x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
12 ნიშანი იმისა, რომ პარტნიორს გიჟურად უყვარხართ
image

ნამდვილი სიყვარული შეუნიღბავი თვალითაც ადვილად შეინიშნება. თუმცა თუ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც აშკარა ნიშნები სჭირდებათ პარტნიორის სიყვარულში დასარწმუნებლად, მაშინ თვალი გაახილეთ და ყურადღება მიაქციეთ იმ ნიშნებს, რომლებზეც სტატიაში წაიკითხავთ.


მაშ ასე, პარტნიორს გიჟურად უყვარხართ, თუ...






1. თავის საჭმელს გიზიარებთ.

თუ 90-იანების პოპულარულ სერიალ "მეგობრებიდან" ჯოუი გახსოვთ, ის არასდროს უზიარებდა საჭმელს არავის, გოგოებსაც კი, რომლებიც მოსწონდა. თუმცა, თუ შესაძლებლობა ექნებოდა, არასდროს უშვებდა შანსს ხელიდან, პარტნიორის პორციაც თავად ეჭამა.



რეალურ სამყაროშიც უამრავი ადამიანი არსებობს, ვისაც არ უყვარს, როცა სხვა მათ საჭმელს კბეჩს, განსაკუთრებით კი - დაუკითხავად. ბევრი კაცი თავს მაშინაც უცნაურად გრძნობს, როცა ქალი ცდილობს, რომანტიკულად აჭამოს თავისი ხელით ან კოვზით. ამიტომაც, თუ პარტნიორი საჭმელს გიზიარებთ და არ ედარდება, მის პორციას შეჭამთ თუ არა საჯარო ადგილებსა თუ სახლში, მას ნამდვილად გიჟურად უყვარხართ!

image








2. ხმოვან შეტყობინებებს გიტოვებთ.

დღესდღეობით ონლაინ კომუნიკაციას ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ეს კარგი ალტერნავიაა იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ და ამ საჭიროებას ონლაინით იკმაყოფილებენ.


თუმცა, მობილურის ეკრანზე გაჩენილ ტექსტებს თურმე სულაც არ აქვს ისეთი თბილი ეფექტი, როგორსაც მოელოდით. ხმოვანი შეტყობინებები გაცილებით ღრმად სწვდება პარტნიორის გულს.


შემდეგ ჯერზე, როცა შეყვარებულის გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას მოისმენთ, გახსოვდეთ, რომ მან მის ჩასაწერად იწვალა და დრო გამონახა, რადგან მართლა ძალიან უყვარხართ!

image








3. მობილურს უყურადღებოდ ტოვებს.

ადამიანების უმეტესობა მობილურში ბევრ პირად ინფორმაციას ინახავს, ამიტომ მასზე პაროლს აყენებს და არასდროს ტოვებს უყურადღებოდ. სახლში კი, პარტნიორთან ყოფნისას, ეს ცოტა უცნაურია და შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ის რაღაცას გიმალავთ.


არავინ ამბობს, რომ წყვილმა ერთმანეთს ყველაფრის პაროლი უნდა მისცეს, რადგან ყველას უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, თუმცა, თუ ადამიანი თქვენთან ბუნებრივად იქცევა და მის ქცევებში ნდობასა და გულწრფელობას კითხულობთ, ეს სიყვარულის გარდა არაფერს ნიშნავს.

image








4. მზად არის, თქვენთან ერთად გამოსცადოს სიახლეები.

როცა ორი ადამიანი ხვდება, ისინი ერთმანეთის შესახებ დადებით და უარყოფით მხარეებს ეცნობიან. რაც უფრო ვიზრდებით, ჩვენთვის უფრო რთული ხდება რაღაც ახლის ცდაზე "კის" თქმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჰობისა და თავისუფალი დროის აქტობებს ეხება.


პარტნიორი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ და უნდა, თქვენზე მეტი შეიტყოს, აუცილებლად გამონახავს ცოტა დროს თქვენი ინტერესების გასაზიარებლად. ერთი და იმავე აქტიობები, იქნება ეს მზარეულის კურსებზე სიარული და ცხენით ჯირითი, წყვილს უფრო აახლოებს, რაღაც საერთოს პოვნა კი ნებისმიერ ადამიანთანაა შესაძლებელი.

image








5. გიტოვებთ საყვარელ ჩანაწერებს და საჩუქრებს.

ნათქვამია, ეშმაკი დეტალებში იმალებაო. ასეა ნამდვილი გრძნობებიც. წლისთავებისა და დაბადების დღეების აღნიშნვა ჩვეულებრივი რამაა, თუმცა, ყველაზე ღირებული არაგანსაკუთრებულ დღეებში მორთმეული პატარა საჩუქრებია.


პაწაწინა "მიყვარხარ" ბარათი მოსასხამის ჯიბეში, სააბაზანოს სარკეზე კბილის პასტით დაწერილი სახალისო ფრაზა, ბოლო შოკოლადის გაზიარება, ეს არის ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც დიდ სიყვარულზე მეტყველებს.

image








6. თქვენ გამო ცდილობს, შეიცვალოს.

ყველამ ვიცით, რომ ძველი ჩვევების შეცვლა ძალიან რთულია. ურთიერთობაში, როგორც წესი, ერთმანეთს ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან, მაგრამ თუ პარტნიორი თქვენ გამო უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს, ეს ძალიან კარგია!

image








7. თქვენთვის სისულელეებს აკეთებს.

