x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობილი ამერიკელები,რომლებიც საბჭოთა კავშირში გადმოვიდნენ საცხოვრებლად

imageარ გეგონოთ, რომ მარტო საბჭოთა კავშირიდან ცდილობდნენ გაქცევას დასავლეთში, სხვადასხვა მიზეზით(პოლიტიკური, სიმპატიები კომუნისტების მიმართ, ის რაც აკლდა საკუთარ ქვეყანაში და ა.შ).



1959 წლის 20 სექტემბერს ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც კომუნისტური იდეებით და რადიკალური აზრებით იყო შეპყრობილი, გაემგზავრა საბჭოთა კავშირში, მან ცოტა ხნით იცხოვრა საბჭოთა კავშირში და შემდეგ რაც ჩაიდინა, ყველას კარგად მოგეხსენებათ. კიდევ ვინ დატოვა ამერიკა და გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად? ამას ქვემოთ შეიტყობთ.


ლოიდ პეტერსონი-მსახიობი პირველად 1932 წელს ეწვია საბჭოთა კავშირს, შემდეგ სამუდამოდ დარჩა საცხოვრებლად, ჯერ ინგლისურენოვან რადიოწამყვანად მოეწყო მოსკოვში, რომელიც ჩრ. ამერიკის მსმენელებისთვის იყო განკუთვნილი, ომის დაწყების დროს კონტუზია მიიღო ავიაბომბის აფეთქების შედეგად, შემდეგ მუშაობდა კომსომლსკ ამურზე რადიოწამყვანად, 1942 წლის 9 მარტს ერთ-ერთი გადაცემის წაყვანის დროს გონება დაკარგა და გარდაიცვლა, იგი 32 წლის იყო, მისმა ორი წლის ვაჟმა ჯიმიმ(უკრაინელი ცოლი ჰყავდა, რომელიც მოსკოვის კინოსტუდიის მხატვარი იყო)ითამაშა ზანგი ბიჭუნას როლი ცნობილ ფილმში "ცირკი", შემდეგ იგი წყალქვეშა გემის კაპიტნად მუშაობდა, 1994 წელს ჯიმი სამშობლოში - აშშ-ში დაბრუნდა.

image

image


არნოლდ ლოგშინი -1986 წელს ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი საბჭოთა კავშირში ოჯახთან ერთად, მისივე განცხადებით, მას სპეცსამსახურები დასდევდნენ კომუნისტური იდეოლოგიის სიმპატიის გამო.

90-იანი წლების ბოლომდე დოქტორი-ბიოლოგი, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიურ ცენტრში მუშაობდა, 2001 წელს პენსიაზე გავიდა, ცდილობდა, აშშ-ს პენსიის მიღებასაც.

image

image

image


ედვარდ ლი ჰოვარდი - ცსს-თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს ნარკოტიკების მოხმარების გამო, პარალელურად სუკის-აგენტი გამოდგა, იგი ჰელსინკში გაიქცა და საბჭოთა საელჩოს შეაფარა თავი. იგი ბრალდებას დიდხანს უარყოფდა, თითქოსდა სუკის აგენტი იყო, 1995 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები"Safe House", სადაც ნაწილობრივ აღიარებდა დანაშაულს, გარდაიცვალა 2002 წელს საკმაოდ უცნაურ გარემოებაში, რუსეთში, საკუთარ აგარაკზე.

image

image

image


როი ფრანაკლინ ბარტონი - გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად 1930 წელს, ამერიკული დიდი დეპრესიის შემდეგ, ეთნოლოგი და ანთროპოლოგი, 1935 წელს დაიცვა დისერტაცია, მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმში ინდოეთის და ინდონეზიის განყოფილებაში.1940 წელს ვარაუდობდა, რომ НКВД მის დაკავებას აპირებდა, ამავე წელს ის სამშობლოში დაბრუნდა.

image

image


ჯოელ ბარი-მეგობართან ერთად მუშაობდა Western Electric-ში, რომელიც სამხედრო შეკვეთებს ასრულებდა, თან საბჭოთა დაზავერვას აწვდიდა ტექნიკურ მახასიათებლებს, წინასწარ იგრძნო და სანამ გფბ დააკავებდა 1950 წელს ჯერ ჩეხოსლოვაკიაში გაიქცა და შემდეგ 1956 წელს კოლეგასთან ერთად საბჭოთა კავშირში გამოსახლდა, სწორედ მან ითამაშა დიდი როლი საბჭოთა მიკროელექტრონიკის განვითარებშაი, შექმნა პირველი სამაგიდო ЭВМ УМ-1 და УМ-1НХ, რისთვისაც მას სახელმწიფო პრემია გადაეცა 1962 წელს.

გარდაიცვალა მოსკოვში 1998 წელს.

image

image

image

image


ვიოლეტა ბოვტი - მამა - კომუნისტი ოჯახთან ერთად გადმოვიდა საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად 30-იან წლებში, გოგონამ დაამთავარა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რის შემდეგაც წლების განმავლობაში იყო სტანილავსკის თეატრის პრიმა-ბალერინა, ცეკვავდა 55 წლის ასაკამდე, (1980 წლამდე)1987 წელს დაბრუნდა სამშობლოში - ამერიკაში, გარდაიცვალა იქვე 1995 წელს.

image

image

image

ანაბელ ბიუკარი -1946 წლიდან მუშაობდა ამერიკის საელჩოში კლერკად, ამასთანავე ჟურნალ "ამერიკისთვის" აგროვებდა საინტერესო მასალებს, ანაბელი ცოლად გაჰყვა რუს ოპერის მომღერალს, კონსტანტინე ლაპშინს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში სამუდამოდ დარჩენა:"აქ კარგი ხალხი ცხოვრობს - აღნიშნა მან - და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესი იყოს".

1949 წელს გამოდის მისი წიგნი"სიმართლე ამერიკელი დიპლომატების შესახებ", სადაც საუბარია ამერიკელი დიპლომატების მორალურ დეგრადაციაზე.

ანაბელი შემდგომ რადიოს დიქტორად მუშაობდა, გარდაიცვალა 1998 წელს მოსკოვში.

image

image


კეტი ჰარისი - გოგონა ამერიკის კომპარტიის წევრი იყო, 1931 წლიდან საბჭოთა დაზვერვამ ჯაშუშობა დაავალა, ჯერ ბერლინში მუშაობდა, შემდეგ არალეგალურ რადისტათ პარიზში(1936 წელს), ომის დაწყებისთანავე მოითხოვა ფრონტზე რადისტად გაშვება. თუმცა იგი ჯერ აშშ-ში გააგზავნეს, შემდეგ მექსიკაში გადაიყვანეს, ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს მოსკოვში დამკვიდრდა.

შემდეგ გააგზავნეს რიგაში, ოთხ წელიწადში იგი დააკავეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ გორკში, იქვე გარდაიცვალა 1966 წელს.

image

image

image

მსგავს თემაზე

image

30 წელი დინ რიდის გარდაცვალებიდან

image

0
159
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0