x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ქართული სახელმწიფოები და სამთავროები

ქართული სახელმწიფოები და სამთავროები


პროტოქართველი ხალხები კავკასიის და მცირე აზიის ვრცელ ტერიტორიებზე მრავალი ათასწლეულის მანძილზე ცხოვრობდნენ და მათ სახელმწიფოებრიობის შექმნა პირველად ძვ.წ. XII საუკუნეში მოახერხეს. ეს აქცევს ქართველ ხალხს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ერად, რომელსაც 32-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია გააჩნია. ქართველები ვდგავართ უდიდეს ფესვებზე და ტრადიციებზე, ხის სიმაღლე კი ფესვებიდან იზომება, ჩვენი ფესვები კი ჩვენი მილიარდზე მეტი ქართველური წინაპარია - ამიტომაა რომ ვერ აქცევს "მუმლი" ამ "იგდრაზილს".


1. დიაოხის სამეფო (იგივე ტაოხი, დაიაენი) - ძვ.წ. XII - VIII საუკუნეები.

2. კოლხეთის სამეფო - ძვ.წ. XII - II საუკუნეები.

3. იბერიის სამეფო (კავკასიის იბერია) - ძვ.წ. IV საუკუნე - ახ.წ. 537 წელი.

4. არგვეთის საერისთავო - ძვ.წ. IV - ახ.წ. XIII საუკუნეები.

5. პონტოს სამეფო (ლაზურ-ელინისტური სამეფო) - ძვ.წ. 302 - ახ.წ. 64 წწ.

6. ეგრისის სამეფო (იგივე ლაზიკა) - ახ.წ. 131 - 697 წწ.

7. თბილისის საემირო (არაბულ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი) - 736 - 1122 წლები.

8. აფხაზთა სამეფო (დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო) - 778 - 978 წწ.

9. კახეთის სამეფო - 787 - 1010 წწ.

10. ტაო-კლარჯეთის სამეფო (იგივე "ქართველთა სამეფო") - 809 - 1008 წწ.

11. ჰერეთის სამეფო - 815 - 1104 წწ.

12. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (ქართულ-სომხური სამეფო) - 972 - 1113 წწ.

13. გაერთიანებული საქართველოს სამეფო - 975 - 1466 წწ.

14. ოდიშის სამთავრო (იგივე სამეგრელოს სამთავრო) - 1185 - 1867 წწ.

15. ტრაპიზონის იმპერია (საქართველოს გაერთიანებულ სამეფოზე დაქვემდებარებული ლაზურ-ელინისტური სახელმწიფო) - 1204 - 1461 წწ.

16. იმერეთის სამეფო - 1259 - 1810 წწ.

17. სამცხე-საათაბაგო - 1266 - 1625 წწ.

18. გურის სამთავრო - 1462 - 1826 წწ.

19. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში - 1801 - 1917 წწ.

20. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1918 - 1921 წწ.

21. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - 1921 - 1991 წწ.

22. საქართველოს რესპუბლიკა (შემდგომში უბრალოდ "საქართველო") - 1991 წლიდან დღემდე (და უკუნისამდე)





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
335
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
335
  
