x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
იცით, რამდენი ყავა უნდა დალიოთ დღეში?
image

5 ფინჯანი დღეში!

აშშ-ის ნაციონალური სამედიცინო ინსტიტუტის სპეციალისტებმა 10-წლიანი მასშტაბური კვლევა ჩაატარეს იმის შესახებ, მავნებელია თუ არა ყავა ორგანიზმისთვის. როგორც ჩანს, ამ საკითხს საბოლოოდ დაესვა წერტილი!
უამრავი ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ყავის მოყვარულებს ნაკლები შანსი აქვთ ადრეულ ასაკში სიკვდილის.


"ყავა შეიცავს უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანოებისა და ქსოვილებისთვის. მთავარი ამ ნივთიერებებიდან – ფენოლის მჟავა, კალიუმი და თავად კოფეინია", – ამბობს კვლევის ავტორი ერიკა ლოტფილდი.

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრ ყავას სვამენ, იშვიათად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რაც დღეს ადამიანების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია!

იმისათვის, რომ ამ დასკვნამდე მისულიყვნენ, ექსპერტები აკვირდებოდნენ 90 317 ამერიკელის ჯანმრთელობას 10 წლის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე 8700 მათგანი გარდაიცვალა.

მეცნიერებმა შეისწავლეს მათი სიკვდილის მიზეზი და აღმოაჩინეს, რომ ყავაზე უარის თქმა იმაზე უარესია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მოწევა! ადამიანები, რომლებიც დღეში 6-10 ფინჯან ყავას მიირთმევენ, იშვიათად იღუპებიან გულთან დაკავშირებული პრობლემებით, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობს ამ სასმელზე.

რამდენია დღის ყველაზე ოპტიმალური დოზა?
მეცნიერები ამბობენ, რომ ყავის


მიღების დღიური ნორმა 4-5 ფინჯანია!
აღმოჩნდა, რომ ყავის მოყვარულები არა მხოლოდ გულის დაავადებას იცილებენ თავიდან, არამედ სასუნთქი გზების ინფექციებს, შაქრის დიაბეტს, პნევმონიასა და გრიპსაც. მეტიც, ყავა ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკსაც და იმის ალბათობასაც, რომ თვითმკვლელობით დაასრულოთ სიცოცხლე.

თქვენი ყავის სმის მიდრეკილების ერთადერთი მსხვერპლი ღვიძლია.

ამიტომაც, თუკი ძალიან გიყვართ ყავა, მიიღეთ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინები და მინერალები.

და როგორ მოიქცნენ ორსულები?

მათი დღიური ნორმა – 200 მგ კოფეინია დღეში. ეს დაახლოებით ორი ფინჯანი ესპრესოა. ეს ნორმა რეკომენდებულია ამერიკული კოლეჯის მეან-გინეკოლოგების მიერ.


0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0