ეს განსხვავებული სქესის გამო ხდება. ერთი ცდილობს, მეორეს ჰობი გაიზიაროს, მაგრამ უჭირს. ბიჭებისთვის ეს ხშირად შოპინგია და თუ თქვენი შეყვარებული ბიჭი საათების განმავლობაში დაგყვებათ საყიდლებზე, ესე იგი, მართლა ბევრს ფიქრობს თქვენზე. გოგოებისთვის, როგორც წესი, ეს შეიძლება ნებისმიერი სპორტული აქტივობა იყოს. კარგი იქნება, თუ პარტნიორს ჰკითხავთ, რატომ არის ის ასე ძალიან დაინტერესებული ამა თუ იმ საქმით და სთხოვთ, რომ თქვენც აგიხსნათ. საერთო ინტერესები მყარი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

image








8. დუმილს საუბარს არჩევს.

ალბათ, ყველას უოცნებია ისეთ ადამიანზე, რომელიც უსიტყვოდ გაუგებდა. არ ვგულისხმობთ უხერხულ სიჩუმეს, როცა სალაპარაკო თემა არ არსებობს, ვგულისხმობთ სასიამოვნო სიჩუმეს, როცა ერთმანეთთან ყველაფერი ნათელია და თავს დაცულად გრძნობთ პარტნიორთან.


თუმცა, როცა ურთიერთობაში "შტორმი" შემოაღწევს, პრობლემაზე საუბარი წარმატებული ურთიერთობის გასაღები ხდება. ადამიანი, რომელიც მართლა ზრუნავს თქვენზე, ყოველთვის გულწრფელობას არჩევს წყენის საიდუმლოდ შენახვას.

image








9. თქვენთან ყოფნით ამაყობს.

ნორმალურია, როცა ურთიერთობის საწყის ეტაპზე ამჯობინებთ, ბევრს არ გააგებინოთ ამის შესახებ ან გინდათ, რომ საიდუმლოდ დატკბეთ რომანტიკით. თუმცა, როცა შეხვედრებიდან საკმაო დრო გადის და ერთი თქვენგანი ისევ შიშობს ურთიერთობის გამჟღავნებას, ეს უკვე კარგი აღარაა.


ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ პარტნიორი თქვენით ამაყობს, რომ ის მზადაა, გაგაცნოთ მეგობრები, ოჯახი, კოლეგები, ისაუბროს თქვენზე ბევრი, გვერდით დაგიდგეთ, აღნიშნოს თქვენი მიღწევები და მუდამ ეჭიროს თქვენი ხელი. ორი მოსიყვარულე ადამიანისთვის ერთად ყოფნაზე სასიხარულო რა უნდა იყოს!image







10. თქვენ გვერდითაა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ცხოვრება მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არ არის, სინამდვილეში ის ბევრ არასასიამოვნო მომენტსაც მალავს. როცა ავად ხდებით, ეს კარგი გზაა იმის გასაგებად, რამდენად ზრუნავს პარტნიორი თქვენზე.


თუ ის მარტივად შეშინდება თქვენი არცთუ ისე ლამაზი შესახედაობით, მაღალი ტემპერატურით, სისუსტით, გამონაყარით და ხველებით, ეს ნამდვილი საცოდაობაა. ხოლო თუ ცდილობს, რამით გაგამხნეოთ, დაგეხმაროთ, უკეთესად გაგრძნობინოთ თავი, მაშინ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ გიჟურად უყვარხართ!

image








11. უსმენს თქვენს რჩევას.

ეს პუნქტი ცოტა საკამათოა. ერთი მხრივ, ქალები ეძებენ ძლიერ მამაკაცს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება თავად შეუძლია და კაცები ეძებენ ქალს, რომელიც ნაზი და ფაქიზი იქნება. მეორე მხრივ კი, ყველას უნდა პარტნიორი, რომელიც მოუსმენს და არ მოერიდება რჩევის კითხვა. ორი თავი ხომ უკეთესად აზროვნებს ერთად, ვიდრე ერთი.


ასე რომ, თუ ისეთ ვინმეს შეხვდით, ვინც თქვენს აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უნდა, მოგისმინოთ ხოლმე, არ გაუშვათ! რადგან მას უყვარხართ!

image








12. ხშირად გეხებათ... და გკბენთ კიდეც.

მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ მარტო შეხება კი არა, მსუბუქად კბენა წყვილის ძლიერ კავშირზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ისიც შესაძლებელია, შეუყვარდეთ ვინმეს და არ გკბენდეთ, მაგრამ თუ თქვენი პარტნიორი ყოველთვის ცდილობს, ჩაგეხუტოთ, შეგეხოთ, ზრუნვა გამოხატოს და გიკბინოთ კიდეც, ესე იგი მას ძალიან უყვარხართ!


კბენის სურვილი მეცნიერულადაა ახსნილი, როგორც კავშირი ტვინში რაღაც ძალიან საყვარელის აღქმასთან და საჭმელთან შედარებას შორის.

image


გისურვებთ ბედნიერებას!

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი

image


2. თუ უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, დაუსვით ეს 10 შეკითხვა პარტნიორს

image


3. ურთიერთობაში ღალატის რისკი რომ შეამციროთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

image


3
1579
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1579
  
2018, 5 ოქტომბერი, 20:46
ააა, მე ძაღლზეც მეგონა :დდდდ
2018, 5 ოქტომბერი, 20:39
გოგო თუ გკბენს, კი, ნამდვილად :დდ
2018, 5 ოქტომბერი, 16:09
ესეიგი, ვინმემ თუ დამკბინა, გიჟდება ჩემზე? :დ
0 1 3