x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
20 ისტორიული ფაქტი,რომელიც ბევრს შესაძლოა სიცრუედ მოეჩვენოს
ალბათ, ბევრ ჩვენგანს სმენია ისეთი ამბავი, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა სიცრუეს და გამონაგონს. როგორც ჩანს, ჩვენი ისტორიაც სავსეა ასეთი ამბებით. ეს 20 ფაქტი ნამდვილად მოხდა და დადასტურებულია, თუმცა თანამედროვე ადამიანს მათი დაჯერება არათუ გაუჭირდება, მარაზმადაც კი ჩათვლის ბევრ მათგანს.


1. მე-19 საუკუნეში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ძალზედ პოპულარული იყო მისის უინსლოუს დამაწყნარებელი სიროფი ბავშვებისთვის. იგი შეუცვლელი საშუალება გახლდათ ახალგაზრდა დედებისა და ძიძებისთვის. სიროფის შემადგენლობაში კი მორფინი და ნიშადურის სპირტი შედიოდა. რომელი ბავშვი არ დაწყნარდებოდა, როცა მას ამ სასმლით გაუმასპინძლდებოდნენ!

image

2.მე-20 საუკუნის 50-იან წლებში სიგარეტის მწარმოებლები თავის პროდუქციას რეკლამას უწევდნენ, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საშუალებას.


image

3. შუასაუკუნეებში დაახლოებით 600 000 ადამიანი იქნა დასჯილი, როგორც ჯადოქრობაში ბრალდებულნი.

ასეთი ბრალის უარყოფა იმ პერიოდში ნამდვილად შეუძლებელი გახლდათ.

image

4.ისევ შუასაუკუნეებში, მიღებული იყო ბრალდებულის გამოცდა წყლით ან ცეცხლით. ბრალდებულს ხელი მდუღარე წყალში უნდა ჩაეყო. თუ ხელი არ დაეწვებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ბრალდებული უფალმა შეიწყალა და მას ათავისუფლებდნენ. ( ნეტავ, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს ამ გამოცდის შემდეგ?)

image

5.ცნობილ იმპერატორ კალიგულას ისე უყვარდა თავისი ცხენი ინციტატი, რომ ჯერ რომის მმართველად, შემდეგ კი სენატორად დანიშნა.

image

6.მექსიკელმა გენერალმა ლოპეს დე სანტა-ანნამ, რომელიც სხვათაშორის 11-ჯერ გახდა მექსიკის პრეზიდენტი, დიდი პატივით დაკრძალა თავისი ფეხი, რომელიც ჭრილობის შედეგად მოჰკვეთეს.image

7.აშშ-ში 1917 წელს დააპატიმრეს მარგარეტ სენგერი, მსოფლიოში პირველი შობადობის მარეგულირებელი კლინიკის გახსნის გამო.

image

8.მე-16 საუკუნეში კანადაში ქალები ჩასახვისსაწინააღმდეგო ხსნარს სვამდნენ, რომლის ერთერთი ინგრედიენტი თახვის ტესტიკულა იყო.

image

9. აშშ-ს კოლონიური პერიოდის დროს ქალებს არავითარ გამაყუჩებლებს არ აძლევდნენ მშობიარობის დროს. ითვლებოდა, რომ ტკივილი სასჯელი იყო პირველი ქალის, ევას შეცოდებისთვის.

image

10.რომის პაპ გრიგოლ მე-9 სჯეროდა, რომ კატები ეშმაკისეულნი იყვნენ და მათ ხოცავდნენ. შედეგად, ვირთხების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, რომელმაც ჯამში 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა ევროპის მასშტაბით.

image

11. მე-13 საუკუნეში 30 000 ბავშვი იღებდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობას, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ უიარაღო ბავშვებს ღმერთი დაიცავდა. ამ ბავშვებიდან უმრავლესობა გზაში დაიხოცა, დანარჩენები კი ტყვეობაში დაიღუპნენ.

image

12. ძველ ეგვიპტეში ფარაონის მსახურებს ტანზე თაფლს უსვამდნენ, რომ ბუზები მათ დახვეოდნენ და ფარაონი არ შეეწუხებინათ.

image

13. Nintendo 1889 წელს დაარსდა და სათამაშო ბარათებს უშვებდა, რომელიც ხელით იყო მოხატული.

image

14. მე-19 საუკუნეში კბილის პროთეზებს გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ.

image

15. როცა ფილმი “ვარსკვლავური ომები " პირველად გამოვიდა ეკრანებზე, საფრანგეთში ხალხს ჯერ კიდევ გილიოტინაზე სჯიდნენ. სულ ბოლოს გილიოტინაზე 1977 წელს მოჰკვეთეს ადამიანს თავი.

image

16. ბრიტანეთის პირველყოფილი მაცხოვრებლები თავის ქალებს ფინჯნების დანიშნულებით იყენებდნენ.

image

17. მე-19 საუკუნეში ხალხში იმდენად გავრცელდა ცოცხლად დამარხვის შიში, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სპეციალური კუბოებიც კი გამოუშვა-მასში თოკი იყო ჩატანებული, რომელიც მიწის ზედაპირის ზემოთ დამაგრებულ ზანზალაკს უერთდებოდა.

image

18. 1909-1970 წლებში ავსტრალიის ხელისუფლება აბორიგენებს შვილებს ართმევდა და თავშესაფრებში გადაყავდათ, სადაც მათ თავისი წარმოშობის დავიწყებას აიძულებდნენ.

image

19. საუდის არაბეთის ველური ფლორა და ფაუნა უნიკალურია, თუმცა ცხოველები აქ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოჰყავთ. მაგალითად, აქლემებს საუდის არაბეთი ავსტრალიიდანაც იღებს.

image

20. კოლუმბიელი პედრო ლოპესი გინესის წიგნშია შესული, როგორც ყველაზე სასტიკი მანიაკი. ის 110 ადამიანის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ 1983 წელს. მას ანდების მონსტრსაც უწოდებდნენ. 1998 წელს კარგი ქცევისა და პოლიციასთან თანამშრომლობის გამო გაათავისუფლეს. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

image

0
195
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0