x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დაკარგული სიყვარულის პოვნა

ბედის ბილიკი image

უკაცრავად ქალბატონო შეიძლება ჩამოვჯდე? ყველა სკამი დაკავებული არის თორემ არ შეგაწუხებდით.--ახალგაზრდა მამაკაცი ეკითხება დაახლოებით ოცდათხუტმეტ წლამდე ასაკის ქალს, რომელიც ქალაქის სკვერში გრძლ სკამზე იჯდა ჩაფიქრებული. მამაკაცის კითხვამ ფიქრებიდან გამოიყვანა უსიტყვოდ ანიშნა დამჯდარიყო. მადლობა ქალბატონო.ცხელა იწვის ყველაფერი, ჭირს უკვე ქალაქში გაჩერება აქ ერთადერთი ადგილია სადაც გრილა და ცოტა სულს მოითქვამს ადამიანი. მამაკაცს ეტყობოდა რომ საუბარი სურდა ცოტა აღელვებულიც ჩანდა.ისევ ჰკითხა ქალს: -ხომ არ შეგაწუხეთ ქალბატონო? -არა არ მაწუხებთ. -დღეს განქორწინება გავაკეთე მესამე ცოლთან წარმოგიდგენია? ზოგს ერთი ვერ მოუყვანია, მე კი მესამეს გავცილდი უკვე ოცდათექვსმეტი წლის კაცი. ქალმა გვერდულად გახედა მამაკაცს. არაფერი უპასუხა. -გგონია იმათ ვადანაშაულებ რომელიმეს? სულაც არა მე ვიყავი ყოველთვის დამნაშავე, მომეწონებოდა, მათ შეუყვარდებოდი და ცოლდაც მომყავდა. მერე ვერ ვუგებდით ერთმანეთს და მოგვდიოდა სულ ჩხუბი. კიდე კარგი, რომ მეორე ცოლთან მყავს ბავშვი და დანარჩენთან არა. -მერე თქვენც კარგად გარკვეულიყავით თქვენს გრძნობებში და ისე დაქორწინებულიყავი.? -ეხ, მე ბავშობაში მიყვარდა ერთხელ და აი ის მგონია ნამდვილი სიყვარული. მერე კი რაც იყო ალბათ ყველა გატაცება იყო და მეტი არაფერი . მგონი სიბერეც სიმარტოვეში მომიწევს გავატარო თუ ვერ ვიპოვე ის ჩემი ცალი სადაც არის. -სადაც სამი ქალი მოატყუეთ არც მეოთხეს მოტყუეება გაგიჭირდებათ თქვენ. საუბარში აჰყვა ქალი. -რას ამბობ, მე არცერთი არ მომიტყუებია. ვუყვარდი და წამომყვნენ. ძალა დავატანე რომელიმეს გგონია? არცერთს. სამივეს რამდენიმე თვე ვიცნობდი და ისე ვქორწინდებოდით. პირველი კი სულ ერთი თვის გაცნობილი მყავდა ცოლად რომ მოვიყვანე. მეორეს სამი თვე ვიცნობდი და მესამე კი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი და მაშინვე სახლში წამომყვა მეც ნასვამი ვიყავი და ისიც. -ცუდია რომ არცერთხელ არ გაგიმართლათ, ალბათ გელოდებათ ის თქვენი ცალი და იპოვით ოდესმე იმედია. -მე ის მგონია ჩემი ცალი ვინც ბავშობაში მიყვარდა ისაა, მაგრამ ვერ ვპოულობ. -რატომ ვერ პოულობთ? რა გიშლით ხელს ალბათ კლასელი იყო ან კიდევ თქვენი სკოლელი. -არცერთი და არც მეორე. ბაღის ამხანაგი იყო.მოფერებით სახელს ფერიას ეძახდნენ ნამდვილი სახელი არავის დაუძახია ბაღში მისთვის. ამიტომ სახელი არ ვიცი. ქალს გაეცინა. რას ამბობთ? ბაღის ამხანაგი გიყვარდათ და მეტჯერ არავინ გყვარებიათ დავიჯერო. -კაცის გული ოხერია ხომ გაგიგია, გატაცება და ფანტაზია უამრავი მქონდა, მაგრამ ისეთი არა. -ასე კარგად გახსოვს ის სიყვარული? -როგორ არ მახსოვს, ფოტოც მაქვს შენახული ბაღის, სადაც ის ჩემი ლამაზ თვალება გოგო და მე ვართ ფოტოში. -მოძებნეთ, რას ელოდებით?! -მე სხვა ქალაქში ვცხოვრობდი ბავშობისას, სკოლაში შესვლის დროს მშობლებმა აქ გადმომიყვანეს. ის იქ დარჩა და ასე დავცილდით ერთმანეთს, შეიძლება გათხოვილიც არის და შვილებიც ყავს. ან კიდევ ჩემსავით არ გაუმართლა. ან