x
image
მანჩო 777
მომაკვდავი გოგონა გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდა
აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ კლირუორეტში მცხოვრები 19 წლის ნინა მარინო გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ცოლად გაჰყვა 21 წლის ჯოი უილიამსს, რომელიც მისი დიდი ხნის მეგობარი და შეყვარებული იყო. ქორწინება ფლორიდაში მდებარე წმინდა იოანეს სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ჰოსპიტალში შედგა. ნინას ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი - ფილტვის პროგრესირებადი სარკომა დაუსვეს. გოგონამ გამოთქვა სურვილი, რომ სიკვდილამდე აეხდინა ერთადერთი ოცნება-დაქორწინებულიყო თავის საყვარელ მამაკაცზე. საქორწინო ცერემონია საპატარძლოს პალატაში შედგა. ნინა ქორწინებიდან სამ დღეში გარდაიცვალა.



image



სარკომის დიაგნოზი გოგონას 2017 წლის მაისში დაუსვეს, თუმცა ის იმედს არ კარგავდა და ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისათვის. უკანასკნელი სურვილი მან მხოლოდ მაშინ გაამხილა, როცა ექიმებმა გამოუცხადეს, რომ სიმსივნემ მისი ერთადერთი ფილტვის 90% მოიცვა და გადარჩენის შანსი ნულია. თავდაპირველად ნინას სურდა ცერემონია ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულიყო, თუმცა ნიშნობის დღეს ის უკვე ისე სუსტად იყო, რომ საწოლიდან წამოდგომა ვერ შეძლო.



image




ნინა და ჯოი ერთმანეთს 13 წელიწადი იცნობდნენ. ქორწილამდე ორი დღით ადრე გოგონამ თავად შესთავაზა ახალგაზრდა კაცს დაქორწინებულიყვნენ. " ნინამ მთხოვა, ცოლად გამომყოლოდა მანამ, სანამ მოკვდებოდა", - ამბობს ჯოი, -მე მიხარია, რომ მოვასწარით ამის გაკეთება. ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით 2 დღე, 15 საათი და 27 წუთი".



image



ნინას და ჯოის დაბადებიდანვე ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები: ნინა ერთი ფილტვით და უამრავი პათოლოგიით დაიბადა, ჯოი გულის მანკით და ტკივილის სინდრომით იტანჯება.



image



წყვილმა ერთმანეთი ბოგი კრიკის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა ბანაკში გაიცნო. მაშინ ნინა 6, ხოლო ჯოი 8 წლის იყო. მათ გაცნობისთანავე გამოარკვეს, რომ ერთმანეთისაგან სულ 10 წუთის სავალზე ცხოვრობდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, თუმცა ამაში არაფერი რომანტიკული არ იყო 2017 წლის ივნისამდე, როცა ქალ-ვაჟი დისნეილენდის დასათვალიერებლად გაემგზავრა. სწორედ აქ გაიელვა მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა.

"ჩვენ ერთად გავატარეთ ერთი დღე-ღამე, ბევრი ვისაუბრეთ, შემდეგ ერთად დავბრუნდით სახლში და ბოლოს მივხვდით, რომ ერთად ყოფნა ძალიან გვსიამოვნებდა, - იხსენებს ჯოი, - სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი პაემნები. ჩვენ არასოდეს გვისაუბრია დაქორწინებაზე, თუმცა ორივე ვფიქრობდით ამ თემაზე. ჩვენ ხომ 13 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ყველაფერი ვიცოდით ერთურთის შესახებ. დიახ, მას უსიტყვოდ ესმოდა ჩემი და მე - მისი. ჩვენ ორთავეს ხომ უკურნებელი სენი გვქონდა. მასთან არ ვმალავდი, რომ ტკივილით ვიტანჯებოდი. როცა ნინას ქიმიოთერაპიის პირველი კურსი დაუწყეს, მაშინ მივხვდი, თუ რა ძლიერ მიყვარდა".



image



წყვილს არასოდეს უსაუბრია ქორწინებაზე, თუმცა როცა ჯოიმ ნინა ბოლოჯერ მოინახულა ჰოსპიტალში, მან ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოუცხადა ვაჟს თავისი სურვილი.

"როცა მის პალატაში შევედი, ვნახე, რომ ყურებზე მიკი მაუსისმაგვარი ყურსასმენები ეკეთა, რომელზეც ეწერა: გინდა ცოლად გამოგყვე?''- იხსენებს ჯოი.



image



ნინას დედა, 52 წლის ლესლი ამბობს:" ძალიან მიხაროდა ნინას და ჯოის ამბავი. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემ გოგონას უკანასკნელი სურვილი აუსრულდა".

