურად გელაპარაკებიან. ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს სისტემა ისევ ირევა და პროფესიონალის გარდა, მის დალაგებას ვერავინ შეძლებს. პენიტენციალური სისტემის მართვა ძალიან ძნელია და სადავები თუ ხელიდან გაგეშვა, სრულ უკონტროლობას და ქაოსს მიიღებ. იმედია, აქამდე საქმე არ მივა და ეს საკითხები ისევე დალაგდება როგორც კახი კახიშვილის მინისტრობის დროს იყო, “ - აღნიშნავს კობაიძე.
0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0