მთლად უკეთესი, გაუთხოვარია და მე მელოდება. -ხო თქვენ გელოდებათ როდის მიხვალთ გქონდეთ მაგის იმედი. გაიცინა ქალმა -რატომაც არა. იქნებ მელოდება კიდევაც? იცის რომ ვიპოვი, ცხოვრება ხომ ათას სიურპრიზს გვიმზადებს . მე ამის მჯერა. რადგან ისევ მარტო დავრჩი მას ვიპოვი ის ჩემი სულის ნაწილი არის. -ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გაპოვნინოთ ვისაც ეძებთ. მე უნდა წავიდე ნახვამდის. -შეგაწუხე ხომ? მაპატიეთ. ქალი დამეშვიდობა მამაკაცს და წავიდა. იმ დღის შემდეგ ნიკას კიდევ ბევრი თავგადასავლები შეხვდა ცხოვრებაში. ვერცერთ ქალში ვერ იპოვა ის სიყვარული რაც მას ბედნიერს გახდიდა. სრულაიდ შემთხვევით ისევ იმ სკვერში ისევ იმ ქალის გვერდით აღმოჩნდა ნიკა. ამჯერად ქალმა იცნო და გამოელაპარაკა. - რა ქენი რომ ეძებდი? იპოვე ბაღის მეგობარი თუ ვერა? ნიკას გაუხარდა ქალის დანახვა. თითქოს დიდიხნის მეგობარი იპოვა წლების შემდეგ. - როგორ გამახარეთ. რას შვები როგორ ხარ. აი ხომ ხედავ სასწაულები ხდება ისევ შევხვდით ერთმანეთს, არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ლამაზი ხარ. უთხრა ნიკამ ქალს. -ერთ წელში რა შემცვლიდა. გაეღიმა ქალს. -მე ნიკა მქვია ხელი გაუწოდა ნიკამ. -მე თათია . უპასუხა ქალმა და მანაც ჩამოართვა ხელი. ნიკა და თათია გაცნობის შემდეგ ხშრად ხვდებოდნენ ერთმანეთს. თათიას ქმარი და პატარა შვილი ჰყავდა. უსიყვარულოდ გათხოვილა, მშობლების დაჟინებული თხოვნით. შეძლებული ოჯახის შვილია და კარგად გაცხოვრებსო. ვერ გაუწევია თათიას წინააღმდეგობა მშობლებისთვის და ეგუებოდა იმ ბედს რაც ერგო წილად. ყავდა შვილი და ხარობდა მისი ბედნერებით. ნიკას გამოჩენამ კი ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მეუღლესთან არც ნიკას გამოჩენამდე ჰქონდა კარგი ურთიერთობა ახლა ყოველ დღე ჩხუბობდნენ. მოკიდებდა ბავშვს ხელს და გარეთ გამოდიოდა დაჯდებოდა იმ სკვერში, სადაც ნიკა გაიცნო. ნიკამ იცოდა ოჯახი ჰყავდა თათიას. ერიდებოდა მასთან ურთიერთობას მიუხედავდ იმისა რომ რაღაც ძალა მისკენ უბიძგებდა. თავის თავს ეჩხუბებოდა გამუდმებით. სამი ქალი გააუბედურე და ნუ გახდი კიდე შენს მსხვერპლს მეოთხე ქალს. ებრძოდა საკუთარ თავს . არ სურდა მის გამო თათიას ოჯახი დაენგრია. თათია კი ხშირად ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. შეხვდებოდნენ ერთმანეთს დასხდებოდნენ სკვერში და საუბრობდნენ ან კიდე ჩუმათ იყვნენ ხმას არ იღებდნენ. ერთი ასეთი შეხვედრის დროს თათიას ღრუბლიან ამინდში სათვალე ეკეთა. ნიკამ სთხოვა მოეხსნა, არ სურდა თათიას სათვალის მოხსნა მაგრამ მერე ნიკას თხოვნით მოიხსნა. თვალის ჩალურჯბული ჰქონდა. ნიკამ ჰკითხა: - რატომ გაქვს სახეზე სილურჯე? -ბავშვი წაიქცა, რომ დავიხარე სათამაშო ეკავა ხელში და მომხვდა. -ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს შენი ნაამბობი. იჩხხუბეთ ხომ შენ და შენმა მეუღლემ? -არა ნიკა გეფიცები, ის არაფერ შუაშია, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე არ უნდ გავყოლოდი მას ცოლად, არ ვიმსახურებ მე ისეთ ქმარს როგორიც ის არის, ის საუკეთესო ქმარი და მამა იქნებოდა მე რომ სიყვარულით ვპასუხობდე