22 სექტემბერი, 21:34
მესიანისტობა არაფერ შუაშია და არც არმენები გამომიცხადებია სადმე ქართველურ ხალხად. არმენები ინდო-ევროპელები არიან. ეს ცხადი ფაქტია :)
22 სექტემბერი, 21:20
იმის თქმა მინდოდა, რომ არმენები, სავარაუდოდ, არ არის ქართული ტომი; მესიანისტობა კი სასურველია დავივიწყოთ, მცირერიცხოვანი ერის სინდრომი გვჭირს. სჯობს ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ქართველობით ვიამაყოთ,,, მართლა ბევრი გვაქვს საამაყო, მაგრამ ზედმეტებშიც გადავდივართ და წარსულით ვცხოვრობთ. მართალი ხართ, ცოტა გადავუხვიე თემას
22 სექტემბერი, 21:07
პატივცემულო ნიკოლოზ, იმედია არ გეწყინებათ. სომხები კი მართალია ძველი ქართული ხალხი და კუთხეა, ეს უმეტესმა იცის უკვე თვით არმენებმაც კი და როცა ჩვენ მათ სომხებს ვეძახით გულში ძალიან უხარიათ რადგან მარტივად ამ სახელით ვჩუქნით ჩვენს კულტურის ნაწილს. რაც შეეხება ურარტუს და არმენებს, ამაში საერთოდ ვერ დაგეთანხმებით და მითუმეტეს გათვითცნობიერებული ენათმეცნიერი არ იტყვის რომ არმენებს ურარტუსთან კავშირი აქვსო. ენობრივად ურარტულ ენას კავშირი აქვს ჩრდილო–კავკასიურ ენებთან რაც თავისმხრივ გულისხმობს რომ ჩრდილო–კავკასიური ენები (ოსურის გამოკლებით) იბერიულ–კავკასიურ ენათა ჯგუფის ნაწილები "არიან". ასევე მე ძალიან კარგა"თ" ვიცი ვისი გორისა ვარ, იმედია თქვენც იცით და ბევრი გულწრფელად ინტერესდება საკუთარი საერთო ქართულ–იბერიული გორის და გონის მიგნებით. გულზე მჯიღის დარტყმა კი მხოლოდ იმის ნიშანია რომ სახალხოდ ვაფიქსირებ – არ მინდა საკათარ თავს იმის უფლება მივცე რომ ეს დიდი კულტურა და ცივილიზაცია რასაც იბერია ჰქვია შევარცხვინო, ამიტომ – მე დღესაც მათი მსგავსი ვარ ვისზეც სიამაყით ვსაუბრობ – ძალიან გამიხარდება თუ ბევრი ქართველი მთელი შეგნებით იფიქრებს ამას.
22 სექტემბერი, 20:23
არ მომეწონა რაღაც ეს კომენტარი, ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა :))
22 სექტემბერი, 20:17
ამ საკითხებში ძალიან გათვითცნობიერებული ენათმეცნიერისგან ვიცი, რომ, დიდი ვარაუდით, სომეხი ქართველური ტომი იყო, არმენები კი ურარტუდან გამოსული ტომია, რომლებმაც ექსპანსიის შედეგად მიიღეს სომხების კულტურის და მითების ნაწილი. ჩვენ მთავარია არ დავივიწყოთ ვისი გორისა ვართ, ეხლა რაღას წარმოვადგენთ, როგორ გვესმის ქართველობა და ჯერ ჩვენს თავზე ვიფიქროთ, სანამ გულზე მჯიღს დავირტყამთ. პატივისცემით, ნიკოლოზი
22 სექტემბერი, 18:18
კარგია, თავადვე მიხვედი პასუხთან. საკვლევი ბევრია საერთოდ მაგრამ ისე ჩვეულებრივი ქართული ანუ იბერიული სახელმწიფოა ურარტუც. ყველაზე მთავარი ღვთაება „ხალდი“ ქართული მისტერიული იდეაა, რომელიც ხშირად გვხვდება მთელს იბერიულ მითოლოგიაში – რაზეც დამყარებულია მცოფლიოს ცივილიზაციათა უმეტესი ამბები (იგულისხმება ყველა რელიგია – ქრისტიანობაც კი „სახეცვლა – მამაი“). ასე რომ ურარტუ (ბიაი – ბიაინილი) ჩვეულებრივი იბერიული სახელმწიფო, ხალხი და კულტურაა (ეს კულტურა გაძარცვეს ჯერ ასურებმა შემდგომ მიტოვებული მიწები დაიკავეს სხვადასხვა ინდოევროპულმა ტომებმა რომელთაც შემდგომ ეწოდა არმენია (არმენები) –(„არავითარი სომხები და არავითარი ჰაები–ჰაიები მათ არ ჰქვით“), სწორედ ამიტომ არის ამ მიწაზე უამრავი უძველესი არტეფაქტი რომელსაც არმენები იჩემებენ და ატყუებენ მსოფლიოს „თავსაც იტყუებენ“). – საბედნიეროდ ეს ტყუილები მალე დამთავრდება რადგან ყველაფერს „ფადრა ეხდება“ – ჩვენც, ქართველები ვუბრუნდებით ქართულ გონს და ავმეტყველდებით მეცნიერებაშიც. ასევე ქართული სახელმწიფოებია ალბანეთი, გუგარეთი (გუგარები, გუგართა სამოსახლო), ქალდეა და უამრავი სხვა ... საწყისამდე!
22 სექტემბერი, 17:13
საკვლევი თემაა, თუმცა უცხოელი მეცნიერები ამბობენ, რომ ქართული ენის გარეშე ურარტუს ენის გაგება შეუძლებელიაო. არმენები ნამდვილად არ იყვნენ, არც ინდო-ევროპელები, არც სემიტები, არც ქამიტები და არც თურქული ხალხები. ესეიგი ერთადერთი რჩება - ქართველური ტომების ერთ-ერთი ძლიერი მოდგმა იყო.
22 სექტემბერი, 16:50
ურარტუ ქართული არ არის?
0 1 8