x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი წლების განმავლობაში იტყუებოდა ფულის და ყურადღების გამო - კიბო მაქვსო
image

ავსტრალიელი კელი ვალ სმიტი(Kelly Val Smith 8 წლის განმავლობაში იტყუებოდა, საკვერცხეების კიბო მაქვსო, იმის გამო, რომ ყურადღების ქვეშ ყოფილიყო და ახლობლებისთვის ფული გამოეძალა, საბოლოოდ კელის განუდგა ოჯახი და დაკარგა ყველა მეგობარი.

image


8 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები და მეგობრები 40 წლის კელის 400 000 ავსტრალიური დოლარით დაეხმარნენ, ქალი რეგულარულად დებდა პოსტებს "ფეისბუქზე" თხოვნით, ჩაერიცხათ მისთვის ფული.


image

როდესაც თაღლითი გამოაშკარავდა, ნათესავებმა და მეგობრებმა კელი სმიტს სასამართლოში უჩივლეს, სასამართლოს მსვლელობის დროს რამდენიმე მისი ახლობელი გამოტყდა, რომ ვერ იხდიან იპოთეკურ სესხს, რადგან ფული მთლიანად კელის გადაურიცხეს, აღსანიშნავია, რომ თაღლითის მსხვერპლნი მისი უახლოესი ნათესავებიც გახდნენ . მაგალითად, დედამ მთლიანად გადაურიცხა კელის წლების ნაგროვები პენსია, ცრუ ავადმყოფმა არც საკუთარი შვილები დაინდო და ფული იმათაც დასცინცლა.

image

ქალმა ციხიდან სასამართლოს წერილი მიწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ასე იმიტომ მოიქცა, რომ სურდა ყურადღების ქვეშ ყოფილიყო..."უყვარდეთ და აფასებდნენ"


ქალმა ბრალდება აღიარა და ოქტომბერში კვლავ წარდგება სასამართლოს წინაშე.

image

ასევე დაგაინტერესებთ

imageდედამ შვილი იმიტომ მოკლა რომ, "Facebook" -ზე სამძიმარი მიეღო და თანაგრძნობა გამოეხატათ ინტერნეტმომხმარებლებს

image

0
98
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0