მას. უნდა განვქორწინდე მასზე მეტი არ შემიძლია. -თათია მე არ მაქვს უფლება რაიმე გირჩიო შენ. მე ჩემ თავში არასოდეს ვარ დარწმუნებული, არ მინდა მიზეზი მე ვიყო შენი ოჯახის დანგრევის, კარგად დაფიქრდი მარტო არ ხარ. შვილი გყავს, მე საერთოდ ავდგები და გავქრები ოღონდ შენ იყავი ბედნიერი. -ნიკა როგორ ვიქნები ბედნიერი როცა ისეთ კაცთან ვცხოვრობ რომელიც არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ. -უნდა სცადო. ამ საუბრის შემდგე ერთი თვე გავიდა. თათიამ განქორწინება მოსთხოვა მეუღლეს. დიდი წინაღმდეგობის მიუხედავად დათანხმდა მეუღლეც. მეუღლე სხვა ქალაქიში გადავიდა საცხოვრებლად. თათია და ბავშვი კი სახლში დარჩა. გადიოდა დრო ნიკა და თათია არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. თათია ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული. ნიკას სიყვარულს კი გულში იკლავდა და ცდილობდა როგორმე დაევიწყებინა. მაგრამ მაინც მოსვენებას არ აძლევდა მასზე ფიქრი რამდენჯერ სცადა დაერეკა მისთვის მოეკითხა როგორ იყო, თავს იკავებდა. ერთ დღეს დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა დაერეკა. ნიკასათვის პირველივე ზარზე უპასიხა ნიკამ თათიას. ცოტა ხანს ორივე დუმდა. შემდეგ კი თათაიმ სთხოვა შეხვერდა. თავს არიდებდა ნიკა შეხვერდას. მან არ იცოდა თათია უკვე განქორწინებული რომ იყო .ბოლოს კი შეთანხმდნენ ნიკასთან მივიდოდა სახლში თათია, სანამ ბავშვი ბაღში იყო. თათია მივიდა ნიკასთან სახლში. ნიკამ როგორც კი კარგი გაღო და თათია დაინახა ვერ მოითმინდა და ჩაეხუტა, როგორ მომენატრეო . მერე იქვე სავარძელში ჩაჯდა თათია ნიკა კი მეორე სავარძელში. ისაუბრეს. ნიკას დიდად არ გახარებია თათიას ოჯახის დანგრევა. არ მინდოდა ჩემი ბედი გაგეზიარებინაო უთხრა. შემდეგ ყავა შესთავაზა და მაგიდაზე დადებული პატარა ალბომი მიაწოდა -სანამ მე ყვას ვამზადებ შენ ეს დაათვალიერე. თათიამ დაიწყო აფოტოების დათვალიერება, მასში ნიკას პატარაობის ბევრი ფოტოები იყო. ერთი ფოტო ნახა რომელიც თათიასაც ჰქონდა სახლში უკვე სიძველიდან გაცრეცილი. შავთეთრ ფოტოზე ჯგუფად მდგომი პატარა ბავშვები იღიმებოდნენ .ერთ ბიჭს გოგოსთვის ხელი ჩაეჭიდა და იდგენენ გვერდი გვერდ. თათია გაოგნებული უყურებდა ფოტოს და ვერ ხვდებოდა საიდან ეს ფოტო ნიკას ხელში. სამზარეულოში გავიდა კინასთან. -ნიკა ეს ფოტო შენ საიდან გაქვს? -ეს ფოტო ჩემი ბავშობაა. ეს კი მე ვარ, ეს ის გოგონა რომელიც დღემდე მყავს გულში.პატარა ლექსი წარმოსთქვა რომელიც ბაღის სიყვარულს მიუძღვნა ნიკამ. მე ეს დავხატე, ჩემ ფიქრებში, ლამაზ ფერებად, შიგ ჩავაქსოვე სიყვარული მარადიული. მიუხედავად იმისა რომ შენც მიყვარხარ. აი ასე მყავდა სულ გვერდით მერე კი ცხოვრებამ დაგავშორა ერთმანეთს, ეხ ბედნიერი კაცი ვიქნებოდი ეს რომ გვერდით მყოლოდა, არც სხვას გავაუბედურებდი და არც საკუთარ თავს თათია. კი მაგრამ რატომ მკითხე ამ ფოტოს შესახებ? -ნიკა ეს პატარა გოგო მე ვარ ხელი რომ გაქვს ჩაკიდებული. ნიკას ხელიდან გაუვარდა ყავით სავსე ფინჯანი . თათიას კი ალბომი. ერთმანეთის თვალებში სიხარული ირეკლებოდა.

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0