x
image
_K_
როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მოდურად - 16 მარტივი ხერხი
ალბათ, ყველა გოგოს გამოუცდია შეგრძნება, როცა კარგი ქსოვილის ტანსაცმელი აქვს, მაგრამ ვეღარ იცმევს, იმიტომ რომ მოდაში აღარაა. იმედია, დღეიდან ეს პრობლემა აღარ გექნებათ. სტატიაში გასწავლით, როგორ გადააქციოთ მოსაწყენი სვიტერი ლამაზად და ქალურად, როგორ გამოჭრათ ტოპი უცნაური კაბისგან, როგორ დაამატოთ თანამედროვე დეტალები ერთფეროვან ზედას და გაგაცნობთ სხვა საინტერესო და მარტივ ხრიკებს.






16. ხავერდის ბაფთა


მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ ასეთი ბაფთის გამოსაჭრელად, რომელიც თქვენს ზედას გაახალისებს.

მეტი

image








15. ნათელი დეტალები



თუ მაისურს ფერად ლენტებს მიაწებებთ, შეიძლება რაღაც ძალიან კრეატიული გამოგივიდეთ.

მეტი

image








14. კაბისგან გამოჭრილი ტოპი (ზედა)


თითქმის ყველა გოგოს აქვს კაბა, რომელსაც არ იცმევს. დააკლიკეთ "მეტზე" და იხილეთ მოსაწყენი კაბის თანამედროვე ზედად გადაქცევის ერთ-ერთი მაგალითი.

მეტი

image








13. მოდური ფოჩები


თუ თქვენი ჟაკეტი ზედმეტად ერთფეროვანია, მისი გახალისება მოდური ფოჩებით შეგიძლიათ. უბრალოდ, ჟაკეტი, ფოჩები და ცოტა მოთმინება გჭირდებათ.

მეტი

image








12. ზურგის დეტალები


მართლაც ძალიან მარტივია უბრალო მაისურის მოდურად გადაქცევა: უბრალოდ, რამდენიმე დეტალი უნდა ამოჭრათ ზურგის მხრიდან.

მეტი

image








11. მოქარგული წარწერები და ნახატები


თუ მოთმინება გაქვთ, ტანსაცმლის დეკორირება მოგწონთ და ქარგვაც გეხერხებათ, მაშინ ეს იდეა თქვენთვისაა.

მეტი

image








10. უბრალო მაისურისგან შექმნილი მოდური ტოპი


ძველი მაისურის მოკლე, მოდურ ტოპად გადაქცევა ძალიან მარტივია და განსაკუთრებულ უნარებსაც არ მოითხოვს.

მეტი

image







9. შარფი ძველი სვიტერისგან


თუ ძველი სვიტერი გაქვთ, რომელსაც ვერ იცმევთ და გადაგდებაც გენანებათ, მაშინ შეგიძლიათ ის მარტივად გადააქციოთ პრაქტიკულ შარფად ან სხვა ზამთრის აქსესუარად.

მეტი

image








8. ქვედაკაბის გაფორმება ორიგინალური დეტალებით


ეს იდეა მათთვისაა, ვისაც ძველი კაბის მოდურად გადაქცევა ან, უბრალოდ, დეტალების დამატება სურს.

მეტი

image








7. პაწაწინა პომპონები


ძველი ჯინსის დეკორირებისთვის, უბრალოდ, პომპონები უნდა იყიდოთ და მიაკეროთ შარვალს.

მეტი

image








6. უმხრო მაისური


ჩვეულებრივი მაისური რომ უმხროდ გადააქციოთ, ზედა ნაწილი უნდა მოჭრათ და მხრებზე გადაიწიოთ. იმისთვის, რომ მარტივად არ ჩამოვარდეს, კარგი იქნება, თუ შიგნიდან რეზინას მიაკერებთ. სტატიის ბოლოს შეგხვდებათ ვიდეო, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება ახსნილი მსგავსი მაისურის გაკეთება.

image







5. ორნამენტებიანი ქუდი


დღეს ორნამენტიანი ქუდები ძალიან პოპულარულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძვირიც ღირს. თუმცა, არ იდარდოთ, სასურველი დეტალების ქუდზე მიმაგრებას თქვენც მარტივად შეძლებთ.

მეტი

image








4. პომპონები მკლავებზე


ძველი სვიტერის გახალისება პომპონებით ძალიან მარტივია. მისი ყიდვა ნებისმიერ მძივების მაღაზიაში შეგიძლიათ.

მეტი

image








3. კაბა ჯინსის შორტისგან


მიეცით თქვენს ძველ ჯინსებს მეორე შანსი! ძველი შარვლისა და შორტის გადაქცევა თანამედროვე კაბად ძალიან მარტივია.

მეტი

image








2. გალამაზებული კედები


დღეს ნაქარგებით მორთული ფეხსაცმელი ძალიან პოპულარულია. თუ დეკორირებას თქვენით გააკეთებთ, ბევრ ფულს დაზოგავთ, თან უნიკალური ფეხსაცმელი გექნებათ.

მეტი

image








1. გახეული პულოვერის მოდურად გადაქცევის მაგალითი


თუ პულოვერი გაგეხევათ, ნუ იჩქარებთ გადაგდებას. მიაკერეთ მას სხვა ნაჭრის დეტალები, გახადეთ თანამედროვე და პრაქტიკული.

მეტი

image









ბონუსი: როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი უნიკალურად - 5 ხერხი








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა იქნება მოდაში ამ შემოდგომას - 15 ტრენდი

image


2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3."ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს

image


0
930
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0