x
მეტი
  • 23.09.2019
  • სტატია:94848
  • ვიდეო:342691
  • სურათი:456975
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი I)

ლაზები


სახელწოდება "ლაზი" წყაროებში პირველად ძვ.წ. I საუკუნეში გვხვდება. მემნონი, რომელსაც ბევრი მკვლევარი ძვ.წ. I საუკუნის II ნახევრის მწერლად მიიჩნევს, პირველად იხსენიებს ლაზებს. ლაზების შესახებ ასევე მნიშვნელოვანი ცნობები მოეპოვებათ გაიუს პლინიუს სეკუნდუს უფროსს (ახ.წ. 23-24 - 79 წწ.) კლავდიოს პტოლემაიოსს (ახ.წ. 100 - 178 წწ.) გელასი კესარიელს (ახ.წ. IV ს-ს II ნახევარი) და ა.შ.


ანტიკური ხანის წყაროებზე დაყრდნობით მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ამ სახელწოდების ტომებს ადრეულ პერიოდში კოლხები და ჭანები ერქვათ. მათი აზრით სახელწოდებები კოლხი და ჭანი შემდგომში ლაზეთის დიდი კავკასიური სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, "ლაზად" შეიცვალა.


ფლავიუს არიანეს (ახ.წ. 95-175 წწ.) "პერიპლუსში" კოლხები ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით ჰყავს მოხსენიებული ქსენოფონტის წყაროს მოშველიებით. იგი წერს: "ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები."

კოლხებს იგი ასახდლებს მდინარე "ოფისთანაც" (ახლანდელი სულან-ლუ). იგი ამბობს: "მდინარე ოფისი გამოჰყოფს კოლხების მიწას თიანიკესაგან" (ჭანეთისგან).


ნიშანდობლივია, რომ სხვა ეთნიკური ერთეულებისგან განსხვავებით არიანეს კოლხთა მეფე არ ჰყავს დასახელებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ოფისის ზემოთ კოლხები "პერიპლუსში" საერთოდ აღარ ჩანან. აქედან გამომდინარე ფლავიუს არიანეს დროს და მასზე გაცილებით ადრეც კოლხების ძლიერება უკვე დაცემულია. კოლხეთის სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს, მაგრამ მათ მაგივრად ასპარეზზე გამოდიან სხვადასხვა ქართველური ეთნიკური ჯგუფები რომელთაგან შემდგომ პერიოდში ლაზებმა იკისრეს ქვეყნის გამაერთიანებლის როლი. თუ წინათ კოლხთა სახელი ფარავდა სხვადასხვა ქართველურ ტომთა სახელებს, V საუკუნიდან უკვე სახელწოდება "ლაზმა" შთანთქა მათი უმრავლესობა.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. ქართული სახელმწიფოები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
899
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0