ცერემონიის დროს ახალდაქორწინებულებმა ერთმანეთს ბეჭდები გაუცვალეს, რომლებიც სპეციალურად დაამზადებინეს ხისგან. ეს იმიტომ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის და რენტგენოგრაფიის დროს მათი მოხსნა არ დასჭირვებოდათ (ამ პროცედურების დროს ლითონის საგნების ტარება დაუშვებელია). ჯვრისწერის ცერემონიის დროს ნინა, რომელმაც თავისი ცხოვრების 19 წლის მანძილზე 163 ოპერაცია გადაიტანა, ჟანგბადის ნიღბის ქვეშ სუნთქავდა. ცერემონია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტამპის ბავშვთა და მოზარდთა ონკოლოგიურ ცენტრში ჩატარდა, სადაც ნინა მკურნალობის კურსს გადიოდა.



image



"ჩვენ ჰოსპიტლის პერსონალს გამოვუცხადეთ, რომ დღის მეორე ნახევარში დავქორწინდებოდით. მათ ძალიან გაეხარდათ და სიურპრიზიც კი მოგვიწყვეს: დაბეჭდეს და ოთახში გააკრეს ფოტოები, კედელზე ბარათები დაამაგრეს, ნინას საწოლის თავზე კი მშვენიერი თაღი მოაწყვეს. ცერემონიას 30 ადამიანი დაესწრო. ნინა ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. მეც აგრეთვე..."- ამბობს ჯოი.



image



"ვფიქრობ, რომ ამ ცერემონიამ მას უკანასკნელი ძალები გამოაცალა და ამიტომ დაგვტოვა ასე მალე, - გულისტკივილს გვიზიარებს ნინას დედა, - მაგრამ ის იყო ბედნიერი, თუნდაც რამდენიმე საათით და ეს ამად ღირდა".



image



ქორწილიდან სამი დღის შემდეგ ნინა გარდაიცვალა. მისი მეუღლე ჯოი ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო. "ჩვენ ერთად ვათვალიერებდით საქორწილო ფოტოსურათებს. ნინა ოცნებობდა ერთად გაგვესეირნა ბროდვეიზე, წავსულიყავით სამოგზაუროდ ავსტრალიაში...ახლა მე ვალდებული ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაზეც ის ოცნებობდა", - სევდიანად გვიმხელს ჯოი.



image



ნინა საქორწილო კაბაში დაკრძალეს. "მას სურდა, რომ ყველას ლამაზი და მხიარული დაგვხსომებოდა", - გვიამბობს ლესლი, - ის ავადმყოფობას არასოდეს ნებდებოდა და ცდილობდა, ყოველთვის მომხიბვლელი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყო".

ფოტოგრაფმა ნიკ პატელმა, რომელსაც საქორწინო სურათების გადაღება თხოვეს, განაცხადა, რომ როცა მან შეიტყო მომაკვდავი გოგონას შესახებ, მაშინვე გადადო ყველა საქმე, აიღო ფოტოაპარატი და საავადმყოფოში გაემართა. " ყველანი მხიარულობდნენ, იცინოდნენ და ეს ისეთი ბუნებრივი იყო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე ახლო იყო სიკვდილი", -თქვა მან.



image



"ჩვენ ერთად ვსინჯავდით ახალ-ახალ უცნაურ კერძებს სხვადასხვა ადგილას; ერთად ვხტებოდით აუზში ჭექა-ქუხილის დროს; ერთად ვხსნიდით საშინაო დავალებებს; ერთად ვცურავდით ოკეანეში; ვაწყობდით პიკნიკებს და მხატვრების ბრძოლებს, რის შემდეგაც საათობით ვრეცხავდით ერთმანეთის ტანსაცმლიდან და სხეულიდან საღებავებს; ერთად ვამზადებდით სადილებს ჩემი სახლის სამზარეულოში; ვოცნებობდით გავმხდარიყავით მენეჯერები; ვწვავდით კარტოფილს კოცონზე და ერთად ვუყურებდით მთვარეს ბალახზე გულაღმა დაწოლილები; ერთად შევხვდით ჩემ 21-ე დაბადების დღეს შენს პალატაში; ერთად ვხვდებოდით შობას ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად; ჩვენ ერთად ვისვენებდით აროზონაში, სპა-კურორტზე და უამრავჯერ ვიყავით დისნეილენდში; მე უამრავი სასიამოვნო მოგონება შემომრჩა და მათ ჩემთვის დიდი ბედნიერება მოაქვთ; მე შენ არასოდეს დამავიწყდები!" - წერს ჯოი ნინასადმი მიძღვნილ ეპიტაფიაში.



2
222
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
222
  
2018, 23 სექტემბერი, 16:51
ბავშვვები არ უნდა ხდებოდნე ავად და არ უნდა კვდებოდნენ ასე ადრე :( მე არ მესმის გამოთქმა "ღმერთსაც კარგი უნდაო"..იქნებ ვმკრეხელობ, მაგრამ თუკი ღმერთი ასე კეთილია, რატომ ტანჯავს პატარებს და აუბედურებს მათ მშობლებს? :( ამას ვერასოდეს ჩავწვდები ალბათ.
2018, 23 სექტემბერი, 14:29
საწყალი :(
0 1 2