x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გურიის აჯანყება

image

XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის რესპუბლიკა, გორის რესპუბლიკა, ჭიათურის რესპუბლიკა, ყვირილის რესპუბლიკა, ზუგდიდის რესპუბლიკა და სხვა, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტიურად გახდა დამოუკიდებელი, რომელსაც მეფის მთავრობა ვეღარ განაგებდა. გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე.წ “გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. ოცნება, რუსული ინტელიგენციისა, რომელსაც რამოდენიმე თაობა გადაყვა, საქართველოში ასრულდა - გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა. გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები “გურია" და “გურული მუშები და გლეხები" მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა თუმცა რუსეთის იმპერიამ შეძლო ამბოხებული გურიის სისხლში ჩახშობა.

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0