x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
"..უცხოელის ნათქვამი მაინც გულზე მომხვდა...ქვეყანა დანგრევის პირას არისო.."-იოსებ ბაჩიაშვილი

image
სტუმარი მყავდა. გერმანიიდან. 75 წლის მეცნიერი. მუშაობს "ახალი დემოკრატიიების" პრობლემებზე. წარსულში კოლის ადმინისტრაციაში მუშაობდა დიდ თანამდებობაზე. შევარდნაძეს კარგად იცნობდა და საქართველოშიც მრავალგზის იყო ნამყოფი. ჩამოსვლამდე მთხოვა კვალიფი იცური თარჯიმანი მომენახა. ჩამოსვლის შემდეგ მხოლოდ პირველ დღეს ვიყავით ერთად. შემდეგ გავიდა ჩემი საწიერიდან. ტელეფონით მოვიკითხვისას მეუბნებოდა ვმუშაობ და ძალიან დაკავებული ვარო. შევწუხდი და თარჯიმანს ვკითხე რამე ხომ არ სჭირს მეთქი. თარჯიმანმა მითხრა მთელი საღამოები ვზივართ და სხვადასხვა ტვ არხების საინფორმაციო გადაცემების მასალას მათარგმნინებსო(ეს ის პერიოდია, როდესაც ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა კორუფციულ სქემებსა და ბიზნესების წართმევაზე). ორჯერ ბაზარში ვიყავით და ყველაფრის ფასებს იწერდაო. ასე გაიარა თითქმის ერთმა კვირამ. შემდეგ თვითონ შემომეხმიანა და მითხრა სამუშაო დავამთავრე და ხვალ მივდივარო. შევთანხმდით საღამოს შევხვედრილიყავით. სამ საათზე მეტს გაგრძელდა ჩვენი საღამოს საუბარი. ახალი მისგან ვერაფერი გავიგე, მაგრამ უცხოელის ნათქვამი მაინც გულზე მომხვდა და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა. ცუდად არის თქვენი საქმეო მითხრა. ქვეყანა დანგრევის პირას არისო. თქვენ ეკონომიკა არ გაქვთო. სამრეწველო პროდუქციის 94% და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის 82% იმპორტიაო. თქვენ რეალურად ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობთ და 2 თვე რომ შეწყდეს ეს ინექცია ქვეყანაში მასიური შიმშილი დაიწყებაო. მთავრობა დეზორიენტირებულიაო. როგორც ჩანს მასიურმა კორუფციამ ისევ მოიკიდა ფეხიო. შემდეგ დაიწყო საუბარი მსხვილი გესების ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებებზე. ამ ხელშეკრულებების თითოეული გვერდი სახელმწიფო დანაშაულიაო. დარწმუნებული ვარ რომ აქაც კორუფციული გარიგებები იყოვო. არ მეგონა თუ საქართველოს ამ მდგომარეობაში ვნახავდიო. სულ უკვირდა რატომ ოპოზიცია და ხალხი არაფერს ამბობსო. ასე დიდ ხანს ვერ გაძლებს ქვ ეყანაო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი დამამშვიდებელი სიტყვ არ ამოსვლია პირიდან. მეორე დღეს აეროპორტში წავიყვანე გასამგზვრებლად. გამომშვიდობებისას გადამეხვია, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა, ჩემო მეგობარო გამაგრდი, როგორც ჩანს ბევრი ბრძოლა მოგიწევთო. ასე დავშორდით ერთმანეთს." - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იოსებ ბაჩიაშვილი

.



0
711
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0